ჩემი დიდი მოგზაურობის დასაწყისი

პირველი მოგზაურობა ლატვიას, კერძოდ კი ჩემთვის გამორჩეულ ქალაქს, რიგას უკავშირდება. ამ ქალაქს აქვს განსაკუთრებული არქიტექტურული სტილი, რომელიც დანახვისთანავე გაოცებს და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს გიტოვებს.  შეიძლება იფიქროთ, რომ სიძველისგან სახლები დანგრევის პირას არიან, მაგრამ ეს სწორედ მისი უნიკალურობის ნაწილია. რიგის დათვალიერება უნდა დაიწყოთ "ძველი ქალაქით", სადაც თავმოყრილია თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა: შავთავიანების სახლი, სამი ძმის სახლი, წმ. პეტრეს ეკლესია, რიგის საკათედრო ტაძარი და ა.შ. ძველი ქალაქის მონახულებას გირჩევთ ველოსიპედით, ეს შესაძებლობას მოგცემთ დაათვალიეროთ ყველა ღირსშესანიშნაობა უმოკლეს დროში. წვრილი ქუჩები, ატმოსფერული გარემო და ქუჩის ხელოვნები რიგის ქუჩებში თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო მეტ სასიამოვნო მოგონებას შესძენს. ძველი ქალაქის გარეთ, შესაძლებელია მოინახულოთ წმინდა გერტრუდას ეკლესია და რიგის საკათედრო ტაძარი. თუ სიმწვანე გიყვართ, განსაკუთრებით გაგიმართლათ, რადგან უამრავ პარკსა და რეკრეაციულ ზონას აღმოაჩენთ. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი Bastejkalna Park-ია, სადაც შეგიძლიათ მდინარეზე ნავიც იქირაოთ. ქალაქი არის ძალიან პატარა, დასათვალიერებლად 2–3 დღე სრულიად საკმარისია. ამიტომ, თუ დიდი ხნით სტუმრობთ ამ ქალაქს,  ლატვიის აღმოჩენა ქალაქგარეთ  გააგრძელეთ.

ყველაზე ცნობილი მიმართულება არის იურმალა, ამ ქალაქში მოხვედრა შეგიძლიათ რიგის სადგურიდან, მატარებლები გადიან ძალიან ხშირად და დაახლოებით 40 წუთში დანიშნულების ადგილას ხართ. იურმალა, პატარა ქალაქია, ტურისტული ზონებით, კაფეებით და პარკებით. სანაპირო არის ქვიშიანი (თეთრი) და მოწესრიგებული. ზღვაში ჩასვლა თუ გინდათ უნდა წახვიდეთ ივლისში ან აგვისტოში, სექტემბერში უკვე ძალიან ცივა. შემდეგი მიმართულება არის სიგულდა, რომელიც მთლიანად ტყეში არის მოქცეული. ექსტრემალი სტუმრებისთვის Bungy jumping-ის სერვისიც აქვთ. აქ შეგიძლია მოინახულოთ რამდენიმე ციხე–სიმაგრე, მაგალითად ტურაიდას ციხე–სიმაგრე. რიგაში და ასევე ტალინში, თუ გსურთ, რომ დააგემოვნოთ ტრადიციული სამზარეულო ეწვიეთ რესტორან Lidos-ს.

 

შემდეგი გაჩერება ტალინი:

რიგიდან ტალინში მოხვედრა შესაძლებელია ECOLINES–ის ავტობუსებით, მგზავრობა დაახლოებით 4–5 საათი გრძელდება. ტალინი, რიგაზე უფრო პატარა ქალაქია და ფეხითაც მარტივად შემოივლით. სანახავი ადგილებიდან აღსაღნიშნავია: წმ. ნიკოლასის, წმ. ოლაფის და წმ. ჩარლის ეკლესიები, ასევე ქალაქის მთავარი მოედანი. ქალაქში არის ძალიან ბევრი კოშკი, საიდანაც შეგიძლიათ გადმოხედოთ ტალინის ძველ ქალაქს. ტალინიდან ჰელსინკში მოხვედრა ძალიან ადვილია, პორტიდან თითქმის ყოველ ერთ საათში გადიან სხვადასხვა კომპანიის ლაინერები. Viking Line & Eckero Line არის შედარებით იაფინია საკრუიზო კომპანიები, უფრო ძვირი დაგიჯდებათ თუ წახვალთ Tallinik-ით. ორ ქალაქს შორის გადასაადგილებლად საჭიროა 2 საათნახევარი. ეს დრო შეუმჩნევლად გაივლის, რადგან როცა 11 სართულიან "გემზე" ფეხს შეაბიჯებთ, მისი დათვალიერება მარტივად შეგიყოლებთ.

 

და აი მოვედით ჰელსინკშიც:

ქალაქი არის ძალიან პატარა და ფეხით შემოსავლელად 6 საათიც გეყოფათ. ჰელსინკის ლუთერანული კათედრალი არის აუცილებლად სანახავი ადგილი, საიდანაც შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ტური ჰელსინკის ვიწრო ქუჩებში. სკანდინავიური თავშეკავებულობით დაგეგმარებული ქალაქი, გაგაკვირვებთ მოწესრიგებულობით და ატმოსფეროთი. იგრძნობთ, რომ ყველა დეტალი და ნაბიჯი არის გათვლილი და დაგეგმილი.

 

ფასები:

🔹 ფრენა: 80–300 € ( 2 გზა )

🔹 საცხოვრებელი: 10–110 € ( 1 დღე )

🔹 ტრანსპორტი (რიგა) – 1.15 €

🔹 მუზეუმები – 10 €

🔹 იურმალაში გადასვლა – 3 € ( ორი გზა )

🔹 სიგულდაში წასვლა – 4 € ( ორი გზა )

🔹 რიგა–ტალინი – 20–35 € ( ორი გზა )

🔹 ტალინი–ჰელსინკი – 15–35 € ( ორი გზა )

 

რჩევა:

🔹რიგის აეროპორტიდან ქალაქამდე დადის N40 ავტობუსი

🔹 რუსულის ცოდნა გამოგადგებათ ძალიან

🔹 ECOLINES–ს აქვს ფასდაკლებები ხშირად, შეგიძლიათ ონლაინ შეამოწმთ ხოლმე

🔹 Viking Line & Eckero Line ბილეთები შეგიძლიათ წინსწრებით იყიდოთ, უფრო იაფი დაჯდება

 

🎗ძალიან სანახაობრივი ტური გელოდებათ წინ, ბედნიერი მოგზაურობა!

2019-10-31
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?