9 მეთოდი - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სადაზღვევო კომპანია

დაზღვევის საჭიროებაზე და უფრო მეტიც - მის აუცილებლობაზე 21-ე საუკუნეში, დაუსრულებლად შეგვიძლია ვიდებატოთ. ვიდებატოთ რა, შევთანხმდეთ. თუმცა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია - რომელ კომპანიაზე შევაჩეროთ არჩევანი...

სად დავეზღვიო?

ხშირად მიხტება ეს კითხვა „ნიუს ფიდში“, ფეისბუქზე. პასუხები არაერთგვაროვანია:

  • ვიღაც თავად სადაც მუშაობს იმ კომპანიას ურჩევს
  • სხვებმა სამოგზაურო იაფად გააკეთეს, არ დაჭირდათ და მხოლოდ მომღიმარი მენეჯერის ხათრით იძლევა რჩევებს
  • ზოგმა არ იცის, მაგრამ პირველი რაც ახსენდება, ვთქვათ - ჯიპიაის, ან ალდაგს ურჩევს, ძალიან ბრძენი სახით

მოდით, ნუ ავყვებით ხმებს და პრაგმატულად მივიღოთ გადაწყვეტილება:

  1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
  2. არსებობის ისტორია ბაზარზე - რაც მეტი, მით უკეთესი, სოკოებივით გუშინ ამოსული სადაზღვევო კომპანიები რომელიც დაბალ ფასს გვთავაზობს რა თქმა უნდა მომხიბვლელი და კარგია, მაგრამ ვერ გაიგებ მის გამოცდილებას, ვერ ენდობი მართლა ხარისხიანია მომსახურება ან თუნდაც თუ რამე შემემთხვა და დამჭირდა დაზღვევა მართლა ამინაზღაურებს? რა გარანტია გვაქვს?
  3. კმაყოფილი მომხმარებლები - ამ შემთხვევაში, არსებობის ისტორიის საპირწონეა ის ფაქტორიც, ვის უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, მრავალწლიანი, ა.შ. მთლად ფეისბუქის რივიუებსაც ნუ ვენდობით, უფრო მნიშვნელოვანია რეალური და კომპანიაში „დიდი სტაჟის“ მქონე მომხმარებლები.
  4. აქციების რაოდენობა - კარგი კომპანიები მუდმივად ზრუნავენ მომხმარებლებზე და მათ ბევრ, კარგ პირობას სთავაზობენ, მაგალითად სოციალური პასუხისმგებლობა, დამატებითი ბენეფიტები, ა.შ.
  5. სისწრაფე - რამდენად ბევრი რამ შეგვიძლია ონლაინ რეჟიმში, მაგალითად სამოგზაურო დაზღვევის საყიდლადსახლიდან გასვლა რომ არ გიწევს, ავტოზე ონლიან რომ აგვარებ რაღაცებს და ა.შ.
  6. პროდუქტების მრავალფეროვნება - ესეც კომპანიის სიდიდეზე, მონდომებაზე, გამოცდილებაზე და ბევრ სხვა კარგ რამეზე მიუთითებს
  7. კარგი პროვაიდერი კლინიკები - ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ეს მნიშვნელოვანია, ძალზედ თან, მე კურაციო მაქვს კარგად დაცდილი, ზოგს სხვა კლინიკები და ასე
  8. მომსახურება - ანაზღაურების მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორი სახით, როგორი თავაზიანობით თუ პროფესიონალიზმით - ეგეც ცალკე თემაა, ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ
  9. ანაზღაურების სიმარტივე - ავტომანქანის ზარალის ანაზღაურება ნაკლები ბიუროკრატიით, პატრულის გამოძახების გარეშე, ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ხელზე მოცემა თანხის, ონლაინ ჯანმრთელობის ანაზღაურება და ა.შ.

და კიდევ ერთი: ნუ მოგხიბლავთ 100% ანაზღაურებები, შეიძლება ბევრ რამეს გინაზღაურებდნენ სრულად, თუმცა ეს ბევრი რამ არც არაფერში დაგჭირდეთ და უფრო მნიშვნელოვანი იყოს ის რაღაცები, რასაც ნაკლები, ვთქვათ 60% ანაზღაურება აქვს. ჰოდა, აქაც ყურადღებით.

მოკლედ, მე ჩემი გირჩიეთ, ისღა დაგრჩენიათ - აიღოთ კალამი და ფუცელი, ან გახსნათ ვორდი ან ექსელი და დაიწყოთ შედარება.

წარმატებული კვლევა მისურვებია!

2018-08-31
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?