მოგზაურობა ჩემი სტიქიაა, ჩემი ბედნიერებაც, ისტორიაც, გეოგრაფიაც, მუზაც და რავიცი, კიდევ უამრავი რამ.
მოგზაურობისას, სულ რამდენიმე რამაა მნიშვნელოვანი:
- პასპორტი (ვიზიანად, საჭიროების შემთხვევაში)
- ფული და ფასები
- ამინდების ნახვა და მომზადება
- ღირსშესანიშნაობების ადგილმდებარეობის წინასწარ მოძიება, იქ რომ დრო არ დავკარგოთ
- ფრენის და სასტუმროს ჯავშნები
- და ჩალაგებული ბარგი
დღეს, ამ უკანასკნელზე გვექნება აქცენტები დასმული და ჩემი მწარე გამოცდილებით დავიწყებთ.
2014 წელი იქნებოდა, როცა მე და ჩემი მაშინდელი „ქრაში“ სამოგზაუროდ წავედით ევროპაში.
თან გავიცნობთ, თან უფრო კარგად დავტესტავთ ერთმანეთს და თან უფრო მეტადაც მოვხიბლავთმეთქი.
ჩავალაგე სულ ნაირ-ნაირი სამოსი, ცოტა სუვენირებიც იქაური მეგობრებისთვის და ძალიან ბედნიერი ჩავედი.
ჩასვლისას კი - აღმოჩნდა, რომ ჩემი ბარგი დაიკარგა და დავრჩი ასე, ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა. ფულიც არ მქონდა გათვალისწინებული, რომ იქ ეგრევე შოფინგი მომეწყო. მოკლედ საკმაოდ მძიმე დღეები გამოვიარე.
ეგრევე ის საყვარელი და მომღიმარი გოგონა გამახსენდა, ბარგის დაზღვევას რომ მთავაზობდა აეროპორტში, თან ჩალის ფასად, ხალხო!
ჰოდა, ხუთ მიზეზს შემოგთავაზებთ, რატომ უნდა დააზღვიოთ ბარგი:
- ფასი - ჯიპიაის საიტზე ვნახე, რომ თუ აიღებთ სამოგზაურო დაზღვევას, ბარგის დაზღვევის დამატება მხოლოდ 6 ლარია. ჰო, არ მოგესმათ! აი, რა აზრი აქვს დაზოგვას, როცა ბოლო პერიოდში ბარგის დაკარგვაზე საკმაოდ ბევრი მესმის ხოლმე ხალხისგან
- მნიშვნელოვნება - წარმოიდგინეთ, რომ ძვირადღირებული, ან უბრალოდ საყვარელი ტანსაცმელი გიწყვიათ ბარგში...
მთლიანად გიკომპენსირებთ, მორალურ დანაკარგებს - მიღებული თანხა, სადაზღვევო კომპანიისგან. თან თუ ბევრი გადაჯდომა გაქვთ, რისკებიც მაღალია, შესაბამისად. რატომ უნდა გარისკოთ?
- სიმშვიდე - არც ბარგის დაგვიანება გაგდებთ პანიკაში, არც გეშინიათ რამის, ბოლომდე ბედნიერად ირგებთ მოგზაურობას
- კომფორტი - ერთი „პწიჩკა“ გჭირდებათ მხოლოდ ონლაინ. ან აეროპორტში სთხოვთ, ან რამე სხვა, ძალიან მარტივია, კომფორტული და შედეგად, თავი ქუდში გაქვთ.
- ანაზღაურების მსუყე თანხა - კი ბატონო, ეს ის შემთხვევაა, როცა ბარგის დაკარგვის შიშს ხანდახან მისი დაკარგვის სურვილი გადაწონის J
მით უფრო, თუ გარდერობი დაგიძველდათ და მისწრება იყო...
ხუმრობა იქით იყოს და ბარგის დაკარგვას არ გისურვებთ, თუმცა აღსანიშნი ამბავია ისიც, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!