
როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოთ
ვარჯიში იქნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუ ყველაფრისგან თავდაცვის ყველა გზის აქტიური გამოყენება
იმუნიტეტიც საოცრად ძლიერი რომ გქონდეთ...
გამოკვლევები, სულ მცირე წელიწადში ერთხელ - მაინც აუცილებელია!
მახსოვს, ათი წლის წინ, პირველად აივ ინფექციის ანალიზი როცა ავიღე, როგორი გაოგნებით მიყურებდნენ ჩემს გვერდით რიგში მდგომი ადამიანები, რას აღარ ამოიკითხავდით მათ თვალებში:
- ნეტა რა ცხოვრებით ცხოვრობს, „შიდსის“ ანალიზს რომ იღებს. რისკი რომ არ ჰქონოდა, ხომ არ აიღებდა?!
- ალბათ უკვე სჭირს, გავიწევი მოვერიდო, არაფერი გადმომედოს
- საცოდავი - ალბათ რამე სიმპტომები აქვს...
მოკლედ, მაშინ ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, თუმცა მას შემდეგ, მრავალი წელია - ყველა საჭირო ანალიზს, რეგულარულად ვიტარებ.
ყოველთვის ყველაფერს ვერ გამოიკვლევთ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ დაეზღვიოთ და შემდეგ, უფასო (ზოგი ფასიანი) პროფილაქტიკური ანალიზები ჩაიტაროთ.
რამდენიმეზე შევჯერდეთ:
- სისხლის საერთო ანალიზი - ამით, მარტივად გავარკვევთ ხომ არ მიდის ორგანიზმში რამე სახის ფარული ინფექცია, ანთება, ან ანემია. ხომ არ დაგვიქვეითდა იმუნიტეტი, ან ალერგიისკენ მიდრეკილებამ ხომ არ იჩინა თავი...
მოკლედ, ბევრ სასარგებლო რამეს გავიგებთ, ნუ მინიმუმ იმას, რომ მშვიდად და ბედნიერად შეგვიძლია განვაგრძოთ ცხოვრება.
- აივ ინფექცია, C ჰეპატიტი - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად იცავთ თავს სექსის დროს, რამდენად მონოგამურია თქვენი ურთიერთობა, რამდენად იცავთ ჰიგიენას, არ სარგებლობთ სხვისი ნივთებით...
პრევენციის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა გამოკვლევის ჩატარება, პროფილაქტიკისთვის. მართალია, კერძო დაზღვევა ამ ორ ანალიზს არ ანაზღაურებს, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობა ყველა თანხაზე ძვირად ფასობს.
- ბიოქიმიური ანალიზები - აღნიშნული, საშუალებას მოგვცემს, ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და მათი რისკ-ფაქტორები.
დროული გამოვლენა კი სასარგებლო იქნება იმით, რომ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ამ დაავადებების მძიმე გართულებები: ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
მართალია, მეტისმეტად გამიჭირდა, სამ ჯგუფად დამეყო საჭირო ანალიზები, თუმცა პირობა პირობაა. ამათ გარდა, შარდის, განავლის, ნაცხის, ექოსკოპია და უამრავი სხვა გამოკვლევა არსებობს, რომლებიც იმის მიხედვით შეგიძლიათ ჩაიტაროთ, თუ რა უფრო მეტად გაწუხებთ.
თუმცა, როგორც შევთანხმდით, პროფილაქტიკური გამოკვლევები ძალზედ მნიშვნელოვანია. დაეზღვიეთ, მაგალითად ჯიპიაიში და ბარემ დაფინანსებულიც გექნებათ, თან კლინიკებში. იცხოვრებთ მშვიდად და ბედნიერად...