ორსულების სადაზღვევო პაკეტი, საყოველთაო და კერძო დაზღვევების მაგალითზე

ორსულობა ძალიან ხარჯიანი პროცესია.

თან ისეთი, არცერთი დახარჯული ლარი რომ არ უნდა დაგვენანოს, ცნობილი გამოთქმაც აქ კიდევ უფრო რელევანტური ხდება: მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი J

ახლახანს გამოვიარე ეს პროცესი და ნამდვილად ზეპირად ვიცი, ანალიზები ყოველ თვე, შესაბამისი მედიკამენტები, გამოკვლევები, სხვადასხვა კუთხით, მრავალი დეტალის გასარკვევად.

შემდეგ სულ სხვა პროცესი იწყება: მშობიარობა, მისი თანმდევი ხარჯები და  შემდეგ ბავშვის სახლში წამოყვანა და პედიატრი პლუს კიდევ ანალიზები, სწორი კვება, ა.შ.

ადამიანები ხშირდ დგანან დილემის წინაშე, საყოველთაო დაზღვევას დასჯერდნენ, თუ კერძოს, მოდით, დაგეხმარებით ამ დილემის გადაჭრაში:

სახელწიფო დაზღვევის ფარგლებში 70% ანაზღაურება მაღალი რისკის ორსულთა და მშობიარეთა შეზღუდული მომსახურებები, ასევე შეზღუდულია კლინიკათა ასორტიმენტი.

ასევე, მედიკამენტების ხარჯების მაქსიმუმ 50%.

ამის ფონზე, ჩემთვის ძალიან საინტერესო სადაზღვევო პაკეტი აღმოვაჩინე ჯიპიაი ჰოლდინგში, რომელიც ეხება ორსულებს და ანაზღაურებს შემდეგ მომსახურებებს:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ანალიზები/ გამოკვლევები
  • დიაგნოსტიკური მანიპულაციები
  • ოსრულობასთან დაკავშირებული მედიკამენტების ხარჯები

გირჩევთ არ დაივიწყოთ კიდევ ერთი რამ: ორსულობის დაზღვევისთვის თადარიგი ორი წლით ადრე უნდა დაიჭიროთ და ლოგიკურიც არის, რომ აი ორსულად ხართ და დღეს დაეზღვიეთ არასწორია. ჯიპიაის სადაზღვევო პაკეტის ფასიც საკმაოდ დაბალია და თუ გადავითვლით - ძალიან დიდ ეკონომიას ვაკეთებთ.

ასევე, მინიმუმ იცი, რომ შენზე კონკრეტული, დიდი და სერიოზული კომპანია ზრუნავს და ბევრად უფრო მშვიდად ხარ.

რომ იცი, რა შეგიძლია მოითხოვო.

რომ არ არის უფასო, ნაჩუქარი და შესაბამისად - სერვისის ხარისხის კბილიც ესინჯება.

დამიჯერეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, სადაც ყველაზე ნაკლებად არის მიზანშეწონილი დაზოგვაზე ზრუნავ,მითუმეტს რომ შერჩეულ კერძო სადაზღვევო კომპანიას ანდობთ ფაქტობრივად თქვენს პატარას.

და მაინც: ვზოგავთ! რისკებსაც, თანხასაც, ენერგიასაც და ვიცით, რომ ჩვენი პატარა საიმედო ხელშია! 

ბედნიერებას გისურვებთ!

2019-03-27
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?