შიდსი- რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი

აივ ინფექცია - რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი

შვიდიოდე წლის წინ, პირველად გავიკეთე აივ ინფექციის, ე.წ. შიდსის ანალიზი. აქამდე რას ველოდებოდი? ნუ, რთული შეკითხვაა, უფრო მეშინოდა... ემანდ არ აღმომაჩნდეს და არ დავუღუპომეთქი J ბავშურია, გეთანხმებით, მაგრამ 7 წლის წინ მართლა ბავშვი ვიყავი, ანუ არც უმაგისობა იყო...

მოკლედ, ერთ-ერთი დიდ კლინიკაში, როცა სისხლის ანალიზი ამიღეს და გარეთ რიგში მდგომი შემდგომი პაციენტი მოემზადა სისხლის ასაღებ ოთახში შემოსასვლელად - უცებ გამახსენდა, ბარემ აიღეს სისხლი და შიდსზეც მითხრანმეთქი...

და ვთხოვე ექთან გოგონას, შიდსიც გადაემოწმებინათ,

მანაც, არც აცია, არც აცხელა - გარეთ გასძახა, შიდსიც უნდა და მიაწერეო...

უნდა გენახათ, ერთდროულად მოტრიალებული 7-მდე თავი, რას აღარ წაიკითხავდით მათ თვალებში:

  • შიდსი აქვს?
  • ალბათ რაღაც სიმპტომები აქვს, მოშორდი არ გადამდო!
  • ნეტა როგორი გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობს, ამ ანალიზს რომ იკეთებს?

და მრავალი სხვა.

ძალიან შემრცხვა. თუმცა მივხვდი, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია. ხალხის ნაწილმა ისიც არ იცის, რომ აივ ინფექცია აუცილებლად სასიკვდილო განაჩენს არ ნიშნავს.

აივ არის ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ეს არის ვირუსი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს და რომლის ეპიდემიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსმა აშშ-ში აფრიკიდან შეაღწია მაშინ, როცა მისი არსებობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ...

შიდსი არის იგივე შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი. აივ ვირუსით დაინფიცირება იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შიდსი. შიდსი აღნიშნავს აივ-ით დაინფიცირების შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას.

ახლა 7-8 თვეში ერთხელ ვიკეთებ ამ ანალიზს:

  • არ აქვს მნიშვნელობა სექსს, სულ რომ არც გქონდეთ...
  • სტომატოლოგია
  • სისხლის ანალიზის აღება საეჭვო კლინიკაში
  • თითის გაჭრა და სხვა სისხლთან შეხება
  • წვერის გაპარსვა სადალაქოში...
  • მილიონი სხვა გზა

გარდა ამისა, დაუცველი სექსითაც გადადის, ოღონდ შანსები გაცილებით იზრდება, როცა რამე სახის დაზიანება ხდება და სისხლის გამოიყოფა.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ხელსაწყოს სტერილურობას, რომელსაც ჩვენთვის იყენებენ სამეციდინო დაწესებულებებში, სალონებში, ტატუს გაკეთების დროსაც კი.

და რატომ არის აუცილებელი ანალიზები?

იმიტომ, რომ აივ ინფექცია არ კლავს აუცილებელი წესით, ხოლო მისი დროული აღმოჩენის შემთხვევაში - პრობლემების დადგომის ალბათობა შეგვიძლია მინიმუმამდე შევამციროთ.

ჰოდა, რა ძალა გვადგას?

ანალიზები, სწორი დაცვა და დაზღვევა თავის. აქ სახელმწიფო აფინანსებს ბევრ რამეს, შესაბამისად - შეგვიძლია მოვითხოვოთ კუთვნილი დაფინანსება.

ეს არის და ეს.

 

2019-04-15
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?