ნერვული სისტემა

ნერვული სისტემა ჩვენი ორგანიზმის ყველა კუთხე კუნჭულს გასდევს. მიუხედავად იმისა რომ მეტად ასოცირდება ნეიროფსიქოლოგიურ პროცესებთან, ნერვული სისტემის დაზიანება ხშირად ვლინდება ფიზიკური დარღვევების სახით.

  • დაიზღვიეთ თავი ნერვული სისტემის დაზიანებისგან, პირველ რიგში თავი მოარიდეთ სტრესულ სიტუაციებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

 

  • ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიური განვითარების საუკუნეში ტექნიკასთან ხანგრძლივი კომუნიკაცია ასევე ცუდად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე და მხედველობაზე, დაასვენეთ საკუთარი გონება დღის მანძილზე, თუნდაც რამოდენიმე წუთით უბრალოდ დახუჭეთ თვალები და ღრმად ამოისუნთქეთ, ეს მოგცემთ საშუალებას არ გადაიღალოთ და დღემ ნაყოფიერად ჩაიაროს.

 

  • ძილი ძალიან მნშვნელოვანია, არ არის აუცილებელი დიდი ხნის მანძილზე გეძინოთ, თუმცა ორგანიზმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღამის თორმეტ საათამდე დაძინებას, გაითვალისწინეთ ოთახში ანთებული შუქით ძილი ღლის თვალებს.

 

  • მოერიდეთ მუდმივ ხმაურს, თუ თქვენს გარშემო ქაოტური სიტუაციაა, ეცადეთ მოსუმინოთ მშვიდ მუსიკას და შეიქმნათ შინაგანი ჰარმონია.

 

  • აჩუქეთ საკუთარ თავს რამდენიმე წუთი დღეში სეირნობისთვის. ეს გამყოფებთ ფიზიკურ ტონუსში და მოგცემთ საშუალებას არაფერი აკეთოთ 15 წუთის მანძილზე სიარულის გარდა რაც ასევე გადატვირთვის ფუნქციას შეასრულებს ორგანიზმისთვის.

 

 

ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები:

  • მუდმივი ან შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი
  • სხვა ხასიათის თავის ტკივილი
  • მგრძნობელობის დაქვეითება
  • სისუსტე ან კუნთებში ძალის დაკარგვა
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა ან გაორება
  • გონებრივი უნარის დაქვეითება
  • კოორდინაციის დარღვევა
  • კუნთების რიგიდობა
  • ტრემორი და კრუნჩხვა
  • ტკივილი ზურგში, ირადიაციით სხეულის სხვა ნაწილებში
  • კუნთების ატროფია და მეტყველების გაძნელება

    რა თქმა უნდა ამ სომპტომების აღმოჩენისას მომენტალურად უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.

გიყვარდეთ საკუთარი თავი და სამყაროს დაინახავთ მხოლოდ პოზიტიურ ფერებში.

2019-12-25
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?