სახლის პროექტები ბოლო პერიოდის საკმაოდ აქტუალური თემაა, რომელიც ჩემთვისაც საკმაოდ დიდი დილემა გახდა და ვეღარ გადავწყვიტე:
- ვიყიდო სახლი, რომელიც სრულად შეესატყვისება ჩემს გემოვნებას და შევსახლდე ბედნიერად? ახლაც ვცხოვრობ, მაგრამ მრავალფეროვნებაც მნიშვნელოვანია, თან რომელიმეს გავაქირავებდი...
- ვიყიდო თეთრი კარკასი და ამოვიყვანო კედლები სადაც მინდა, როგორიც მინდა და ზუსტად ჩემი გემოვნებით მოვაწყო?
- ვიყიდო აგარაკი, დანჯღრეული სახლით და გადავაკეთო ისე, რომ ავ თვალს არ ენახვებოდეს?
- ვიყიდო მიწა და ავაშენო სახლი, სადაც სახლის პროექტებსაც ავარჩევდი ჩემი გემოვნებით და იქედან ვივლიდი სამსახურში...
სახლის მშენებელი საკმაოდ ბევრი კომპანია არსებობს, სადაც შეიძლება იყოს მრავალნაირი პროექტი, სახლის ასაშენებლად...
გუგლში ბევრი კომპანია იძებნება, რომლებიც სულ რაღაც 500-600 ლარიდან გვთავაზობენ სახლის პროექტებს, მიწა 10-30 დოლარი და ჯამში საკმაოდ იაფად ვყიდულობთ ჩვენს ნავსაყუდელს, თუმცა პრაგმატულობა აქაც მნიშვნელოვანია...
იდეებისთვის გირჩევთ დაგუგლოთ გასაყიდი ბინები, ასევე ფოტოები, ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლების დათვალიერებაც შეგვიძლია და მათი „ჩინური ანალოგების“ გადმოკოპირებაც, ნუ რა თქმა უნდა მსგავსი და არა იდენტური ფორმატით... :)
მე გამწვანებულ ეზოში, ორ სართულიან, მყუდრო და საყვარელ სახლს ავირჩევდი, ოდნავ გამჭვირვალე ჭერით ერთ ადგილას, ვარსკვლავებისთვის რომ მეყურებინა ღამ-ღამობით, ან წვიმის წვეთებით შექმნილი არტიც დავმტკბარიყავი, თუმცა მგონი ჩემი რომანტიკული და ლირიული გადახვევა დიდად საინტერესო არ უნდა იყოს თქვენთვის, უფრო, ალბათ თქვენი გემოვნებისთვის მაქსიმალურად შესაბამისი პროექტი გაინტერესებთ...
ჰოდა, არჩევანი დიდია საკმაოდ.
პროექტის წინასწარი შერჩევა, შემდეგ რეკომენდაციების გარკვევა - რამე თუ „რა შევუკვეთე რა ჩამოვიდა“ შარში არ გავეხვიოთ და ბოლოს, ლოდინის ლამაზი და საამო პროცესი, როცა ყველაფერი თქვენს თვალწინ იქმნება...
რაც უფრო მეტია ჩვენი წვლილი სახლის შექმნაში, მით უფრო მეტად გვიყვარს ის, რაც უფრო მეტად გვიყვარს - მით უფრო მეტად ვზრუნავთ.
ჩემთვის ზრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება დაზღვევაა, კი ბატონო, უძრავი ქონების დაზღვევა არც ისე ძვირი ღირს, კი არა და საკმაოდ იაფი და რაც მთავარია - შენს მყუდრო და საყვარელ სახლში მშვიდად და კიდევ უფრო ბედნიერად გძინავს.
ჰოდა, გადადგით პირველი ნაბიჯი დღესვე:
- მოძებნეთ მიწის ნაკვეთები და დაადგით თვალი შესაბამის ადგილს, თბილისთან ახლოს, ან სადაც გინდათ პრინციპში...
- მოძებნეთ ინტერნეტში „სახლის პროექტები“
- გაშალეთ რამდენიმე „თაბი“ და გადაეშვით არჩევის სასიამოვნო და არც ისე ხანმოკლე პროცესში
წარმატება მისურვებია.
და კიდევ, რაც მთავარია: ოცნების სახლი!