საგაზაფხულო ალერგიები და მათგან თავის დახსნის გზები

გაზაფხულის დადგომა, ხეების აყვავებასთან, ყვავილების ულამაზესად აფეთქებასთან და სხვა სასიამოვნო რამეებთან ერთად - ახალი ალერგიების ბუდეა.

მაგალითად: არყის „პუხების“ მტვერზე, გარკვეული მცენარეების სურნელზე და ზოგადად, ჰაერში მტვერის მოცულობის ზრდასთან.

ალერგია სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული:

  • ცემინება
  • ხველება
  • თვალების დაწითლება
  • გამონაყარი კიდურებზე და ტანზე
  • სუნთქვის შეკვრა
  • ქავილი
  • ა.შ.

ამ დროს, ადამიანები უნდა მოერიდონ ბაღებსა და რეკრეაციულ ზონებში სიარულს, ატარონ პირბადე...

რაც შეეხება, ავიტამინოზის და დაქვეითებული იმუნიტეტის პრობლემას - ამ დროს იმუნიტეტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც ხილის აქტიური მიღება და კომპლექსური ვიტამინები გვეხმარება.

მცენარეები ყვავილობას იანვრის ბოლოდან იწყებენ ხოლმე, ანუ გააჩნია რამდენად თბილია ზამთარი, ამიტომ თებერვლიდან - თავდაცვის გზებზე ზრუნვა უკვე დროული და ადეკვატურია.

4 წლის წინ მეც დამემართა, მცენარეების მტვერზე ალერგია.

პოლონეთში ვიყავი, მთელი დღე ქუჩაში, ამ ყველაფერს ვისუნთქავდი და უცებ, კიდურებზე გამონაყარით დავბრუნდი...

პანიკა მქონდა, ვინმესგან რამე ხომ არ გადმომედომეთქი და როგორც გამოირკვა - უბრალოდ ალერგია მქონდა.

სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ შეგიძლია მიხვიდე შესაბამის ექიმთან, იჩხვლიტო ბევრჯერ და გაიგო - რაზე გაქვს და რაზე არ გაქვს ალერგია, ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.

ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მტვრის კონცენტრაცია იზრდება 6-დან 10 საათამდე, ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოვარიდოთ თავი გარეთ სიარულს.

მცენარეული მტვრის ალერგიის განკურნება შესაძლებელია ალერგიული ვაქცინაციით, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში აცრის სახით შედის მის ალერგიაში დამნაშავე მცენარის ალერგენი. შედეგად ხდება ორგანიზმის შეგუება ალერგიის გამომწვევ მიზეზთან. ალერგიული ვაქცინაცია აღიარებულია და წარმატებით გამოიყენება თითქმის მთელ მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია და გაიდლაინი.

აუცილებლად სახსენებელი ამბავია დაზღვევა: ექიმი განგვისაზღვრავს ანალიზებს, ასევე ვიგებთ მარტივად რა და როგორ და შემდგომში, საჭირო დაფინანსებასაც გვიგვარებს, ჰოდა - მე მნიშნვნელოვან როლს მივანიჭებდი. უფრო დეტალურად: ვგეგმავთ ექიმთან ვიზიტს, ვიზიტის დროს ის გვაძლევს მიმართვის, რის შედეგაც ვიღებთ ანალიზებს, ხოლო მომდევნო პროცესია უკვე დაზღვევის ანაზღაურება...

ჰოდა, დავიზღვიოთ თავი და გაზაფხულიც ბედნიერ-რომანტიკულ-ჯანმრთელად ჩაივლის...!

 

 

2019-04-16
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?