სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა

 

სამოგზაურო დაზღვევა გახლავთ სადაზღვევო პროდუქტი, რომელსაც მოგზაურობის დროს ვყიდულობთ და რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდს უფრო მშვიდსა და უსაფრთხოს ვქმნით საკუთარი თავისთვის.

რატომ უნდა შევიძინოთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

8 მიზეზი რატომ უნდა ავიღოთ სამოგზაურო დაზღვევა

მიზეზი N1 -თუ მოგზაურობისას ბარგი დაგეკარგებათ, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის არსებობს სადაზღვევო პაკეტი სახელწოდებით სამოგზაურო ბარგის დაზღვევა.

მიზეზი N2 – მოგზაურობისას ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია თქვენს ნაცვლად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს უცხო ქვეყანაში.

მიზეზი N3 - თუ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდებით და რომელიმე ძვალს გაიტეხავთ ან სხეულს სხვაგვარად დაიზიანებთ, სამოგზაურო დაზღვევა ამ შემთხვევაშიც საკუთარ თავზე აიღებს სამედიცინო ხარჯებს.

მიზეზი N4 - თუ თქვენი ფრენა გადაიდო, ეს თქვენს მარშრუტს გეგმიდან ამოაგდებს და ავიაკომპანიაზე აუცილებლად გაბრაზდებით, მაგრამ სამოგზაურო დაზღვევა აეროპორტში სკანდალის მოწყობის სურვილს დაგიკარგავთ.

შესაბამის სადაზღვევო პაკეტს ამ შემთხვევაშიც შეუძლია თქვენთვის ზარალის ანაზღაურება და მოგზაურობის მშვიდად გაგრძელებას მარტივად შეძლებთ.

მიზეზი N5 - შესაძლოა, მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, წინასწარ დაგეგმილი მოგზაურობის გადადება მოგიწიოთ.

სამოგზაურო დაზღვევის სპეციალური პაკეტი დაგიცავთ ამ ფაქტის მიერ, თქვენი ფინანსებისთვის ზარალის მიყენებისგან.

მიზეზი N6 - თუ მოგზაურობისას პასპორტს დაკარგავთ, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება, თუმცა სადაზღვევო კომპანიები ამ უსიამოვნებისგან დაცვის საშუალებასაც აძლევენ საკუთარ მომხმარებლებს.

მიზეზი N7 - სამოგზაურო დაზღვევა თავიდან აგარიდებთ ისეთ პრობლემებზე ფიქრს, რომლებსაც თქვენი მოგზაურობის ღირებულების გაზრდა შეუძლიათ.

მიზეზი N8 - სამოგზაურო დაზღვევა, მშვიდი მოგზაურობის მთავარი გარანტია.

ქართველი მომხმარებლების სასიხარულოდ, შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ბაზარზე სამოგზაურო დაზღვევის თითქმის ყველა ზემოაღნიშნული პაკეტი ხელმისაწვდომია.

მოგზაურობის დაზღვევას არაერთი ქართული კომპანია გთავაზობთ და თანაც ისეთ დაბალ ფასად, შეიძლება გაოგნდეთ კიდეც.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად.

ქართველი მომხმარებლისთვის, სამოგზაურო დაზღვევის სფეროში კიდევ ერთი დიდი კომფორტია სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.

აღნიშნული სერვისი საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ სადაზღვევო პაკეტი ინტერნეტით, რაც სადაზღვევო კომპანიის ოფისში ვიზიტზე დროისა და ენერგიის დახარჯვის აუცილებლობას აუქმებს.

სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ - როგორ ვიყიდო?

სამოგზაურო დაზღვევის შეძენამდე, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ თუ რომელი სადაზღვევო კომპანია რას გთავაზობთ და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პროდუქტი.

შერჩევის პროცესს ართულებს ის ფაქტი, რომ საქართველოში სამოგზაურო დაზღვევა არ არის მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების პროდუქტი. მისი შეძენა შეგიძლიათ ბანკებშიც (სამოგაზურო დაზღვევა თიბისი და სამოგზაურო დაზღვევა საქართველოს ბანკი), თუმცა ალბათ ისევ სჯობს ფეხსაცმელი მეწაღესთან შეიკეროთ და არა დალაქთან.

კომპანიის შერჩევის შემდეგ, შედიხართ მის ოფიციალურ ვებგვერდზე, პროდუქტების სიაში აკლიკებთ „სამოგზაურო დაზღვევას“, მიყვებით მარტივ ინსტრუქციას და რამდენიმე წუთში, თქვენი მოგზაურობა უკვე დაზღვეულია.

 

სამოგზაურო და მოგზაურობის დაზღვევა

 

რას გთავაზობენ ქართული სადაზღვევო კომპანიები?

საქართველოში სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შემდეგ და მას შემდეგ საგრძნობლად დაიხვეწა.

დღეისათვის, საქართველოს მოქალაქეებს, სამოგზაურო სადაზღვევო პაკეტების დიდი არჩევანი აქვთ.

საკუთარი სამოგზაურო გრაფიკიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი პოლისები, რომლებიც მოიცავს ჯანმრთელობის, ბარგისა და ფრენის გადადებისგან დაზღვევის პაკეტებს.

პაკეტის მოცულობას, ტიპსა და ხანგრძლოვობას ირჩევს თავად მომხმარებელი.

 

2019-05-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?