ამბულატორიული მომსახურება - სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ანალიზების, გამოკვლევების,ექიმი სპეციალისტის მომსახურებას.
ის ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს დაზღვევა. (მაგ. ჯანმრთელობის დაზღვევის გეოგრაფიული არეალია საქართველო. სამოგზაურო დაზღვევის გეოგრაფიული არეალი შეიძლება იყოს მხოლოდ შენგენის ზონა, ან მთელი მსოფლიო). ზოგ კომპანიას ავტოდაზღვევის გეოგრაფიული არეალი საქართველოს გარდა, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთიც აქვს.
გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს დაზრვეული ობიექტი-ბინა, ავტომობილი და სხვა, და რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში.
დაზღვევით მოსარგებლე პირი.
ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც იხდის დაზღვევის ღირებულებას. მაგალითად, ის კომპანია, სადაც მუშაობთ ან პირი, რომელმაც დააზღვია ოჯახის წევრები.
გარემოებები, მომსახურებები რომელზეც საერთოდ არ ვრცელდება დაზღვევის მოქმედება.
პოლისის მიხედვით, მომსახურების ღირებულების ის პროცენტი, რომელსაც ფარავს სადაზღვევო კომპანია
პოლისის მიხედვით, მომსახურების ღირებულების ის პროცენტი, რომელსაც ფარავს სადაზღვევო კომპანია.
სამედიცინო მომსახურების მიღებისას სრული ღირებულების ის ნაწილი, რომელსაც იხდის დაზღვეული. მაგ, თ თუ იკეთებთ ანალიზს, რომლის ღირებულება 100 ლარია და დაზღვევა ფარავს ამ ანალიზის 80%-ს, თქვენ იხდით დარჩენილ 20%-ს. ამას თანაგადახდა ეწოდება.
პოლისში მითითებული კონკრეტული მომსახურების მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგელბშიც დაზღვეულს უნაზღაურდება ეს მომსახურება.
ნებისმიერი პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას მიადგა
ზიანი ავტოსაგზაო შემთხვევისას, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის ბრალეულობით. მესამე პირში არ იგულისხმება
უშუალოდ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი და
მგზავრები.
დაზღვევის ძალაში შესვლიდან პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიღებული კონკრეტული მომსახურება არ ანაზღაურდება. მაგალითად, თუ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში წერია, რომ გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მოცდის პერიოდია 12 თვე, ეს ნიშნავს, რომ დაზღვევიდან 12 თვის განმავლობაში დაზღვეულს არ დაუფინასდება გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება.
სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტორი კლინიკა, სადაც დაზღვეული იღებს მომსახურებას ისე, რომ დაზღვეულის გვერდის ავლით ხდება სადაზრვევოსა და კლინიკას შორის ანგარიშწორება.
მოგზაურობის განმავლობაში უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალებისას ცხედრის თბილისის საერთაშორისო აერო- პორტში რეპატრიაციის ხარჯები, პოლისში მითითებული ლიმიტების ფარგლებში.
პოლისში მითითებული დრო, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს დაზღვევა.
სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელმოწერილი დაზღვევის ხელშეკრულება, რომელშიც მოცემულია დაზღვევის პირობები.
დაზღვევის წლიური ღირებულება, შენატანი.
დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია დაზღვევით. მაგალითად, ავარია, სტიქიური მოვლენების.
კლინიკაში 1 დღე-ღამის განმავლობაში დაყოვნება.
ავტომობილის დაზიანება 70%-ზე მეტად (როცა ავტომობილის აღდგენის ღირებულება აჭარბებს საბაზრო ღირებულების 70%-ს) ან ავტომობილის ქურდობით გამოწვეული ზარალი;
გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი შეიქმნა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება: მაგ.: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა, თირკმლის ჭვალი და სხვა.
პოლისში მითითებული მძღოლი, რომლის მიერ ავტომობილის მართვის დროსაც დაზღვევა ძალაშია. უფლებამოსილი მძღოლის ასაკი უნდა
აღემატებოდეს 21 წელს და გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
არანაზღაურებადი ზარალის მინიმუმი. მაგ, თუ დაზღვეული გყავთ ავტომობილი 50$-იანი ფრანშიზით, ამ თანხის ფარგლებში მიყენებული ზარალი არ ანაზღაურდება. ხოლო 50$-ზე ზემოთ მიყენებული ზარალი ანაზღაურდება პოლისის პირობებისა და ლიმიტის ფარგლებში.
სადაზღვევო ხელშეკრულებასა და პოლისში მითითებული მომსახურების ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი
კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
სამედიცინო მომსახურება, რომელიც ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნებას 1 საწოლ დღეზე მეტ ხანს საჭიროებს.