ხშირად მომისმენია, გარშემომყოფებისგან:
- ამ ქვეყანაში საზღვარი რომ გადავკვეთოთ, დაზღვევა აუცილებელია?
- არა, არ ითხოვენ
- უი რა კარგია, აღარ მომიწევს გაკეთება
ერთი შეხედვით სიზარმაცე, მეორე შეხედვით დაუდევრობა და საერთო ჯამში, უაზრო რისკი, სულ რაღაც 5 ლარის და 15 წუთის დაზოგვის გამო...
პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, გთავაზობთ 8 მიზეზს, რატომ უნდა გააკეთოთ დაზღვევა აუცილებლად, მოგზაურობის დაწყებამდე:
ზოგ ქვეყანაში აუცილებელი მოთხოვნა არ არის, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რა იცით რა დროს შეიცვლება რეგულაციები, ან რა ხასიათზე მყოფი მესაზღვრე შეგხვდებათ?
დაზღვევა დღეში 1 ლარიდან იწყება, 1 კვირით წასვლის შემთხვევაში 7 ლარი, ამ დანაზოგის გამო რისკავთ? ქამ ონ!
1. დაზღევა ონლაინაც კეთდება, ჩაბარდა წარსულს დრო, უახლოეს ფილიალამდე რომ უნდა მისულიყავით, მერე რიგში მდგარიყავით და ქაღალდები გეფრიალებინათ. შედით მაგალითად ჯიპიაი ჰოლდინგის საიტზე და მალევე გაერკვევით
2. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სამედიცინო დახმარება ძალიან ძვირია, აზიის ბევრ ქვეყანაში - პირველივე სამედიცინო პუნქტში თუ შებოდიალდებით, საკმაოდ რისკიანი, ჰოდა გქონდეთ თავი ქუდში
3. სამოგზაურო დაზღვევა უბედური შემთხვევის დროს, თქვენს უფასო „ტრანსპორტირებასაც“ გულისხმობს, ნუ ცუდზე არ ვიფიქროთ, მაგრამ ნურც იმას ვიტყვით, რომ ჩვენს შემდეგ წარღვნაც მოსულა :)
4. დაზღვევის დროს, თქვენს პრობლემებზე თქვენს ნაცვლად სხვები ზრუნავენ. ისედაც შეზღუდულია შვებულებები, შესაბამისად, მოგზაურობის დღეები, რაღაზე უნდა დაკარგოთ დრო კიდევ რამის გარკვევაში?
5. ბარგი - პანტა-პუნტით რომ იკარგება, ან ზიანდება, ან კიდევ რავიცი. ბარგის დაზღვევას მონიშნავთ და ამ კუთხითაც მშვიდად ხართ. არ გეწყებათ პანიკა, როცა იმ „მოტრიალე“ რაღაცაზე თქვენს ბარგს ვერა და ვერ ხედავთ, არ მოვა და ნუ მოვა - ამინაზღაურება მაინც!
6. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, ვთქვათ უცებ მოგინდათ მეზობელ ქვეყანაში შერბენა, იმ ქვეყნიდან, სადაც მოგზაურობთ და დაზღვევა არ გჭირდებოდათ. აქაც მშვიდად ხართ, წინასწარვეა მოგვარებული ყველაფერი და ცხოვრებაც უფრო მშვენიერია, როცა ყველაფერი მარტივია.
ჰოდა, დაივიწყეთ ეს უაზრო „ეკონომია“, არც დროს ზოგავთ ამით დიდად, თანხას მით უმეტეს და რეალურად საფრთხეში იგდებთ თავს.
შედით საიტზე, ათი წუთი და რამდენიმე ლარიც მოგეძებნებათ და ეგ არის, იმოგზაურეთ მშვიდად, უსაფრთხოდ და ბედნიერად...