რა იცით გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგიის შესახებ?

როდესაც ეიჩარ მენეჯერები, ან სხვა რომელიმე პასუხისმგებელი პირი გვიგზავნის სადაზღვევო პაკეტს და გვეუბნება ავირჩიოთ, რომელი მათგანი გვინდა.

  • ზოგს კომპანია გვიფინანსებს
  • ზოგ პაკეტზე, თუ უკეთესი გვინდა - ფულის დამატებით გვიკეთებს „აფგრეიდს“
  • ზოგჯერ არაფერსაც არ გვიფინანსებს, მაგრამ არჩევანი მაინც უნდა გავაკეთოთ

მოკლედ

ჩვენი მხრიდან, შერჩევის პროცესი შემდეგია:

  1. ვხსნით ფაილს და ვუყურებთ ფასს
  2. ვამოწმებთ რა შედის და რა არა, ზოგი რამ გვესმის, ზოგი არც, ნუ ეგ არაფერი J
  3. ვუყურებთ სტომატოლოგიას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ხარჯიან მომსახურებას

და აი აქ და არამხოლოდ, გვხვდება ორი ტერმინი: გეგმიური და გადაუდებელი.

ამ პოსტით, შევეცდები უფრო სიღრმისეულად აგიხსნათ, რომელი რას ნიშნავს, თქვენც, შესაბამისი პაკეტის შერჩევისას, უფრო მომზადებულები, თავდაჯერებულები, სწრაფები და მოვლენების სწორად შემფასებლები გახდებით...

დავიწყოთ:

გადაუდებელი  სტომატოლოგია მოიცავს შემდეგს:

  • კბილის მწვავე ტკივილის გაყუჩებას
  • რენტგენი/ვიზიოს
  • არხის გახსნა და კბილის ექსტრაქცია

მარტივად რომ აგიხსნათ, ის, რაც არ ექვემდებარება მოთმენას, გადადებას, სადაც ყოველი დღე და ხანდახან საათიც მნიშვნელოვანია და პროცესების გაწელვა - უდრის რისკების ზრდას და დაზარალების სულ უფრო დიდ ალბათობას.

გეგმიური სტომატოლოგია ითვალისწინებს:

  • სტომატოლოგის (თერაპევტის) კონსულტაციას;
  • მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დასრულების შემდეგ გადაღებულ დენტოგრამა/ვიზიოს;
  • კბილების დაბჟენას: კარიერის და სხვა დაავადებების მკურნალობას
  • გეგმიურ ქირურგიულ ჩარევებს
  • კბილების ჰიგიენურ გაწმენდას, მაგალითად ეარფლოუს, ან სხვა მსგავს პროცედურებს;
  • ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობას სხვადასხვა მეთოდით

შესაბამისად, ყველაფერ იმას, რაც გადადებადია, არასასწრაფო და შესაბამისად, თანხაც ნაკლები ფინანსდება სადაზღვევო კომპანიის მიერ.

დიდი იმედი მაქვს, პოსტი გამოგადგებათ და თქვენი სადაზღვევო ცოდნა თუ გამოცდილება, კიდევ უფრო ამაღლდება, რაც ხელს შეგიწყობთ უფრო სწორი და სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში!

2019-05-28
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?