ამასწინათ, ჩემი ყველა სამსახური ჩამოვიარე და გადავწყვიტე სადაზღვევო პოლისები შემედარებინა.
ნუ, ალბათ მიხვდით, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე ვსაუბრობთ.
ასევე, როგორც ერთ წლამდე ბავშვის მამა, საოჯახო დაზღვევაზეც დავფიქრდი. სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ადამიანია ჩემს დღეში, რომელსაც აინტერესებს, დაზღვევის მაინც რომელ ტიპზე გააკეთოს არჩევანი...
განსაკუთრებით ზამთარში მძლავრდება დაზღვევით მადლიერება, ან სინანული იმის გამო, რომ არ დავეზღვიეთ :)
მაგალითად, როცა მოულოდნელად, ვიღაც სურდოს აგვკიდებს, თუ გრიპი აღმოჩნდა - ხომ საერთოდ, მღელვარება კიდევ უფრო იზრდება და აქედან გამომდინარე - ხარჯების შემცირებისთვის, სიმშვიდისთვის, ოპერატიული მოქმედებისთვის - დაზღვევა აუცილებელია, ამაზე შევთანხმდით.
ოჯახის რამდენიმე წევრი სხვადასხვა პაკეტით დავეზღვიოთ, თუ ბარემ ერთი პაკეტი შევარჩიოთ და ამევედროს ფასდაკლებაც მივიღოთ ?
ინდივიდუალური პაკეტის ყოველთვის გვიმარტივებს საქმეს, ფასიც ოპტიმალურია, ნუ გააჩნია ჩვენ რა პაკეტს შევარჩევთ. თუ თქვენს გარდა ოჯახის სხვა წევრებსაც სურს დაზღვევა, შეგიძლიათ იდენტური პაკეტები გააკეთოთ და თქვენს მიერ დატესტილი, ოჯახის ექიმი, სადაზღვევო თუ სხვა ნიუანსები შეგიძლიათ ურჩიოთ და დროც დაზოგოთ.
საოჯახო პაკეტში მინიმუმ 6 ოჯახის წევრი უნდა დააზღვიოთ, რომ ფასდაკლება, ამიტომ მე მაინც ინდივიდუალურ დაზღვევას გირჩევდით.
ამასწინათ, მომინდა, რომ პოლისები შემედარებინა, თვალები მეტკინა ორი ფაილის გვერდიგვერდ გახსნით და წინ და უკან „სირბილით“ შესადარებლად და თურმე რა ტყუილად ვიწვალე - პირდაპირ შედარების შესაძლებლობა აქვს ჯიპიაის, სადაც გვერდიგვერდ, ყველა პარამეტრს ადარებ და ზუსტად იცი, რა, როგორ და როგორ სჯობს შენთვის.
მოკლედ, მე ინდივიდუალური პაკეტის გამოყინებისკენ გადავიხრებოდი, სიმარტივის, უკეთესი ფასის, და სხვა ბენეფიტების სასარგებლოდ.
დაზღვევა რომ აუცილებელია ეს აქსიომაა, უბრალოდ, სწორად გადაწყვიტეთ რომელ პაკეტს აირჩევთ, ეს არის და ეს.
ბედნიერი ძიება...! :)