როგორ მოვემზადოთ სქესობრივი ცხოვრებისთვის?


სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად ფიზიკურად და ფსიქიკურად მზად რომ უნდა იყოს ორგანიზმი, ეგ კი გასაგებია, მაგრამ ყველას ალბათ ის გვაინტერესებს, ზუსტად რა ასაკშია მზად? აი ეგაა ცოტა ძნელი ამბავი. ფიზიკური მზაობის მხრივ სასურველია სქესობრივი მომწიფება მეტნაკლებად დასრულებული იყოს, ციკლი დალაგებული და ასე შემდეგ. ნუ ჩავთვალოთ რო სადღაც 16-17 წელია ეს ასაკი (სტანდარტულ შემთხვევაში). ნუ 18 და 20 წლის მერე რომ სექსი ადრე და ჯერრადროსი ნამდვილად არ არის (ფიზიკური თვალსაზრისით), აი ეგ კი გარანტირებულია. ფსიქიკურ მზაობას რაც შეეხება, აა ეგ არის ყველასთვის პირადი და ინდივიდუალური და რთული დასადგენი. ვიღაცას 16 წლის ასაკში შეიძლება იყოს მზად სექსისთვის, ვიღაცა 25-ისა და ვიღაცას 30 წლამდე უბრალოდ არ უნდოდეს და მორჩა. ამასობაში არის მესამე სახის მზაობაც - ინფორმაციული. იმ მინიმალური ინფორმაციის ქონა სექსის და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რაც უნდა გქონდეთ თავიდანვე. ქუჩაში ნაპოვნ შპრიცს ჰო არ იჩხვილეტთ თქვენი ნებით არა? ჰოდა ბრმად და უცოდინრად სექსის ქონაც აბსოლუტურად მაგ საქციელს უტოლდება, თქვენ წარმოიდგინეთ. რატო, ეგეც ვთქვათ მერე.

სამედიცინოს დიპლომი და სერტიფიცირება არაა საჭირო. სულ ერთი-ორი საღამო გეყოფათ ალბათ რო ჩაუჯდეთ და გაეცნოთ ამ ყველაფერს, მართლა. და მაგ ერთ-ორ საღამოში მიღებული ცოდნის დამსახურებით ძალიან სერიოზული თავის ტკივილები და პრობლემები შეგეძლებათ აიცილოთ თავიდან. მიზანიც ჰო ეგაა არა? სექსისგან სიამოვნება მიიღოთ და არა ჰეპატიტი ან აბორტის წამალი. თუ იცით რო არ გინდათ და არ ხართ მზად, ეგეც არის ყოვლად ჩვეულებრივი ამბავი და ნურავის მისცემთ უფლებას ტვინი აგირიოთ და დაგარწმუნოთ რო ტეხავს სექსის არქონა და ქალიშვილობა. საკუთარი აზრის არქონა და ყველა მატრაკვეცას გავლენის ქვეშ მოქცევა ბევრად უფრო ტეხავს. ასევე, გახსოვდეთ, რომ მასტურბაცია არის ყოვლად უსაფრთხო, მიღებული და ნორმალური რამე, ზოგადადაც და მენსტრუაციის დროსაც (სპაზმს და ტკივილებსაც კი ხსნის). არ შეგიქმნით არანაირ პრობლემას მომავალში, არც დაორსულებაში და არც ოდესმე სექსის ქონაში. რაც უფრო კარგად გეცოდინებათ, რა გსიამოვნებთ, უფრო გაუადვილებთ ოდესმე პარტნიორს საქმეს და აუხსნით რა ქნას რო წინდაუკან არ იბოდიალოს;დ უბრალოდ დაიცავით სისუფთავე (სუფთა ხელები, თუ უნდა შეეხოთ კლიტორს ან საშოს). თუ გინდათ სქესობრივი ცხოვრების ქონა მარა არ იცით და ვერ გადაგიწყვეტიათ, პატარა კიარადა ასე ორკილომეტრიან ჩეკლისტს ჩამოვწერ, სიას რო გადახედოთ ჰო არაფერი გამოგრჩათ საფიქრელად.

