6 რამ, რაც შეიძლება თქვენს სახლს დაემართოს, სანამ შვებულებაში ხართ

ქონების დაზღვევა, ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვს, როცა სავალდებულო წესით, მსესხებლებს ვუზღვევდით, როცა უზრუნველყოფაში ბინა ედოთ.

მერე, ვაკვიკრებოდი, რამდენად იაფი იყო, რამდენ რისკს არიდებდა ადამიანებს თავიდან და მაინც, არც ისე აქტიური და მოთხოვნადი ტიპის პროდუქტი იყო.

თუმცა, ეს იყო ათი ან მეტი წლის წინ, ახლა დრო შეიცვალა...

ხალხი ხვდება, რა არის მათთვის სასარგებლო, როგორ დაზოგონ თანხები, როგორ მიიღონ უკეთესი პირობები და შესაბამისად, დაზღვევაც სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

ანუ, ძალიან მიხარია, რომ ვვირთარდებით, სწრაფი ტემპით.

თუმცა მოდით, ნუ გადავუხვევთ თემას და უძრავი ქონების დაზღვევის რამდენიმე მიზეზზე გაგესაუბრებით, ვეცდები პრობლემა ცოტათი მსუბუქი ფორმით დაგანახოთ, თან პრაქტიკული მაგალითები - უფრო ცოცხლად და ნათლად გააზრებაში გვეხმარებიან.

მაშ ასე, დავიწყოთ.

6 რამ, რაც თქვენს სახლს შეიძლება დაემართოს, სანამ თქვენ შვებულებაში ხართ:

  1. წარმოიდგინეთ, რემონტი ახლახანს გააკეთეთ, სულ თქვენი გემოვნებით, სულ ბედნიერად და საყვარლად. დასვენებაც დაიმსახურეთ, იყიდეთ ორი ბილეთი და ევროპის საყვარელ ქალაქში გაეშურეთ.

თან, ეს ის მომენტია, როცა მოგზაურობის დასასრული ისე ძალიან აღარ გემძიმებათ, რაკი თქვენს საყვარელი და ლამაზ სახლში დაბრუნდებით და ჰოპ!

ზედა მეზობლის ჩამოშვებულ წყალს თქვენი რემონტი საშინლად დაუზიანებია.

გამოსავალი მარტივია, ალბათ ავარდებით ზემოთ სართულზე და ახანჯლავთ მეგობარს, თუმცა აქ მეორე ალტერნატივაც არსებობდა: მიირბენდით ჯიპიაიში და სრულიად უფასოდ და ნერვული დანაკარგების გარეშე, ისევ იგივე, ან უკეთეს რემონტს დაიბრუნებდით.

თან ხომ არის ხოლმე, რომ რაღაც არ მოგწონთ, რაღაც შეგეშალათ. აი იმ რაღაცასაც გააუმჯობესებდით.

  1. ხანძარი - მოდით ისევ მეზობლებს დავაბრალოთ. დავუშვათ, რაღაც მარტივი ნივთი აუფეთქდათ, ან რაღაც იწვის. თქვენ კი გაიქცევით, მაგრამ სახლს ზურგზე ვერ მოიკიდებთ. ჰოდა, აქაც მშვენიერი გამოსავალია სადაზღვევო კომპანია.
  2. ხშირად, როცა დიდი ხნით მივეგმზავრებით შვებულებაში, ბინის უცხოელებზე, დღიურად გაქირავებაც მშვენიერი ამბავია. წარმოიდგინეთ, 10 დღით, დღეში 30 დოლარად აქირავებთ და კაი 300 დოლარიც გრჩებათ, ამავე მოგზაურობის ჯიბის ფულად.

მაგრამ აქაც არის რისკი, იქნება და თქვენი ძვირფასი მდგმური დაუდევარია და სახლი დააზიანა? გამოსავალი ისევ სადაზღვევოშია.

  1. მიწისძვრა - იშვიათად ხდება, მაგრამ რატომ არ უნდა ვიყოთ მშვიდად ამ შემთხვევაშიც? თან ეს ის მომენტია, როცა - ვერანაირი პრევენცია ვერ შველის საქმეს, ჰოდა გამოსავალი ისევ იგივეა.
  2. თუ ქარიან უბანში ცხოვრობთ (არ დავაკონკრეტებ), შეიძლება ქარმა უცებ რამე ბლაგვი ნივთი შემოგილეწოთ ფანჯარაზე, ქარს ვერ მოსთხოვთ ანაზღაურებას, მაგრამ უკვე ვიცით, ვისაც მოვთხოვთ.
  3. წყალდიდობა - თუ დაბალ სართულზე ცხოვრობთ და უცებ რამე დაიტბორა, კივილ-წივილის და მოთქმა-გოდების ნაცვლად, მშვიდად მოითხოვთ თქვენს კუთვნილ ანაზღაურებას.

რა თქმა უნდა, სასურველია ეს ყველაფერი არ დადგეს და იმედია არც დაგიდგებათ, მაგრამ რა სჯობს, როცა მიზერულ თანხაში, როგორც იტყვიან თავი ქუდში გაქვთ?

არც არაფერი.

2019-05-10
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?