რომელიმე სადაზღვევო ხართ?
ჩვენ არ წარმოვადგენთ რომელიმე სადაზღვევოს. ჩვენი ვებ-გვერდი ცდილობს გაგიზიაროთ რჩევები სადაზღვევო კომპანიების პირობებში გასარკვევად და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.
რა დროს უნდა გავაკეთოთ დაზღვევა?
დაზღვევა მშვიდი ცხოვრების გარანტიაა, ამიტომ მისი გაკეთება ყოველთვის სასურველია. ჯანმრთელობის დაზღვევა, ქონებისა თუ ავტომობილის დაზღვევა ნებაყოფლობითია, თუმცა თუ სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას - სამოგზაურო დაზღვევის შეძენა აუცილებელია.
რამდენად მართალია ამ საიტზე არსებული ინფორმაცია?
ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიების პირობებსა და მათში გათვითცნობიერებულ ადამიანთა გამოცდილებას ეყრდნობა.
რომელი კომპანიები გვთავაზობენ სადაზღვევო პროდუქტებს?
ბაზარზე არსებული კომპანიებიდან შეგვიძლია გამოვყოთ: ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, იმედი L, თიბისი დაზღვევა, არდი, ირაო, უნისონი, ალფა, პსპ დაზღვევა, ბენეფიტს ჯორჯია.
რომელ სადაზღვევოს გაუწევთ რეკომენდაციას?
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ სადაზღვევოს, შესაბამისად კონკრეტულ სადაზღვევოს ვერ გავუწევთ რეკომენდაციას. მხოლოდ კონკრეტული პირობებისა თუ გამოცდილების შემთხვევაში, შეგვიძლია გირჩიოთ რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი თუ მომსახურება.