ხშირად მომისმენია, შესაბამის ჯგუფებში, რომ სადაც საყოველთაო დაზღვევა არსებობს, რა საჭიროა კერძო დაზღვევა, ან რომელს რა უპირატესობა აქვს.
მგონია, რომ ძალიან სასარგებლო პოსტი გამომივა, რაკი ბევრმა არ იცის საყოველთაო დაზღვევის მნიშვნელოვანი ნიუანსები, არც კერძოსი და შედარების საშუალებაც ნაკლებად აქვთ, არა და მნიშვნელოვანი ამბავია ეს ყველაფერი.
სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს და ა.შ. რომ განსაკუთრებული პირობები უნდა ჰქონდეთ - გასაგები ამბავია, ამიტომ მოდით, შედარება მოვახდინოთ საშუალო სტატისტიკური ქართველი ადამიანის, რომელსაც რაღაც საკითხებს საყოველთაო დაზღვევაც უფინანსებს და კერძო დაზღვევის გადახდის შესაძლებლობაც გააჩნიათ.
ავიღოთ სრულწლოვანი ადამიანი, რომელსაც 40 ათასზე ნაკლები აქვს წლიური შემოსავალი, ხოლო მისი ხელფასი 1000 ლარს აღემატება.
საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში - ოჯახის ექიმი მოგხედავთ მხოლოდ, ანუ უფასოდ ოჯახის ექიმის სერვისია მხოლოდ, სხვა რამეებში იხდით სტანდარტულად.
კლინიკის შერჩევის შემთხვევაში - ორ თვეში ერთხელ გაქვთ კლინიკის შეცვლის უფლება, კერძოს შემთხვევაში - სადაც გინდათ იქ დაეზღვევით (კლინიკების ჩამონათვალი გაცილებით დიდია) და ექიმის შეცვლასაც როცა გინდათ მაშინ შეძლებთ.
რაც შეეხება ყველაზე დიდ რაოდენობას ხალხისას, ანუ მათ ვისაც 1000 ლარზე ნაკლები აქვთ შემოსავალი - მას საკმაოდ ბევრი რამ უფინანსდება, მაგალითად:
- ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ა.შ. 70%
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია - 70%
- სისხლის და შარდის საერთო ანალიზები - 100%
- გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - 50%
- ინფექციური დაავადებების მართვა - 80%
- და სხვა
თუმცა აქ საგულისხმოა ერთი ამბავი: ოპერაციებისას მოქალაქე თავად ანაზღაურებს 500 ლარამდე დანახარჯს, ხოლო პროცენტული საკითხი ირთვება ამ თანხის შემდგომ.
ცალკე გამოსაყოფი თემაა საყოველთაო ჯანდაცვის ცხელი ხაზი, სადაც იმდენად რთული აღმოჩნდა ოპერატორზე გასვლა, აი მაგთიზე რომ დადის ლეგენდები - ეგეც კი გადაწონა :) თუმცა დაკავშირების შემდეგ - საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ
ახლა გადავიდეთ კერძო დაზღვევაზე:
- აქ კლინიკას თავად ირჩევ
- რაც გამოკითხვებმა აჩვენა - ადამიანების დიდი სადაზღვევო კომპანიების მიერ მოწოდებულ კერძო კლინიკებს უწევენ რეკომენდაციებს
- სტომატოლოგია - რაც ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ხარჯიანი მომსახურებაა, არ შედის საყოველთაო დაზღვევაში
- შეგიძლია აიღო პაკეტი, სადაც პირველივე ლარიდან აგინაზღაურებს სადაზღვევო კომპანია, ანუ არ გქონდეს ფრანშიზა
- რიგები, კომუნიკაცია, კომფორტი - ყველაფერი გაცილებით უკეთეს პირობებშია
და სხვა მრავალი, რისთვისაც შეგიძლიათ ეწვიოთ მაგალითად ჯიპიაის ვებ გვერდს და მერე საყოველთაო დაზღვევის გვერდს.
თუმცა, პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და მსგავსი ჯგუფებისთვის - საყოველთაო დაზღვევაც ძალიან კარგი რამეა, როგორც ასევე მათ საიტზეც შეგვიძლია ვიხილოთ ინფორმაცია, ხოლო დასაქმებული ადამიანებისთვის - ცალსახად კერძო დაზღვევას გავუწევდი რეკომენდაციას.