როცა ავადმყოფობა ვერ გამარცხებს!

სევდიანი ისტორია უნდა მოგიყვეთ.

ქაუჩსერფინგი, ასეთი საიტი არსებობს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურები, ერთმანეთს და ადგილობრივებს ხვდებიან. მეც მსგავსი შეხვედრა დავაორგანიზე და მე, გერმანელი ბიჭი, შვედი გოგონა და იორდანიელი კაცი შევიკრიბეთ.

 

ყველამ მოვყევით ჩვენს შესახებ, ვინ რას ვაკეთებდით, ვის რა გვაბედნიერებდა, მაგრამ ყველაზე დიდი შოკი მოგვგვარა, როცა იორდანელი კაცის ისტორია მოვისმინეთ.

 

მოკლედ, ორი კვირის წინ აღმოაჩინა, რომ სისხლის სიმსივნე ჰქონდა, რომელიც მორჩენას არ ექვემდებარება.

სახეებმა შემაძრწუნა და შევეცადე არ შემემჩნია...

 

  • პირველი სამი დღე შოკი მქონდა, მეგონა მოვკვდი - დაიწყო მოყოლა
  • შემდეგი სამი დღე, დაგეგმვას შევუდექი, როგორ უნდა ამეწყო ფეხი ახალი ცხოვრებისთვის
  • აი კვირის ბოლოს კი - ეს მოგზაურობა დავგეგმე

 

ეს ყველაფერი არ იყო, ერთ თვიანი პაუზის შემდეგ მაიამიში მიდიოდა, შემდეგ აზიაში და ასე.

გაგვიკვირდა, ამდენი ფულის შეგროვება სად მოასწრო.

  • ეს საჩუქარია, დაავადებისთვის - გაგვიღიმა
  • რანაირად? - ლამის ერთხმად ვკითხეთ

როგორც აღმოჩნდა, სიმსივნეზე დაზღვეული იყო, იხდიდნენ ძალიან მცირე თანხას და უცებ, მისცეს რამდენიმე ათეული ათასი ევრო, საკმაოდ ბევრი და თავისუფალი განკარგვის უფლებით.

 

მანაც, გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავს დაუკომპენსიროს და გაერთოს, მაქსიმალურად.

თან, კონტროლირებადია, მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, როგორც მითხრა 15-დან 20 წლამდე იცხოვრებს, ახლა 50 წლამდე იყო.

  • ჰოდა, სულ მქონდა შეგრძნება, რომ 70 წლამდე ვიცოცხლებდი, რაკი ყველა კაცი ჩვენს ოჯახში ამ ასაკში გარდაიცვალა, მეც ასეც და ისეც, ამ ასაკამდე მივიდოდი, ჰოდა ახლა თან ფულიანი ვარ - გვითხრა სიცილით.

თან ცოტა შოკში ვიყავი, თან აღფრთოვანებული, მისი შემართებით, თან მშურდა მისი ქვეყნის და ჰოი საოცრებავ, იგივე პროდუქტი საქართველოშიც გვქონია, ე.წ. ონკო ქეარი, რომელიც 150 ათას ლარს ანაზღაურებს, რომელიც საკმაოდ კი არა და კარგად გვარიანად დიდი თანხაა.

 

ჯანმრთელობა ძვირფასია.

მისი დაზღვევა მნიშვნელოვანი.

ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას! გახსოვდეთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვართ, როცა დაზღვეულები ვართ და ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდეს ვინარჩუნებთ.

 

2018-09-26
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?