მაშ ასე, ჩეკლისტი იმის დასადგენად, მზად ხართ თუ არა სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად:

- ერთხელ მაინც გაქვთ ერთი ძირფესვიანად დასქროლილი საიტი allaboutyou.ge და სულ სხაპასხუპით გაქვთ ჩაკითხული, რა არის სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად კაი მიზეზი და რა ცუდი, რა ჯობია, როგორ და რა არის ყველაზე უსაფრთხო

- გააზრებული გაქვთ, რომ სექსი უნდა გქონდეთ მაშინ და მასთან, როცა და ვინც თქვენ გინდათ. ასევე იცით, რომ არის კვლევები, რომლებითაც გაირკვა, რომ ადამიანების და განსაკუთრებით ქალების ნაწილს პირველი სექსი იმიტო ჰქონდა, რო სხვისი გავლენის და წნეხის ქვეშ იყო მოქცეული (დაქალების, იმგოგოების, ამგოგოების, ბიჭების, პარტნიორის და ა.შ.). და უკვე უფროს ასაკში გაიაზრეს, რო მართლა თავიანთი ნება რომ ყოფილიყო, კიდე მოიცდიდნენ ან სულ არ ექნებოდათ იმ ადამიანთან ან იმ სიტუაციაში. სექსის ქონის ერთადერთი სწორი მიზეზი არის პიიიირადად თქვენივე სურვილი და არა ვინმე სხვისა (მათ შორის თუნდაც იმ ბიჭის, რომელიც ყურებსზემოთ გიყვართ). თუ გააზრებული არ გაქვთ, რომ თქვენი სხეულის ბატონპატრონი და გადაწყვეტილებების მიმღები ხართ თქვენ, სავარაუდოდ არ გაქვთ აი ის ფსიქიკური მზაობა და ჯობია, მოიცადოთ და ჯერ კარგად გაიაზროთ. მაგაზე დგას ყველაფერი, რაც მერე მოჰყვება

- გააზრებული გაქვთ, რომ თქვენი სქესობრივი ცხოვრება არის თქვენი პირადი საქმე (არა დედის, მამის და ბიცოლის) ანუ, ავტომატურად, თქვენი პირადი და არნახულად დიიიიდი პასუხისმგებლობა. ყველა იმ არასასურველ (და საკმაოდ სერიოზულ) შედეგზე, რომელიც თქვენს უპასუხისმგებლო სექსს მოჰყვება, პასუხს აგებთ თქვენ, დაისტრესებით თქვენ, ნერვებს გადააყოლებთ თქვენ და სერიოზული სამედიცინო ჩარევები და მკურნალობა დაგჭირდებათ პირადად თქვენ (არა დედას, მამას და ბიცოლას).

- გააზრებული გაქვთ, რომ რომ პარტნიორი, თუ თქვენგან საერთოდ რამის ღირსია, თქვენს უსაფრთხოებას (დაავადებებისგან, ორსულობისგან დაცვას) უნდა აყენებდეს ყველაფერზე წინ, მათ შორის საკუთარ სიამოვნებაზე, პირველი სექსის დროსაც და მეათასე საიუბილეო სექსის დროსაც. ვალდებულია! ძაან მარტივი წესია ეს, იმიტორო გამონაკლისი არ აქვს და ვსო.


