8 ყველაზე უცნაური დაზღვევა

ამ პოსტში, ვეცდები, ცოტა გადავუხვიოთ თემას და იუმორით შევხედოთ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დაზღვევა.

ხშირად გვესმის ჯანმრთელობის, ქონების, ავტომანქანის, სამოგზაურო, სიცოცხლის და მსგავსი, აუცილებელი ტიპის დაზღვევების შესახებ, თუმცა, ის 8 უცნაური დაზღვევა, რომელიც არსებობს და რომელზეც ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ, შეიძლება არც გაგეგოთ აქამდე, ჰოდა იცოდეთ თან, რა იცით, რა ხდება.

აბა, დავიწყეთ:

  1. ქორწილის დაზღვევა

უცნაურად ჟღერს ხომ? სიძის ან პატარძლის გაქცევას, ან გადაფიქრებას არ ვაზღვევთ აქ...

საუბარია, ფინანსურ დანაკარგებზე, ქორწილის შემდგომ. მაგალითად, ახლობლის გარდაცვალების, ტექნიკური პრობლემების ან რამე სხვა მიზეზით, ქორწილის გადადება- ჩაშლაზე.

გარდა ამისა, თუ ქორწილი ღია ცის ქვეშ ტარდება, ამინდის რისკებიც გვაქვს, რომელზეც მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებულები.

ჰოდა აი ასე, ვაზღვევთ ქორწილს.

  1. ჯადოსნური თითის დაზღვევა

ეს ეხებათ ადამიანებს, რომელთა კარიერაშიც, კონკრეტული თითი ძალიან დიდ როლს თამაშობს.

აბა დაფიქრდით, თუ გამოიცნობთ?

ოკ. ეს არის, მაგალითად გიტარისტი, რომლისთვისაც თითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი დაზიანება-დაკარგვა კი - შემოსავლების დიდი ნაწილის დაკარგვას უდრის. შესაბამისად, აზღვევენ.

  1. ათლეტებისთვის - ღირებულების დაცემის დაზღვევა

სპორტსმენებში ძალიან აქტუალურია ე.წ. მოქმედების, „ვარგისიანობის“ ვადა. გარკვეული ასაკის შემდეგ, ისინი იმდენად შემოსავლიანები ვეღარ არიან, ან საერთოდ, უწევთ თამაშს, ბრძოლას, ა.შ. თავი დაანებონ.

სწორედ ამისგან გვაზღვევს დაზღვევის ზემოთ ხსენებული ტიპი.

  1. მკერდზე თმის დაზღვევა

ამერიკელი მომღერალი ტომ ჯონსი ფიქრობს, რომ მისი გულმკერდის თმა, მისი ინდივიდუალიზმის განმსაზღვრელი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მისი იმიჯის ნაწილია. ამიტომ, მას მკერდზე თმა დაზღვეული აქვს რამდენიმე მილიონ დოლარად.

  1. ხმის დაზღვევა

ეს შედარებით მარტივია და ეხებათ მომღერლებს, რომლებიც ხმის ხარჯზე ცხოვრობენ, შესაბამისად, ხმის დაკარგვა - მათი შემოსავლების მკვეთრი შემცირების ტოლფასია.

სწორედ ამიტომ, ისინი იზღვევენ თავს და აზღვევენ ხმას.

  1. უცხოპლანატელების მიერ გატაცებისგან დაზღვევა

ამას ახსნა არ სჭირდება, გასაგებია, რასაც ნიშნავს და ჩემთვის პირადად - ძალზედ უცნაური, თუმცა, როგორც ჩანს - ხალხის ნაწილისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო დაზღვევაა, ჰოდა იყოს აქ.

  1. საკვებით მოწამვლისგან დაზღვევა

დიახ, თუ სადმე რამე ისეთს მიირთმევთ, რაც თქვენს ორგანიზმს ავნებს, რესტორნისთვის ჩივილის ნაცვლად, თქვენს სადაზღვევო კომპანიას მიადგებით.

მეორე მხრივ, ქუჩაში, რესტორანში და სადაც გინდათ - ნაკლები შიშით იკვებებით, რადგან თუ მოიწამლებით, სამაგიეროდ ფულს იშოვით J

  1. დაშორების დაზღვევა

მაგალითად, დაგშორდათ ცოლი დაგეგმილი ქორწილის წინ, ნუ საცოლე გამოდის უფრო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. სადაზღვევო კომპანია ხარჯებს გინაზღაურებთ.

ერთგვარი, მორალური ზიანის კომპენსაციაც გამოდის და ხანდახან იმდენად მსუყე თანხაა, რომ დაშორებას არამხოლოდ ნუგეშით ფარავს, არამედ უფრო ბედნიერს და სასიამოვნოსაც კი ხდის.

კიდევ სხვა მრავალი ტიპის დაზღვევა არსებობს, თუმცა შევეცადე, ყველაზე საინტერესო შემთხვევები მომეყვანა მაგალითებად...

შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და დაფიქრდეთ...

 

2019-05-27
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?