სახლის რემონტი, იმაზე გაცილებით შრომატევადი, მრავლისმომცველი და სტრესული ამბავია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
არა და როგორ სასიამოვნოდ და ლამაზად იწყება ყველაფერი:
- არჩევ ფერებს, იატაკს, კედლებს
- აქსესუარების შერჩევა ცალკე სიამოვნებაა
- შიგადაშიგ ნაცნობ-მეგობრების სახლებსაც სტუმრობ, რომ ნიმუშები გქონდეს და უფრო „გაგეხსნას“ კრეატივი J
- ამასობაში ავეჯზე, ტექნიკაზე, ფარდებზე და მსგავს აქსესუარებზე იწყებ ფიქრს და ჰოპ, იწყება ტანჯვა:
- ხელოსანი გიგვიანებს და შენი დრო საერთოდ აღარ ადარდებს
- რემონტისას ხარვეზებს პოულობ, კი ასწორებ, მაგრამ დრო ხომ მიაქვს
- რემონტში ჩართულ ადამიანებს რთულად აგებინებ სათქმელს, სხვაზე თანხმდებით, სხვა გხვდება
- მრავალი სხვა
ჰოდა, ამ ბრძოლით, თავდადებით და ამდენი ოფლის ღვრით საბოლოოდ აღწევ სასურველ შედეგს.
შვილივით გიყვარს
ბავშვივით გაბედნიერებს, ადამიანების აღფრთოვანებები შენს ნახელავზე
და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, უცებ რომ მეზობელმა წყალი ჩამოგიშვას, ან სხვა რამემ შენი ნაფერები რემონტი დააზიანოს?!
დიახ, ახლა უკვე არსებობს სახლის რემონტის დაზღვევის პროდუქტი, თუ სწორედ მახსოვს, ჯიპიაის საიტზე მოვკარი თვალი.
და სწორედ იმ პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად, რომელიც ასე გვაშინებდა, გვადარდებდა და ჩვენს ბედნიერებას ცოტათი რისკის ქვეშ აყენებდა.
მათ შორის, ანაზღაურებადია:
- მეზობლისგან ჩამოსული წყალი
- კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის პრობლემები, მაგალითად მწყობრიდან გამოსვლა
- გათბობის სისტემების ან ელექტრო გაყვანილობის პრობლემები და ამით გამოწვეული დაზიანება
- ხანძარი, აფეთქება
- კვამლით დაზიანება, ან რამე მსგავსი
- სტიქიური უბედურება
- ასევე, თუ ვაიდა თქვენგან შემთხვევით მეზობელთან წყალი ჩავიდა
მოკლედ, დროა იმაზე უფრო მშვიდად გვეძინოს, ვიდრე აქამდე.
მით უფრო, რომ ძალიან მცირედი თანხის გადახდა გვიწევს, რეალურად კი - საკმაოდ დიდ რისკებს ვაზღვევათ, ჰოდა რატომაც არა?!