- გააზრებული გაქვთ, რომ მიუხედავად პარტნიორის სიკარგის და მზრუნველობისა, თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაინც ასივე პროცენტით არის თქვენი პასუხისმგებლობა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი უფრო გამოცდილია/ჭკვიანია/საყვარელია და უფრო მეტი იცის თქვენს ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე სექსის დროს, ამიტო თვალდახუჭული მიენდობით, ესე იგი მზად არ ხართ. არ სჭირდება არანაირი მრავალფეროვანი სქესობრივი გამოცდილება იმის ცოდნას, როგორ დაიცვათ თავი და იყოთ უსაფრთხოდ, თქვენც და პარტნიორიც. ჯერ გახდით ამ ამბების ექსპერტი (თუნდაც რო ვახსენე იმ საიტზე წაკითხვით ან ნებისმიერ სანდო, ნორმალურ საიტზე) და მერე გქონდეთ სექსი პარტნიორის ყურებამდე სიყვარული და ცხოვრებაში თვალდახუჭული ნდობა კარგია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თუნდაც ჰეპატიტი ისე, რო აზრზე არაა (წლები არ ვლინდება და ჰოარ დაესიზმრებათ რო სჭირთ). ჰოდა სულ არ მოგატყუოთ შეიძლება, მარა გადმოგდოთ დაუცველი სექსისას. ან თქვენმა უგამოცდილესმა პარტნიორმა შეიძლება რაღაცა უბრალოდ ჩერეზჩერეზ ძმაკაცებისგან იცოდეს და ღრმად სჯეროდეს რო ეგრეა, მარა უკანასკნელი სისულელე იყოს. ვიღაცა ჩერეზჩერეზ ძმაკაცების და მავანი რევაზას სიბრძნეებზე რატო უნდა იყოს დამოკიდებული თქვენი ჯანმრთელობა? (თქვენი ორივესი, თქვენიც და საყვარელი ადამიანისაც). განათლდით ამიტომ წინასწარ, გინდათ მარტო და გინდათ ერთად და შექმენით თქვენი პირადი, საყვარელი, სასიამოვნო და უსაფრთხო ამბავი. რავი ერთმანეთზე ზრუნვის სურვილით მეტი ინფორმაციის ერთად აან ცალცალკე მოძიება და ამაზე საუბარი სიყვარულის აუცილებელი ნაწილია, მგონი და ნდობის განმტკიცება. ბოლობოლო, სექსის ქონამდე ჯერ სექსზე ლაპარაკისას უნდა იყოთ თავისუფალი და გახსნილი იმ ადამიანთან (სხვა თუ არაფერი ბეეევრად უფრო კაი და სასიამოვნო რამე გამოგივათ ეგრე და ეგ არაა მიზანიი?)

- გააზრებული გაქვთ, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებას შემოაქვს სულ ახალი და საკმაოდ დიდი რისკები და სავარაუდოდ მართლა აქამდე არნახულად დიდი პასუხისმგებლობა გაწვებათ მხრებზე და გადავედით მეორე კილომეტრზე.

სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან (და ქონასთან) დაკავშირებული რისკები ანუ როგორ შეიძლება ავიტკივოთ აუტკივარი თავი? თუ თქვენი ცხოვრება, სანამ სქესობრივად აქტიური იქნებოდით, ძირითადად შედგებოდა შემოდგომაზე გრიპის გადადების და მენსტრუაციის დროს მუცლის ატკივების პრობლემებისგან, სქესობრივი ცხოვრების დაწყების მერე გემატებათ კიდე ორი დიიდი ჯგუფი პოტენციური პრობლემებისა: დაუცველი სექსის დროს შეიძლება გადაგედოთ რომელიმე ოხრისერთი დაავადება ან თქვენი სურვილის გარეშე დაორსულდეთ.

კაი ამბავი ისაა, რო სანამ თქვენ სექსი გექნებოდათ მთელი კაცობრიობა გაიტანჯა ამ დაავადებებით და პანტაპუნტით დაორსულებებით და ბოლობოლო ეღირსათ და დამცავი საშუალებებიც შექმნეს. დღეს თქვენ არც სექსზე უარის თქმა გჭირდებათ და არც ბოქლომის დადება, ძალიან ეფექტურად და ადვილად შეგიძლიათ აიცილოთ თავის ტკივილი და მშვიდად ისიამოვნოთ სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან იცავს კონდომი (სხვა არაფერი). ლოგიკურია ჰო? რადგანაც ეს დაავადებები გადადის ლორწოვანის-ლორწოვანზე ან სხეულიდან გამოყოფილ რაიმე სითხესთან კონტაქტით, არანაირი აბი, ნემსი და ნივრის კბილი არ იმოქმედებს. მხოლოდ ის, რაც ამ კონტაქტს უშლის ხელს ანუ პრე ზერ ვა ტი ვი.

