სამი ყველაზე იაფიანი ქალაქი სამოგზაუროდ

ადრეულ ბავშვობაში, მეგონა მოგზაურობა მხოლოდ მდიდართა ხვედრი იყო.

კიდევ კარგი ფეისბუქი არ იყო, როცა მე 13-14 წლის ვიქნებოდი, გარშემო ბევრი მოგზაურიც არ გვყავდა და ნერვებიც ნაკლებად მეშლებოდა, მხოლოდ ყურმოკვრით თუ გავიგებდი, რომ აი ვიღაც ბარსელონაში წავიდა და ძააან კარგად გაერთო...

გავიზარდე და მეც გადავკვეთე საზღვარი...

  • ერთხელ
  • ორჯერ
  • ათჯერ
  • ოცჯერ
  • სამოცდაათჯერ

და გარდა იმისა, რომ გავერკვიე - მოგზაურობის სიმარტივეში, როგორც გამოცდილი მოგზაური - რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, განსაკუთრებით - დამწყებ მოგზაურებს, რომლებიც თან დიდი ბიუჯეტითაც არ ხართ წარმოდგენილები.

  1. ბაქო - ევროპული და ძალიან თანამედროვე ქალაქია. მერე რა, რომ ახლოსაა, მთავარია ის ადგილები, რასაც იქ ვნახავთ.

ტურები ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელებში და მათი საშუალო ფასი 150 ლარამდეა.

დიახ, არ მოგესმათ, ამ თანხაში ორივე გზა ავტობუსით, შიდა გადაადგილება, ორი ღამით სასტუმრო და საუზმეც კი შედის.

უვიზოა თან, ძალიან ლამაზიც და ჯიბის ფულიც საკმაოდ ცოტა დაგჭირდებათ. მე გირჩევთ, თუ შორს ვერ მიდიხართ, არც დრო გაქვთ და დიდად არც ფინანსები - წადით, საოცარი არჩევანია, ათჯერ ვიყავი და მაინც ვერ მბეზრდება.

  1. ლარნაკა, კვიპროსი - ლარნაკა ძალიან ლამაზია, იქვე აქვს შემდეგი ადგილებიც: აია ნაპა, კაპო გრეკო, ლიმასოლი, ნიქოზია და ა.შ.

ფასებზე საკმაოდ ხშირად არის აქციები, ქუთაისიდან ფრენებზე, შესაბამისად, 100-150 ლარად საკმაოდ დიდი შანსი გაქვთ ხელში ჩაიგდოთ ფრენის ბილეთები. იქ სასტუმროსაც, ღამეს 40-50 ლარად აიღებთ, ეგეც თქვენი 220-250 ლარი, სამ ღამიანი ტურის შემთხვევაში.

ჯიბის ფულიც დაგჭირდებათ და ეგაა, არც ისე რთულია და თან საკმაოდ ლამაზი. ჰო, უვიზო რეჟიმის დამსახურებით - შესვლაც მარტივია.

  1. თურქეთი, ან საბერძნეთი - ვერ ჩამოვყალიბდი, რომელი მერჩია, ამიტომ ორივეს გირჩევთ:
  • თურქეთი: იქ ავტობუსითაც მიისვლება, კაპადოკიამდე მაგალითად, თუმცა ფრენაც რომ აიღოთ, აქციაზე 300-400 ლარად იპოვით მარტივად. ადგილზე ცხოვრება მარტივია, ისევე, როგორც სასტუმროებიც. თან აქვეა, თან ძალიან ლამაზი, თან ევროპის და აზიის მშვენიერი სინთეზი.
  • თუ მაინც და მაინც ფრენა გნებავთ, თურქეთზე იაფი საბერძნეთი დაგიჯდებათ. 100-150 ლარად ქუთაისიდან სალონიკის ბილეთებს იპოვით, საიდანაც მარტივია მოხვედრა ათენშიც, თუ სხვა ქვეყანა გინდათ - მაკედონიაშიც და ა.შ.

საბოლოოდ, მოგზაურობა საკმაოდ მარტივია, არც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და მრავალი ბენეფიტი აქვს: გართობა, ბედნიერება, თავისუფლება, კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული შემეცნება და მრავალი სხვა.

ჰოდა, ნუ გადადებთ ბედნიერებას, მუშაობას ყოველთვის მოესწრებით,დასვენების ფონზე კი - თქვენი ნაყოფიერება ერთი-ორად ამაღლდება...

2019-02-12
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?