7 მიზეზი, ცელქი ბავშვების დასაზღვევად

ბავშვები... მეც ძალიან მიყვარს, თქვენც, სხვებსაც.

თუ სახლში გვყავს - პასუხისმგებლობა ათმაგდება: მათი ყოველი წამოტირება, დაცემინება, დაცემა, თუ ჭირვეულობა, შეიძლება ჩვენი სერიოზული პანიკის მიზეზი გახდეს.

არსებობს პოლიკლინიკები, სადაც უფასოდ არის შესაძლებელი ბავშვის მკურნალობა, კონსულტაცია, მაგრამ ბავშვი არის ის, რაშიც ეკონომია დაუშვებელია.

შესაბამისად, მე პირადად - კერძო და რეკომენდირებულ კლინიკებს ვირჩევ!

არამხოლოდ მე, ბევრი სხვა მშობელიც.

ამიტომ, მინდა 7 მიზეზი შემოგთავაზოთ, რომელიც გასათვალისწინებელია ცელქი (ან თუნდაც არა ცელქი) ბავშვების დასაზღვევად:

  1. უსაფრთხოება: ბავშვის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია - ეს ნიშნავს დილემას:
  • მიგვყავს უფასო კლინიკაში, მაგრამ თან არ გვასვენებს ეჭვი, რომ ყველაზე ცუდი რამ ავირჩიეთ ეკონომიისთვის, რადგან, რამე რომ გაურთულდეს ჩვენს თავს არასდროს ვაპატიებთ. განა მსგავს კლინიკებს ვაკნინებთ, უბრალოდ ინტერიერი, გარემო და უამრავი რამ განსხვავდება...
  • მიგვყავს კერძო, ძვირიან კლინიკაში, რასაც ისეთი ფასი აქვს, რომ აშკარად ძალზედ ძვირი გვიჯდება.

მერე? მერე ვნანობთ, რატომ არ გვქონდა დაზღვევა...

მივდივართ, პირობითად, ჯიპიაი ჰოლდინში, ვაზღვევთ და ცხოვრება გაცილებით უფრო მშვიდი და მშვენიერი ხდება J

  1. პროფილაქტიკა მნიშვნელოვანია - ბავშვს ბევრი ანალიზი, აცრა და ყურადღების მიქცევა სჭირდება. ხარჯების გამო რომ არ მოგვიწიოს რამის გადადება - დაზღვევა გვაზღვევს, ტავტოლოგია იქით იყოს და რა სჯობს, როცა თავი ქუდში გვაქვს?
  2. ბავშვი „ხიფათიანია“ - ბებიაჩემს დავესესხე ფრაზა, მაგრამ ჭეშმარიტებაა. არ იცი, როდის რას იზამს, ორი წამით გაიხედავ გვერდზე და შეიძლება უცებ საოცრება ჩაიდინოს. მზაობა აუცილებელია...
  3. მედიკამენტები - საკმაოდ ბევრი რამ გვჭირდება ბავშვისთვის, როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჰოდა, დაზოგვის და უსაფრთხოების გარანტირების კიდევ ერთ, კარგ არხს ვხსნით დაზღვევით...
  4. პროფესიონალი - პედიატრი, 24 საათის განმავლობაში - არავის ვუსურვებ, შუაღამით სასწრაფოდ დასჭირდეს პედიატრი, მაგრამ გავმეორდები ისევ: რა იცით, რა ხდება? მინიმუმ მშვიდად ძილისთვის - დაე ვიყოთ დაზღვეულები...
  5. ბავშვის შემთხვევაში სწორი კვებაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამიტომ, პედიატრთან ხშირი ურთიერთობა, თუნდაც ჩვენი ცელქი ბავშვი არაფერს „აშავებდეს“ მაინც საჭიროა. დაზღვევის შემთხვევაში, ეს ამბავიც მარტივდება.
  6. ხარჯების დაზოგვა - ბავშვი ხარჯიანია J თუ გადავწყვეტთ, გვყავდეს ბავშვი - ფსიქოლოგიურთან ერთად, ფინანსური მზაობაც დგება დღის წესრიგში. ისედაც, იმდენად ბევრი ხარჯი შეიძლება გვქონდეს, რომ სამედიცინო დანახარჯების მოშორება - საკმაოდ დიდი ტვირთის მოხსნა გამოვა მხრებიდან. დაზღვევა ამისთვის - მისწრებაა!

მოკლედ, შევეცადე დამერწმუნებინეთ მშობლები, რომ ბავშვისთვის და პრინციპში, თქვენთვისაც, ბავშვის დაზღვევა საკმაოდ კი არა და ძალზედ მნიშვნელოვანი ამბავია.

ჰოდა, რას ელოდებით?

2019-05-20
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?