არასასურველი ორსულობისგან იცავს ასევე ეს გენიალური კონდომი და კიდე ბევრნაირი კონტრაცეფცია ეს ორი ფაქტი თუ ალილუიასავით იცით უკვე, მარა იმის იქით ზუსტად რა დაავადებები იგულისხმება და რატოა პრობლემა - არ იცით, ესე იგი ჯერ კიდევ ერთი საქმე გაქვთ გასაკეთებელი სექსამდე. უნდა გაიგოთ რისგან გაქვთ თავი დასაცავი

  • ოხრისერთი ანუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (შემოკლებით სგგდ) ისეთი ულამაზესი ბუკეტი არსებობს, რო მტერს და ავს: გონორეა, ქლამიდია, სიფილისი, სასტიკად მტკივნეული ჰერპესი, შიდსი (აივ-ინფექცია), ბე და ცე ჰეპატიტები, კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსი და რავი, რა არა თან ყველაზე კაი ისაა, რო პარტნიორს ყველა რო ჰქონდეს, თქვენც შეიძლება ყველა გადაგედოთ ერთი ხელის მოსმით, სვუპის აქციაა ჩვეულებრივი.
  • ზოგი ინფექცია ბაქტერიულია, მაგალითად გონორეა, ქლამიდია, სიფილისი და ანტიბიოტიკებით იკურნება. დღესდღეობით დიდი ტრაგედია არცერთის ქონა არაა, მარა ჭკუათმყოფელი ადამიანი თავისი ნებით არცერთს არ აიკიდებს, ბოლობოლო სიმპტომებია შემაწუხებელი. არ მკურნალობის და თავის ნებაზე მიშვების შემთხვევაში, გართულებებიც საკმაოდ სერიოზულია: უფრო ღრმად წასული ინფექციები. უშვილობა, საშვილოსნოსგარე ორსულობები, თვითნებური აბორტები და ასეშემდეგ. ასე რომ ან ნუ გადაიდებთ და ან გაიკეთეთ ანალიზი და იმკურნალეთ დროულად სქესობრივად გადამდები ვირუსული ინფექციები მართლა მტერს და ავს.
  • ჰერპესია და კედლებზე გაგიყვანთ ისე მტკივნეულია (და ისე რო იცოდეთ, სულ რო არ ჰქონდეს პარტნიორს გამონაყარი ანუ მიძინებული იყოს ჰერპესი და არც იცოდეს რო აქვს, მაინც შეიძლება გადაგედოთ) შიდსია და იმუნიტეტს გაგინადგურებთ და უძლიერესი წამლებით მკურნალობა დაგჭირდებათ რო გადარჩეთ. უძლიერესი კომპლიმენტი არაა, გვერდითი ეფექტების სიძლიერე იგულისხმება (ასევე, თავისუფლად შეიძლება ადამიანს წლები ჰქონდეს შიდსი და ააზრზე არ იყოს, ისე გადმოგდოთ) ბე და ცე ჰეპატიტები - ქრონიკულში თუ გადავიდა, ღვიძლის ციროზით მთავრდება და თუ ციროზმა არ მოგკლათ - კიბოთი (მკურნალობა აქაც უძლიერესი წამლებით. აქაც ასევე თავისუფლად შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რომელიმე ჰეპატიტი და არ იცოდეს და გადმოგდოთ). ბე ძალიან ძაალიან გადადის, ცე სისხლთან კონტაქტით და ჩვეულებრივი სექსის დროს ნაკლებად.
  • HPV - პაპილომავირუსი - საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს (და აი აქ კი ლამის შანსი არაა კაცმა იცოდეს, რო აქვს. გამონაყარი, პაპილომები კი ახასიათებს სასქესო ორგანოზე მარა შედარებით იშვიათად. უმრავლესობას ისე აქვს ცხოვრებაში ვერ გაიგებს. და ასე სრულიად „შემთხვევით“ და თუნდაც მართლა სანდო პარტნიორისგან გადმოგედებათ და დადგებით საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ქვეშ. აი რატო უბრალოდ თორე კი). საბედნიეროდ ამ პრობლემას დიდი ყურადღება ექცევა, ამიტო არსებობს აცრა, რომელიც შეგიძლიათ გაიკეთოთ პირველ სქესობრივ კავშირამდე ან მერეც (მარა 26 წლამდე). და ასევე სქესობრივად აქტიური გოგოები/ქალები 3 წელში ერთხელ უნდა იკეთებდნენ ე.წ. პაპ-ტესტს, რო ინახოს პაპილომავირუსული ინფექცია არის თუ არა საშვილოსნოს ყელზე და სიმსივნისკენ ჰო არ მიდის საქმე.
  • სქესობრივი ცხოვრების დაწყების მერე თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და ემოციებით აღსავსეს გახდის არასასურველი ორსულობის შიშიც;დ (და „ვაიმეეეეეე რატო გადამიცდა“ დღეები). როგორც ვთქვი გინეკოლოგის ლიცენზია არაა საჭირო სექსის ქონამდე, მარა არის ის მინიმალური ინფორმაცია, რაც უნდა გქონდეთ ამ ამბებზე. და თუ ეს ყველაფერი არ იცით, ესე იგი ჯერ არ ხართ მზად სექსისთვის. გაეცანით და მერე კიბატონო.

