რა არის საჭირო კომფორტული მოგზაურობისთვის?

მოგზაურობა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ჰობი მთელს მსოფლიოში, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო მარტივი გახდა საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცათ.

კომფორტული მოგზაურობისთვის საკმარისი არაა მხოლოდ საზღვრის მარტივად გადაკვეთის შესაძლებლობა, თავისუფალი დრო და უცხო ადგილების გაცნობის სურვილი, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება და სწორად დაგეგმვაც. კერძოდ:

  • სამოგზაურო ბიუჯეტის შედგენა და მისი საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგება;
  • სწორად შერჩეული მარშუტი;
  • სწორად შერჩეული დრო, რათა ამინდმა ხელი შეგიწყოთ;
  • კომფორტული და სუფთა სასტუმრო, ჰოსტელი ან გუესთ ჰაუსი;
  • თანამგზავრების სწორად შერჩევა, რადგან კომფორტული ადამიანების გარეშე, კომფორტულად დასვენება წარმოუდგენელია;
  • სწორად უნდა ჩაალაგოთ ბარგი, არ უნდა დაივიწყოთ არცერთი აუცილებელი ნივთი და მათ შორის ის სამედიცინო საშუალებები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ. ბარგის სწორად ჩალაგება გულისხმობს, ზედმეტი ნივთების სახლში დატოვებასაც, რათა მძიმე ჩემოდანმა ტყუილად არ შეგაწუხოთ;
  • კომუნიკაციის უზრუნვეყოფა. დღეისათვის, მოგზაურობა კი არა, სუნთქვაც კი წარმოუდგენელია მობილური ინტერნეტის გარეშე, რადგან ეს კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების N1 საშუალებაა. მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდებათ, უცხო ადგილების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, რუქაზე მარშრუტის გადამოწმება, სოციალურ ქსელებში საკუთარი ფოტოების გამოქვეყნება ან მეილის საშუალებით, კოლეგებთან საქმიანი მიმოწერა. ამისათვის კი დაგჭირდებათ როუმინგის ინტერნეტ პაკეტი.
  • სამოგზაურო დაზღვევა, რომლის საშუალებითაც წარმოუდგენელ სიმშვიდეს მოიპოვებთ, რადგან გეცოდინებათ, გაუთვალისწინებელ შემთხვევებსა და პრობლემებს თუ გადააწყდით, თქვენს გვერდით იქნება სადაზღვევო კომპანია, რომელიც პრობლემების მოგვარებას დააფინანსებს.

ყველა აღნიშნული პუნქტის მოწესრიგებას აქამდე, ცალ-ცალკე დრო, ენერგია  და ფინანსები სჭირდებოდა, მაგრამ ახლახანს, ქართულ ბაზარზე, ბოლო ორი პუნქტის გაერთიანების შესაძლებლობა გაჩნდა.

როგორ?

საკმარისია შეიძინოთ ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტი და თქვენ საჩუქრად მიიღებთ ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევას, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ არამხოლოდ ფული, არამედ დროც, რადგან აღარ მოგიწევთ დაზღვევაში დამატებით არც თანხის გადახდა და არც განაცხადის შევსება. საჩუქრის მისაღებად საკმარისია ეწვიოს ბილაინის ვებგვერდს www.beeline.ge ან მობილურ აპლიკაციას MyBeeline.

აღნიშნული შესაძლებლობა, ქართული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2019 წლის 20 დეკემბრიდან, ბილაინსა და ჯიპიაი ჰოლდინგს შორის გაფორმებული, აქამდე უპრეცედენტო მემორანდუმის შედეგად.

ბილაინის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათი მიზანი, აბონენტებისთვის საზრუნავის შემცირება გახლდათ, თუმცა ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევის ღირსებებით თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებლისთვის ეს საჩუქარი ფუფუნებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი 50,000 ევროს ფარგლებში ფარავს უცხოეთში ყოფნისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს - იქნება ეს ტრავმა, უეცარი ავადმყოფობა, თუ ჯანმრთელობის სხვა მოელოდნელი პრობლემები. საერთაშორისო ასისტანსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს. წლის დასაწყისიდან სამოგზაურო დაზღვევით ჯიპიაი-მ 289,000 ლარი აუანაზღაურა თავის დაზღვეულებს. 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც ბაზრის 24% უჭირავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილური ოპერატორის მომსახურებაში დაზღვევის ინტერგრაცია კარგად აპრობირებული მეთოდია მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საქართველოში მსგავსი რამ პირველად განხორციელდა და როგორც ჯიპიაი ჰოლდინგში აცხადებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მათი გუნდი კიდევ რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც პირველ რიგში მომხმარებელზე აისახება სასიამოვნოდ და სასარგებლოდ.

 

 

2019-02-06
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?