ორსულების დაზღვევა - სასარგებლო ინფორმაცია

ორსულობა და მისი თანმდევი ხარჯები...

დავიწყოთ იმით, რომ ოჯახის დაგეგმვა, საქართველოში არც ისე გავრცელებული სერვისია, თუმცა ძალიან საჭირო. ბავშვის შემოსვლას ოჯახში - შესაბამისი ფინანსური, მენტალური, ფსიქოლოგიური და მრავალი სხვა სახის მზაობა ესაჭიროება.

სწორედ ამიტომ, ევროპაში სულ უფრო მეტი ოჯახი გეგმავს წინასწარ, როდის იყოლიონ ბავშვი, რა ხარჯებია ამისთვის საჭირო, რა შესაძლებლობები გვაქვს და ა.შ. ამისთვის, მომზადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაზღვევა იკავებს.

მაგალითისთვის, ბევრმა ადამიანმა არ იციან შემდეგი ფაქტები, რომელთა ცოდნაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა:

  • ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტებში(მედი პრემიუმი, ექსკლუზივი) ორსულობა-მშობიარობაზე 2 წლიანი მცოდის პერიოდია;
  • კორპორატიულ დაზღვევაში - სტანდარტული მოცდის პერიოდი არ გვხვდება და ის სხვადასხვაგვარია, ზოგში 1 წლიანი შეიძლება იყოს, ზოგში, 6 თვიანი, ზოგშიც საერთოდ არა...
  • მათთვის, ვისაც მოცდის პერიოდი გასული აქვს, და უკვე ექვემდებარებიან დაზღევას ამ სერვისზე, სხვადასხვა ვარიანტებია - მედი პრემიუმზე მაგალითად მხოლოდ ოჯახის ექიმის ბაზაზე შეუძლიათ მომსახურების მიღება, ანუ, ესაჭიროებათ ოჯახის ექიმის მიმართვა კონკრეტულ კლინიკებში, ექსკლუზივზე კი ნებისმიერ კლინიკაში, სადაც მოისურვებენ...

ამ შემთხვევაში პირობები მსგავსია და რაკი „ტოპ ოფ მაინდში“, მეც და ალბათ თქვენც, პირველი ჯიპიაი ჰოლდინგი გვახსენდება, პარალელები მის მაგალითზე გადავწყვიტე გამეკეთებინა.

 აღსანიშნავი საკითხია ისიც, რომ ორსულობა-მშობიარობა საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, ამიტომაც არის რომ არც ისე მცირე მოცდის პერიოდი აქვს და ისევე, როგორც ყველაფერში, აქაც თადარიგის დაჭერაა საჭირო და მომგებიანი.

თუმცა, მეორე მხრივ - ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვთვალოთ ხარჯები, ვნახოთ, რამდენი დაგვიჯდებოდა ეს ყველაფერი დაზღვევის გარეშე და რამდენად დიდ დანაზოგს გაგვაკეთებინებს დაზღვევა.

ცალკე განსახილველი ფაქტორია ისიც, რომ ერთია უფასო და მარტივი ხელმისაწვდომობა და მეორე - თუ როგორ კლინიკაში მოგვიწევს ეს ყველაფერი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერში ჩვენს ჩვილს ეხება, მისთვის კი - ყველა მშობელს, მხოლოდ საუკეთესო გვინდა.

ჰოდა, ეს ბლოგი - აუცილებლად გასათვალისწინებელია, დაგეგმვა კი - მეტად მნიშვნელოვანი...

2019-04-25
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?