წყარო : https://fortune.com/2020/05/11/permanent-work-from-home-coronavirus-nationwide-fortune-100/
ბევრი კომპანიის გენერალური დირექტორი მოუთმენლად ითვლის დღეებს სანამ კორონავირუსის გავრცელება შემცირდება და თანამშრომლები ოფისებში დაბრუნებას შეძლებენ. მაგრამ Nationwide’s ( ამერიკის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია) გენერალური დირექტორი კურტ ვოკერი სახლიდან მუშაობას სრულიად განსხვავებულად უყურებს : “ეს მიდგომა მუშაობს!”
პანდემიის პერიოდში მიღებული გამოცდილება, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა კომპანიისთვის, რომ მენეჯმენტმა გადაწყვიტა კომპანიის თანამშრომელთა უმეტესობამ მუდმივად სახლიდან იმუშაოს.
ცვლილებები კომპანიაში ძალიან სწრაფად, მარტის დასაწყისში დაიწყო. კერძო სადაზღვევო კომპანიის 27 000 თანამშრომლის 98% სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. “ჩვენი უპირველესი სურვილი იყო, დაგვეცვა ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება, მუდმივად ვყოფილიყავით კონტაქტზე ჩვენს დაზღვეულებთან და შეგვეტანა ჩვენი წვლილი ამერიკაში, კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში.
მაგრამ მთლიანობაში, მას შემდეგ რაც ყველა ტექნიკური დეტალი მოგვარდა, გასაოცარი რამ აღმოვაჩინეთ : “ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვან სამუშაოს შესრულების ინდიკატორებს და არანაირი ცვლილება არ ყოფილა. “ - ამბობს ვოკერი, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი 2019 წელს გახდა. “ხშირად გვესმის ჩვენი გუნდის წევრებისგან “ რომ არ გამოგეცხადებინათ, ყველამ იმუშავეთ სახლიდან, ჩვენ ვერასდროს გავიგებდით რას ნიშნავს ეს.”
ასე რომ, სადაზღვევო კომპანია Nationwide გეგმავს პოსტ კრიზისულ პერიოდში შეამციროს მისი 20 ოფისი და დაიტოვოს მხოლოდ 4. ვოლკერი ამბობს, რომ ის ანაწილებს დროს კოლუმბიასა და ოჰაიოში კომპანიის სათაო ოფისებსა და სახლს შორის. Fortune-თან სატელეფონო ინტერვიუში მან ისაუბრა რა გამოიწვია ეს ცვლილებები, სამუშაო პროცესისი მომავალზე და იმაზე თუ რატომ სრულდება ლაზერთშოუთი Nationwide- ის სათაო ოფისში ყველა დღე.
მზად იყავით პანდემიისთვის?
ჩვენ სადაზღვევო კომპანია ვართ. ჩვენი მთავარი ამოცანა რისკების მართვაა. ჩვენ წლების განმავლობაში ვგეგმავდით და ვემზადებოდით კრიზისებისთვის. გადახაზეთ “გაზის გაჟონვა" და ჩასვით “COVID” , ყოველთვის ვიცოდით რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა შეგვძლებოდა ჩვენს თანამშრომლებს ოფისებიდან შორს ემუშავათ, თანაც ისე, რომ არ შეგვეწყვიტა დაზღვეულების მომსახურება.
ჰქონდა კომპანიას უფრო ადრე დანერგილი სახლიდან მუშაობის კულტურა?
პრე-COVID პერიოდში ჩვენი 5200 კოლეგა სახლიდან მუშაობდა. ბევრს ვმუშაობდით, რომ საუკეთესო პრაქტიკა გაგვეზიარებინა ყველასთვის. ერთმა ჩვენმა კოლეგამ არიზონადან სახელმძღვანელოც შექმნა, რომელიც შემდეგ ფართოდ გავრცელდა. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რჩევა ესაა, როცა სახლიდან მუშაობ სამუშაო დღის დასაწყისში დაიმაგრეთ მაისურზე ბეჯი და როდესაც დაასრულებთ მუშაობას მოიხსენით. ეს ფსიქოლოგიურად გეხმარებათ, რომ დაიწყოთ და დაამთავროთ - თქვენი ოჯახის წევრებსაც ეცოდინებათ “სამსახურში ხართ” თუ არა.
გარდა ამისა, ჩვენ ვმუშობდით პროგრამაზე, სახელწოდებით “ სამუშაოს მომავალი" (future of work), იმისათვის რომ გამოგვეკვლია უფრო მეტი თანამშრომლის სახლიდან მუშაობის პრინციპზე გადასვლის მოდელი, ეს იყო ის, რაც სურდათ ჩვენს თანამშრომლებს, განსაკუთრებით მილენიალებს. ასე რომ, ჩვენ უკვე ვამუშავებდით ამ პროცესს როცა კორონავირუსი გამოჩნდა.
შეეჯახეთ დაბრკოლებებს პირველი კვირების განმავლობაში?
რა თქმა უნდა, დასაწყისში გვქონდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები. ერთ-ერთი პრობლემა რაც წარმოიშვა, იყო ის რომ ზოგიერთ თანამშრომელს სჭირდებოდა წვდომა გარკვეულ სისტემებთან, თუ ოფისში გამართულად მუშაობდა ყურსასმენები მიკროფონები ზოგიერთ სისტემასთან, სახლში ისინი აღარ მუშაობდნენ, ასე რომ ჩვენ სასწრაფოდ მივუტანეთ ახალი. ზოგიერთ თანამშრომელს არ ჰქონდა სახლში კარგი ინტერნეტი, ამიტომ ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ჩაერთო პროცესში, რომ მოეგვარებინა პრობლემა პროვაიდერებთან.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ცვლილებები მუდმივად შეგენარჩუნებინათ?
