ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

 

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა გახლავთ დაზღვევის სახე, რომელიც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში, (მაგალითად აშშ-ს შტატების უმეტესობა) სავალდებულო დაზღვევად ითვლება.

მის გარეშე, აშშ-ს მოქალაქეებს ავტომობილის მართვის უფლებაც კი არ აქვთ. რატომ? ამ კითხვას პასუხს მარტივად სცემს თავად ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის არსი.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა გახლავთ პოლისი, რომლის მფლობელის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ქონების ზარალსაც ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და ავარიის დროს დააზიანეთ სხვისი ავტომობილი, შენობა ან სხვა მატერიალური ღირებულების მქონე ობიექტი, ზარალს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მოიცავს იმ ადამიანის სამკურნალო ხარჯების დაფარვასაც, რომლის ჯანმრთელობასაც ავარიის დროს ზიანს მიაყენებთ.

ახლა, ალბათ ხვდებით, რატომ არის ავტომობილის მართვის უფლების მისაღებად, განვითარებულ ქვეყნებში ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა აუცილებელი. მისი დახმარებით, ხომ დაცულია არამხოლოდ თქვენი ჯიბე, არამედ ის უდანაშაულო პოტენციური დაზარალებულებიც, რომლებსაც შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიის დახმარების გარეშე, თქვენ ვერ აუნაზღაუროთ ზარალი.
avtopasuxismgeblobis, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში

საქართველოში, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა არ გახლავთ სავალდებულო პროდუქტი, მაგრამ წნდახედული მძღოლები მას აუცილებლად ყიდულობენ.

თანაც, ჩვენი ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე, აღნიშნული პაკეტის ფასი საკმაოდ დაბალია.

მაგალითად, საქართველოს წამყვანი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის 4 სხვადასხვა პაკეტს, ესენია:

პაკეტი N1 - თქვენ ყოველწლიურად იხდით სულ რაღაც 60 ლარს და საჭიროების შემთხვევაში, კომპანია 5 000 ლარიან ზარალს აანაზღაურებს თქვენს ნაცვლად. (პაკეტის ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარი გამოდის.)

პაკეტი N2 - წლიური გადასახადი 95 ლარია, ანაზღაურების ლიმიტი კი 10 000 ლარი.

პაკეტი N3 - ყოველწლიური 130 ლარის სანაცვლოდ, ავტოპასუხისმგებლობის ანაზღაურების ლიმიტს 30 ათასი ლარის ფარგლებში იღებთ.

პაკეტი N4 - ყოველწლირიური გადასახადი 160 ლარი, ანაზღაურების ლიმიტი კი 50 ათასი ლარი გახლავთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ჯიპიაიში ყოველთვიურად 5 -დან 14 ლარამდე თანხის გადახდის სანაცვლოდ, თქვენ საჭიროების შემთხვევაში, 5 ათასიდან 50 ათას ლარამდე ზარალს აანაზღაურებთ ისე, რომ თქვენს ჯიბეს არაფერი დაეტყობა.

გარდა ამისა, საკუთარ დაზღვეულებს, ჯიპიაი ჰოლდინგი სთავაზობს ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიან მომსახურებასა და ავტოავარიასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასაც.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, ქართველ მომხმარებლებს სხვა სადაზღვევო კომპანიებიც სთავაზობენ და უფრო მეტიც, აღნიშნული პაკეტის შეძენა ბანკებშიც კი შესაძლებელია.

სხვა ავტო სადაზღვევეო პაკეტები

ავტოსაგზაო შემთხვევების სხშირის გამო, ავტომობილის დაზღვევა მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელი პროდუქტია, ამიტომ სადაზღვევო კომპანიები მის სხვადასხვა სახეებს გვთავაზობენ.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გარდა, არსებობს ავტოდაზღვევის ისეთი პაკეტებიც, როგორებიცაა: მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა, სტიქიური უბედურებებისგან ავტომობილის დაზღვევა და სხვა.

საუკეთესო არჩევანი, რა თქმა უნდა გახლავთ ავტომობილის დაზღვევის სრული პაკეტის შეძენა, რომელიც მოიცავს ავტოსაგზაო ან უბედური შემთხვევის დროს მიყენებული ყველანაირი ზარალის ანაზღაურებას.

2019-06-06
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?