სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის დაზღვევა

 

 

ოჯახის მარჩენალის გარდაცვალება არამხოლოდ ადამიანური ტრაგედიაა, არამედ ფინანსური პრობლემების დასაწყისიც ხდება ხშირად.

ე.წ. შემომტანის ამ ქვეყნიდან წასვლა, ოჯახისთვის განსაკუთრებით რთულია მისი გარდაცვალების შემდგომ პირველ პერიოდში, რადგან ნათესავებს ერთდროულად უწევთ სამი ისეთი სირთულის გადალახვა, როგორებიცაა:

  • საყვარელი ადამიანის დაკარგვა;
  • საარსებო სახსრების არქონა (თუ გარდაცვლილმა არ დატოვა ფული ან სხვა მატერიალური ღირსებულებები);
  • ოჯახის სხვა წევრის ან წევრების მიერ მარჩენალის მოვალეობების საკუთარ თავზე აღება.

პირველი პრობლემა მოუგვარებელია, რადგან ადამიანურ ტკივილს წარმოადგენს, რომელიც დრომ უნდა განკურნოს, თუმცა მეორე ორი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია სიცოცხლის დაზღვევის საშუალებით.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახის მარჩენალმა წინასწარ იზრუნა მისი გარდაცვალების შემდეგ, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე და თავისი სიცოცხლე დააზღვია, მაშინ მისი სიკვდილის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია მისი ოჯახის წევრებს გადაუხდის თანხას, რომელიც მათ პირველ ხანებში ფინანსურად უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანია იმდენად დიდ თანხას იხდის, ზემოაღნიშნული პირველი ხანები საკმაოდ დიდხანსაც გრძელდება.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გადასახდელ თანხას კი თავად დაზღვეული განსაზღვრავს, სადაზღვევო პაკეტის შეძენისას.

იმედია კარგად აგიხსენით და მიგახვედრეთ თუ რა არის სიცოცხლის დაზღვევა და რას ნიშნავს სიცოცხლის დაზღვევა ძირითადად, თუმცა ძირითადი პრონციპების მიღმა, სიცოცხლის დაზღვევა კიდევ უფრო ღრმა ცნებაა და ბევრ სხვა ასპექტსაც მოიცავს.

სადაზღვევო სფეროში არსებობს სიცოცხლის დაზღვევის სახეები. ესენია:

მოკლევადიანი სიცოცხლის დაზღვევა - ის სიცოცხლის დაზღვევის ყველაზე დაბალფასიანი სერვისია.

დაზღვევის ამ სახის მომხმარებლის ოჯახი, სადაზღვევო კომპანიისგან თანხას იღებს მოკლე დროის განმავლობაში.

უვადო და გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევა - მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, სადაზღვევო კომპანია, მის ოჯახს უხდის ფულს ათობით წლის განმავლობაში.

სიცოცხლის დაზღვევის აღნიშნული პაკეტი უფრო იაფია ახალგაზრდებისთვის, ვიდრე ასაკოვანი ადამიანებისთვის.

საკრედიტო სოცოცხლის დაზღვევა - ყოველდღიურ საუბრებში, დაზღვევის ამ სახეს მოიხსენიებენ როგორც სიცოცხლის დაზღვევა სესხზე.

ამ სერვისს ყველაზე ხშირად იყენებენ ბანკები, როდესაც აზღვევენ მსესხებლის სიცოცხლეს, რათა მისი გარდაცვალების შემთხვევაში, კრედიტი დაფაროს სადაზღვევო კომპანიამ.

მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა კომფორტულია არამხოლოდ ბანკისთვის, არამედ თავად მევალისთვისაც, რადგან მისი გარდაცვალების შემთხვევაში, ვალის გადახდა მისი ოჯახის წევრებს არ მოუწევთ.

სიცოცხლის დაზღვევის ეს სახე გახლავთ ერთ-ერთი სავალდებულო სიცოცხლის დაზღვევა.

საკვანძო პიროვნების დაზღვევა - აღნიშნულ სერვისს იყენებენ ის კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ თანამშრომელი, რომლის გარდაცვალებაც მათ ბიზნესს ზარალს მოუტანს, რადგან ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზაციის ფუნქციონირებაში.

საკვანძო თანამშრომელი შესაძლოა სულაც არ იყოს ხელმძღვანელი პირი, მთავარია, რომ ის ასრულებდეს საკვანძო საქმეს.

 

sicocxlis dazgveva - სიცოცხლის დაზღვევა

თავის დაცვის მიზნით, კომპანია ამ ადამიანს აზღვევს და მისი გარდაცვალების შემთხვევაში მიღებული ზარალის კომპენსაციას სადაზღვევო კომპანიისგან იღებს.

და ბოლოს, სიცოცხლის დაზღვევაზე საუბარს დავასრულებთ ერთი კონკრეტული და სასრგებლო რჩევით: სჯობს საკუთარი გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე ზრუნვამდე, ამ პერიოდის მაქსიმალურად გადადებაზე იზრუნოთ.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ, თავი აარიდეთ: სტრესს, უძილობსა და დაღლილობას, ხშირად განიტვირთეთ, დაიცავით იდეალური ბალანსი შრომასა და დასვენებას შორის.

ასევე, კარგი იქნება თუ ხშირად გააკონკტროლებთ საკუთარ ჯანმრთელობას ექიმებთან ერთად და დროულად აღმოფხვრით არსებულ საშიშროებებს, რაშიც აუცილებლად გამოგადგებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც სამედიცინო ხარჯებს თქვენს ნაცვლად დაფარავს.

ჩვენი ბლოგი გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!

 

 

 

 

 

 

2019-05-30
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?