თვალს თუ გადავავლებთ მნიშვნელოვან ისტორიულ ცვლილებებს, რომელმაც გავლენა იქონია საზოგადოების ფორმირებაზე: დიდი დეპრესია, 1918 წლის პანდემია, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, 11 სექტემბრის ტრაგედია და 2008 წლის ფინანსური კრიზისი. ამ კრიზისების დროს ხალხში მცირდებოდა მოხმარება და ხდებოდნენ უფრო მომჭირნეები. კრიზისის შემდეგ მღელვარება გრძელდებოდა და ეს იყო მუდმივი აზროვნების ცვლა. ეს მართლა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიო იცვლება. ჩვენ გვინდა შეგვეძლოს მდგრადი ზრდა.
რამდენს დაზოგავს ამ გადაწყვეტილებით Nationwide?
ჩვენ კერძო კომპანია ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ რიცხვები არ გავსაჯაროოთ. მაგრამ ეს იქნება შესამჩნევი. კომპანია და ჩვენი აქციონერები და თანამშორმლები საკმაო სარგებელს ნახავენ.
გვითხარით, ვინ აპირებს დაბრუნებას იმ ოთხ ოფისში რომელიც შეინარჩუნეთ?
სავარაუდოდ, იქ იმუშავებენ ადამიანები ვინც ღელავს და ელოდება ოფისში დაბრუნებას. ჩვენ გადავწყვიტეთ ვენდოთ მოხალისეების პირველ ტალღას გუნდში. დაახლოებით 25%-მა პროცენტმა თქვა : "ჩვენ გვინდა უკან დაბრუნება”. არ ვაიძულებთ, რომ ეს არ გააკეთონ, ვფიქრობთ შევთანხმდებით ჰიბრიდულ მოდელზე : თანამშრომლებს მივცემთ შესაძლებლობას მოვიდნენ “სასტუმრო” სამუშაო ოფისში, კვირაში ერთი ან ორი დღე, შეხვდნენ თანამშრომლებს, დაესწრონ შეხვედრებს და გამოიყენონ ეს სივრცე, დანარჩენ დღეებში კი სახლიდან იმუშავებენ.
ზოგიერთი უფროსი ძალიან ნერვიულობს, როცა თანამშრომლებს ფიზიკურად ვერ ხედავს. თქვენ როგორ უმკლავდებით ამას?
ჩვენ ვასაქმებთ ადამიანებს დამოკიდებულების გამო. ვაშენებთ კულტურას, სადაც შეგვიძლია ვენდოთ ჩვენს დასაქმებულებს. ამასთან სახლში ისინი იყენებენ ზუსტად იმ ტექნოლოგიებს რაც აქვთ ოფისში. ჩვენ ვენდობით 10 მთავარ შესრულების ინდიკატორს, თანამშრომლებს და მათ მენეჯერებს შესაძლებლობა აქვს შეამოწმონ თავიანთი გაკეთებული სამუშაო ყოველდღიურად. ჩვენ არ ვაიძულებთ ხალხს დაითვალოს დრო, რომელსაც სამუშაოს შესრულებას უთმობს, ჩვენთვის მთავარი შედეგი და ხარისხია.
როგორ შეიცვალა თქვენი ბიზნესი კორონავირუსის დროს?
განაცხადები დაზღვევაზე , შემცირდა იქედან გამომდინარე, რომ ხალხს ფინანსურად გაუჭირდა. თუმცა ამასთანავე დავინახეთ, რომ შემცირდა ანაზღაურებული ზარალის რაოდენობა. ჩვენი ბევრი დაზღვეულისგან გავიგეთ, “ფინანსურად მძიმე პერიოდი მაქვს.”ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა 50$ ქეშბექი პერსონალური პოლისის მფლობელებისათვის. "ახლა ნამდვილად მჭირდებოდა მცირე თანხა “ - გვითხრეს მათ.
რამდენადაც ჩვენ წინ ვიხედებით, ვფიქრობთ ყველა იმ ქცევის მოდელზე, რომელიც ამ კრიზისის დროს ჩამოყალიბდა და ასევე ვფიქრობთ, როგორ შეიცვლება მომხმარებლის ქცევა პოსტ-კრიზისულ პერიოდში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადაზღვევო ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება ღირებულებებზე დაფუძნებულ პროდუქტებზე, მაშინ როცა ხალხი რომელთაც არ აქვთ დაზღვევა დაინტერესდებიან უფრო მეტი ფინანსური გარანტიებით. განსაკუთრებით, მილენიალები შეიძლება დაფიქრდნენ, ისინი თამამად ვეღარ ჩადებენ ფულს აქციებში და ასევე ვერ ენდობიან დამსაქმებლებს. მათ სჭირდებათ ფინანსურად უზრუნველყოფილნი იყვნენ, როცა სამსახურიდან წავლენ.
აპირებთ, რომ პირადად თქვენ სახლიდან იმუშაოთ? რას ფიქრობენ თქვენი ოჯახის წევრები ამის შესახებ?
მე ორივე ადგილას ვიმოძრავებ. განსაზღვრულ დღეებში ვიმუშავებ სახლიდან, მინდა ჩემი თანამშრომლების მსგავსად გამოვცადო რა არის ნამდვილი სახლიდან მუშაობა. ბავშვები ჩვენთან აღარ ცხოვრობენ, მაგრამ მე და ჩემს ცოლს ჩვენი განრიგი და ყოველდღიურობა გვაქვს. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ უკვე რამდენიმე კვირაა კოლუმბიაში ჩვენი სათაო ოფისის ფანჯრებზე ვუშვებთ ლაზერშოუს წარწერით : “ დარჩი უსაფრთხოდ". ეს არის ნიშანი ყველასათვის, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ.