საჰაერო ტრასპორტი ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა, თუმცა მრავალი ადამიანი მაინც შფოთავს თვითმფრინავში ჯდომისას. არსებობს წესები, რომლებიც დაგაზღვევთ სტრესისგან და თქვენს მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს გახდის.
მზადება გაფრენისთვის
უპირველესად, საჭიროა ზუსტად იცოდეთ ყველა დეტალი თქვენი ფრენის შესახებ. დამატებითი სიმშვიდისთვის აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები:
- მოიძიეთ ინფორმაცია ბარგის შესახებ (შეზღუდვები წონასა და ზომაზე)
- გაეცანით სტატიებს ხანგრძლივ მოგზაურობაში წასაღები ნივთების შესახებ.
- წინასწარ დაფიქრდით რა უნდა გქონდეთ თან თვითმფრინავში.
- არ დაივიწყოთ სამოგზაურო დაზღვევა.
ზოგადი რჩევები ფრენისას
თუ წინასწარ იცით, რომ თქვენი მგზავრობა ხანგრძლივი იქნება, მოიმარაგეთ დასაძინებლად საჭირო ნივთები. ამისთვის გამოგადგებათ კისრის ბალიში, თვალების ნიღაბი, ყურის საცობები ან ყურსასმენები. გახსოვდეთ, რომ თხევადი ნივთები და წამლები, ასევე ზედმეტად გადატვირთული ხელბარგი შეიძლება არ შეგატანინონ.
ფრენა და უსაფრთხოება
როგორც უკვე გითხარით ფრენა ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა, თუმცა უპრიანი იქნება თავი უფრო მეტად დაიზღვიოთ გაუთვალისწინებეილ შემთხვევებისგან და მოსალოდნელი საფრთხეებისგნა.
ყურადღებით მოუსმინეთ გამცილებლებს, რათა იცოდეთ რა მოიმოქმედოთ განგაშის შემთხვევაში. ფრენისას არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება, ის სიმაღლეზე უფრო ძლიერად იმოქმედებს ვიდრე ხმელეთზე, თქვენი კონცენტრირების უნარს დააქვეითებს და ვერ შეძლებთ ყურადღებით ყოფნას.
ფრენა და შეზღუდვები
ბოლო წლებში მრავალი შეზღუდვა დაწესდა თვითმფრინავში მოქცევის წესებთან დაკავშირებით. არსებობს კონკრეტული ნივთები, რომელთა ატანა თვითმფრინავზე დაუშვებელია. რიგ შემთხვევებში ეს ჩამონათვალი შესაძლოა ალოგიკურად მოგეჩვენოთ, თუმცა გახსოვდეთ ეს თქვენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება.
გაითვალისწინეთ რომ ზოგჯერ ჩანთის გარდა, სკანერში თავადაც მოგიწევთ გავლა, ამიტომ მოერიდეთ მეტალის ნივთების ტარებას. სამკაულების რაოდენობაც მინიმუმამდე დაიყვანეთ, რათა არ დაკარგოთ დიდი დრო მათ მოხსნასა და ადგილზე დაბრუნებაზე.
ამ პროცედურების, წესების და აკრძალვების წინასწარ ცოდნა, დაგეხმარებათ გაიაზროთ, თუ რამდენად დაცული ხართ ფრენის დროს. მთავარია გონება რაიმე სახალისო საქმიანობით დააკავოთ, წაიკითხეთ წიგნი ან მოსუმინეთ მუსიკას. შესაძლოა გვერდზე მჯდომთან საუბრითაც გაერთოთ.
გისურვებთ სასიამოვნო ფრენას და მშვიდობიან დაშვებას!