ჯანმრთელობის დაზღვევა - რა უნდა ვიცოდეთ გამონაკლისებზე?

რა არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? ალბათ ამ სტატიის მკითხვეთა აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ. ჯანმრთელობის დაზღვევის სიკეთეებსა და მნიშვნელობაზე აქ აღარ ვისაუბრებ. მაგრამ თქვენი, მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა შევაჩერო.

ბევრს გონია, რომ თუ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს, ეს ნიშნავს რომ ყოველთვის, ნებისმიერი ღირებულების, ყველა სამედიცინო სერვისი უნდა აუნაზღაურდეს ან დაეფაროს. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. დაზღვევაში არსებობს ასეთი ტრემინი - "გამონაკლისი", რაც ნიშნავს იმ სამედიცინო ჩვენებას, რომელიც არ იფარება ან ანაზღაურდება დაზღვევით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი კონკრეტული სამედიცინო ჩვენებისთვის ეზღვევა და ამ დროს მისი სადაზღვევო პოლისი მას არ ფარავს, რაც მის, კარგ შემთხვევაში, გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ უსიამოვნო მოულოდნელობებისა და გაუგებრობებისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გამონაკლისებს მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევა და რატომ.

ზოგადად, ყველა სადაზღვევო კომპანიის პოლისებში გამონაკლისები თითქმის ერთნაირია, ამიტომ ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას იმ 7 გამონაკლისის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიის დაზღვევას შეიძენთ:

  1. დაზღვევამდე არსებული დაავადებები - სადაზღვევო კომპანიების შეთავაზბებში, რეკლამებში, ხშირად მოისმენთ, რომ ესა თუ ის პოლისი ფარავს პირობითად, სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ხარჯებს.

დიახ, ეს ასეც იქნება, მაგრამ იმ პირობით თუ სიმსივნის დიაგნოზი დაზღვევის შემდეგ დაისვა. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის, სიმსივნე რომ მაქვს მაგიტომ მინდა დაზღვევა, ჯანმრთელი რატომ დავეზღვევიო...

ჯანმრთელობის-დაზღვევის-ფოტო

სწორედ ამაშია საქმე... სამწუხაროდ, ტენდენციურია ის ფაქტი, რომ ბევრს დაზღვევა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა უკვე დაუდგინდა დაავადება. განვიხილოთ 1 შემთხვევა: საშუალო ასაკის პაციენტს, რომელსაც დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, სამკურნალოდ სჭირდება 10 000₾. მან გადაწყვიტა შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევა, რათა ეს ხარჯი სადაზღვევომ დაუფაროს. მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ამ ადამიანმა საუკეთესო სადაზღვევო პოლისში წლიურად გადაიხადოს 1100-1200 ლარია. ანუ გამოდის, რომ 1200 ლარად უნდა მიიღოს 10 000 ლარიანი მომსახურება. ძალიან კარგი იქნებდა ასე რომ ხდებოდეს, მაგრამ სამსართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ეს დაზღვევა კი არა უკვე ქველმოქმედებაა. რა თქმა უნდა, სადაზღვვო კომპანია მას ამ შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს არ აუნაზღაურებს.

მას რომ მანამდე გახსენებოდა და ეფიქრა, (რაც ცხადია რთული წარმოსადგენია ყველასთვის) რომ ოდესმე შეიძლება დასჭირდეს რაიმე სახის სამედიცინო დახმარება (ეს კი ხარჯებთან არის აუცილებლად დაკავშირებული) და მანამდე შეეძინა დაზღვევა, მას ამ დაავადების მკურნალობის ხარჯები აუცილებლად დაეფარებოდა.

დაზღვევის პრინციპიც ხომ ის არის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაიზღვიო თავი.

  1. ორსულობა-მშობიარობა - ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში, ორსულობა - მშობიარობა  იფარება დაზღვევიდან მხოლოდ 24 თვის გასვლის შემდეგ. ანუ გამოდის რომ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში უწყვეტად 2 წლის განმავლობაში უნდა იყო დაზღვეული, რომ მესამე წლიდან ორსულობა-მშობიარობის ხარჯები დაიფაროს. ამ ფაქტს არაერთი დაზღვეულის აღშფოთება გამოუწვევია.

მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, ვთქვათ 30 წლის მარიამი ორსულადაა, ან აპირებს ბავშვის გაჩენას და იცის, რომ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გართულების გარეშე მიმდინარე მხოლოდ ორსულობა 9 თვის განმავლობაში მინიმუმ 1500 ლარი ჯდება, ამას დავუმატოთ მშობიარობა, თუ მარიამს ექიმის აყვანა უნდა ვიპ პალატასთან და გაუტკივარებით მშობიარობასთან ერთად, ეს თანხა გაცილებით მაღალია.

ჯანმრთელობის დაზღვევა და janmrtelobis dazgveva

ამიტომ მარიამმა გადაწყვიტა, რაღა მე გადავიხადო, ვიყიდი დაზღვევას და სადაზღვევო დამიფარავსო. ნახა სადაზღვევო პოლისები და თვეში 55-60 ლარის ფარგლებში მშვენიერი სადაზღვევო პაკეტი შეარჩია, რაც წელიწადში 660-720 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩნდება რიტორიკული კითხვა

რომელია ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა?


და რომელი სადაზრვევო კომპანია აანაზღაურებს იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც 1500-3000 ლარის ფარგლებში ჯდება? 
როცა დაზღვეული ამაში წელიწადში 720 ლარის იხდის, მაშინ როცა მაღალია რისკი იმისა რომ დაზღვეული როგორც კი მიიღებს მომსახურებას და ხარჯები დაეფარება, აღარ მოისურვებს თანხის გადახდას და გააუქმებს დაზღვევას? სწორედ ამიტომ მოქმედებს 24 თვიანი მოცდის პერიოდი ორსულობა-მშობიარობაზე ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში. თუმცა კორპორატიულ დაზღვევაში უმეტესწილად, ორსულობა-მშობიარობა დაზღვევის ამოქმედებისთანავე იფარება.

  1. გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება ანუ გეგმიური ოპერაციები - ასევე გამონაკლისია ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევაში და აქაც მოცდის პეიოდი ვრცელდება. მიზეზი იგივეა, რაც ორსულობა-მშობიარობის შემთხვევაში განვიხილეთ. აქაც მოქმედებს დაზღვევის მთავარი პრინციპი - დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაა.

    4. პლასტიკური ქირურგია - ესთეტიკური დანიშნულების არც ერთი მომსახურება, მით უფრო ქირურგია არ იფარება დაზღვევით, თუმცა         სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებს ბენეფიტების სახით ხშირად სთვაზობენ  პარტნიორ ესთეტიკურ კლინიკებში ფასდაკლებებს.

  1. ვენერიული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - აღსანიშნავია, რომ ვიწრო სპეციალისტთან ვიზიტი ამა თუ იმ დაავადების დასადგენად, ცხადია იფარება დაზღვევით, მაგრამ თუ ისეთი სამედიცინო ჩვენება დადგინდა, რომელიც გამონაკლისშია დაზღვევით, მაგალითად აივ ინფექცია, მისი მკურნალობის ხარჯები აღარ დაიფარება. თუმცა არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ამა თუ იმ ვენერიული დაავადებების მკურნალობას უზრუნველყოფს.

    6. ვაქცინაცია - დაზღვევა არ ფარავს ვაქცინაციის ხარჯებს გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, როგორიცაა ანტირაბიული ანუ ცოფის საწინააღმდეგო ან ანტიტეტანური შრატი. გეგმიური აცრები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

  1. ვიტამინები - ვიტამინების ჯგუფის ყველა მედიკამენტი გამონაკლისშია. ვიტამინები არ გამოიყენება კონკრეტული დაავადების, ჩვენების სამკურნალოდ, მას აქვს გამაჯანსაღებელი, იმუნიტეტეის გამაძლიერებლის დანიშნულება, ამიტომ დაზღვევა მის ხარჯებს არ ფარავს.

 

ასე, რომ გაითვალისწინეთ ეს ძირითადი გამონაკლისები დაზღვევის შეძენისას და გირჩევთ, ნუ გაიხსენებთ დაზღვევას მხოლოდ პოსტ ფაქტუმ.

ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში

ამ ყველაფერთან ერთად, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რომელ სადაზღვეოს აქვს ყველაზე კარგი ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში, რაზეც შეგვიძლია მხოლოდ გირჩიოთ კონკრეტული სადაზღვეოები. მაგალითად:  ჯანმრთელობის დაზღვევა ალფაში, ქართუს ჯანმრთელობის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა ალდაგი, ჯი პი აის ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა.

რა თქმა უნდა ეს სრული ჩამონათვალი არ არის და შეგიძლიათ სხვა, თქვენთვი სასურველი სადაზღვეო კომპანიის დაზღვევით ისარგებლოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

2018-07-13
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?