პირველი მოგზაურობის ხარვეზები

ჩემი პირველი მოგზაურობა ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, თუმცა ჩემთვის ბოდრუმში ხეტიალი განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული.

პირველ რიგში, ეს ამბავი მოხდა 5 წლის წინ, სწორედ ამდენი წლის არის ჩემი შვილი.

მეორე  კი რაც ამ მოგზაურობას ასეთ გამორჩეულად აქცევს, არის ის რომ სამი თვის ორსული, ცხოვრებას მოწყურებული გოგო ვიყავი, აქტიური ცხოვრების დასრულების მიჯნაზე (სტერეოტიპულად ასე მეგონა), ამიტომ გადავწყვიტე საინტერესო მოგზაურობა მომეწყო ჩემი თავისთვის.

მოგზაურობა საშინლად დაიწყო, რადგან გადავწყვიტე თვითმფრინავში შემოთავაზებული საჭმლის სრულად გადასანსვლა, ჩემს მდგომარეობაში სამ დღიანი ენტეროვირუსი გარანტირებული მქონდა.

რჩევა #1 არასოდეს მიირთვათ თვითმფრინავში საეჭვო ვიზუალის მქონე ხორცის ნაწარმი.

ენტეროვირუსის სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, გამიჭირდა ადგილზე მედიკამენტების შოვნა, პირველ რიგში მომსახურე პერსონალისთვის იმის ახსნა თუ რა მჭირდა. ყველას შეეშინდა რომ სასტუმროს საჭმელმა მაწყინა ამიტომ შფოთვა და ფუსფუსი არ დაუკლიათ, თუმცა რეალური დახმარება ვერავინ აღმომიჩნა.

რჩევა #2 თან წაიღეთ ელემენტარული მედიკამენტები, რომლებიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას რთულ სიტუაციებში.

სამი დღის შემდეგ, როდესაც გამოვკეთდი და ნამდვილი თავგადასავლების დრო დადგა, გარდა იმისა რომ დალევით ვერ დავლევდი და ვერც სხვა სიფხიზლის მომნუსხველი აქტივობით დავკავდებოდი (ზემოთხსენებული ფიზიკური მდგომარეობის გამო), ვმოგზაურობდი დედასთან ერთად და გართობა მეტწილად ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებით და ხედების დათვალიერებით შემოიფარგლა.

რჩევა #3 არ იმოგზაუროთ მშობლებთან ერთად. ასე კი არ დაისვენებთ დაიღლებით.

ბოდრუმში მართლაც შესანიშნავი სამზარეულოა, განსაკუთრებით კი ზღვის უახლესი პროდუქტები, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სუფთა ზღვაში იჭერენ და ყველა შესაძლო და შეუძლებელი მეთოდებით ამზადებენ.

რჩევა #4 დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები, ისეთებიც კი რომლებიც მანამდე გძულდათ.

საერთო ჯამში, მშვენიერი ზღვისპირა ქალაქი დავათვალიერე, ყველაზე მარილიან წყალში უხსნებელივით ვიტივტივე და რაც მთავარია ენტეროვირუსით სიკვდილსაც გადავურჩი!

პ.ს. ალბათ, კარგი იქნება თუ უცხო ქვეყნის მონახულებამდე დააზღვევთ სამოგზაურო განწყობას, ამით უამრავ იმედგაცრუებას აიცილებთ თავიდან.

2019-11-30
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?