მაგალითად:

- უნდა იცოდეთ, რო დაორსულების შანსი არის ყოველთვის, გაქანებული მენსტრუაციაციის დროსაც და თვის ნებისმიერ დღეს. რათქმაუნდა სხვადასხვა სიდიდის შანსია, მარა ნული არასდროსაა. თუ ვინმე გეტყვით რო ყოველი თვის მესამე ოთხშაბათს ან ახალიმთვარეობის მეორე დღეს ქალები ააააარრრ ორსულდებიან და აი ასპროცენტიანი ეგრეა, აიღეთ თუჯის ტაფა და ჩასცხეთ. თუ ზუსტად იცით რო არ გინდათ ორსულობა, დაიცავით თავი იმითი, რაც ზუსტად დადგენილად ეფექტურია (პრეზერვატივი და სხვა ათასგვარი კონტრაცეფცია). ისე სპერმსტოზოიდი რამდენიმე დღე ცოცხლობს და მერეც შეუძლია დაგაორსულოთ

- უნდა იცოდეთ, რო დაუცველი სექსის შემდეგ მოშარდვა სპერმატოზოიდებს არ ხოცავს და ზუსტად იმდენი იქნება დაორსულების შანსი შარდის ბუშტის დაცლის მერე, როგორიც დაცლამდე. ლოგიკურია ჰო, უკვე საშოში მოხვედრილ სპერმატოზოიდს, გულამოვარდნილი რო გიპირებთ დაორსულებას, გარეთ ნაზად ჩარაკრაკებული შარდი რას უზამს? (თუმცაღა, სექსის წინ და მერე მოშარდვა სხვა მიზეზის გამოა კაი იდეა. ბაქტერიებს მიარეცხავს და საშარდე გზების ინფექციების რისკს ამცირებს, ასერო შარდეთ მარა არა ორსულობისგან დაცვის მიზნით)

- უნდა იცოდეთ, რომ გარეთ გათავება არ არის ეფექტური საშუალება თავის დასაცავად. ვინც არ უნდა გითხრათ, 120 ქალთან ნამყოფობის სერთიფიკატი რო წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული, არ არის და ვსო. ეგრე თავი დაიცავით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვითომვითომ არ გინდათ მარა გულის სიღრმეში აი ძაანაც გინდათ ზუსტად 9 თვეში. სხვა შემთხვევაში არა, იმიტორო ცუდად დასრულდება ცეცხლთან თამაში. გარეთ გათავების მოსწრება, რო ერთი მილილიტრი სპერმაც კი არ მოხვდეს საშოში, ცალკე მეცნიერებაა ალბათ და არვიცი რა ტრენინგებს გადიან ამ მეთოდის მოყვარული ბიჭები ამნაირს. მარა მთავარი ისაა რო ეაკულაციამდე ანუ გათავებამდე პენისიდან გამოიყოფა სითხე, ე.წ. პრექამი (პრეეაკულატი) რომელიც ასევე შეიცავს სპერმატოზოიდებს. შედარებით ცოტას, მარა მაინც (precum ან pre-ejaculate დასაგუგლად, თუ არ გჯერათ). ჰოდა რადგანაც სუულ ერთი მონდომებული სპერმატოზოიდი სჭირდება ორი ხაზის გაჩენას ტესტზე, ნუ იქნებით გარეთგამთავებელი ყოჩაღი კაცების იმედზე. სქესობრივი ცხოვრების დაწყების მერე ავტომატურად მოხვდებით იმ ქალთა კლუბში, რომლების დაორსულებასაც ცდილობს მთელი ბუნება, სამყარო, ჰორმონები, საკვერცხეები, საშვილოსნო, სპერმატოზოიდების კუდები და უპასუხისმგებლო კაცები. ყვეელაფერი თქვენ წინააღმდეგაა მოკლედ და თქვენ მაინც დაუდექით თქვენსავე თავს მხარში.

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

2019-05-23
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?