როგორ გამოვიყენოთ დაზღვევა პროსტატიტის მკურნალობისას

რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო რეკლამას წავაწყდი პროსტატიტთან  დაკავშირებით და ბაბუაჩემი გამახსენდა, რომელსაც აგერ უკვე რამდენი ხანია ამ დაავადებამ მოსვენება დაუკარგა. ბაბუს მკურნალობა-მკურნალობაში და უროლოგთან ხშირი სტუმრიანობის გადამკიდე რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე:

  • ექიმები ისეთ ენაზე საუბრობენ რომ მეც კი ვერ გავიგე ვერაფერი და ისევ მეგობარ ექიმს მივმართე სათარგმნად (ეს ისე, თემის შესამუბუქებლად J)
  • ბაბუს კი არ ვეუბნები, მაგრამ მისი პენსია ნამდვილად არ ჰყოფნის პროსტატიტის მკურნალობას
  • საბოლოოდ დაიმსხვრა  ჩემი სტერეოტიპული შეხედულება , რომ პროსტატიტი, ძირითადად, ასაკოვანი მამაკაცების პრობლემაა.

 

აღმოჩნდა, რომ  ეს დაავადება ახალგაზრდებშიც არანაკლებ აქტუალურია. პროსტატიტის, იგივე სასქესო ორგანოს ანთებას, უამრავი სხვადასხვა ფაქტორი იწვევს:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;
  • ხშირი გადაცივება - დაივინგით, სერფინგით, სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.
  • სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული);
  • შორისის ქრონიკული ტრავმა (დამახასიათებელია ველოსიპედისტების,  მოტოციკლისტების და ავტომრბოლელებისთვის)
  • და ბოლოს, იმუნური სისტემის დაქვეითება - სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, არადაბალანსებული კვება.

ასაკის მატებასთან ერთად კი პროსტატიტი უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. დადგენილია, რომ პროსტატის ადენომა 60 წლის ასაკისათვის პაციენტთა 50%-ს აღენიშნება, 80 წლის ასაკისათვის 90%-ს, ხოლო 90 წლის ასაკისათვის  პრაქტიკულად ნებისმიერ მამაკაცს ექნება.

ვერ გეტყვით ბაბუას, რამდენად ჰქონდა ახალგაზრდობაში ზემოთაღნიშნული პრობლემები, მაგრამ ფაქტია, რომ რაც 60 წელს გადასცდა უფრო გაუმწვავდა ეს პრობლემა და მეც, ჯერ კიდევ გასულ წელს, სასწარფოდ მივმართე დაზღვევას, იქნებ როგორმე ზედმეტი ხარჯი ამერიდებინა თავიდან.

მაგრამ მივხვდი, რომ არც ისე მარტივადაა აქ საქმე.

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ დაზღვევა ყოველთვის ყველაფერს არ ანაზღაურებს, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

ამიტომ გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე კარგ რჩევას მოგცემთ პირადი გამოცდილებიდან:

1. პირველ რიგში, აუცილებლად, დეტალურად გაეცანით კონტრაქტის პირობებს. ნუ გეგონებათ, რომ რადგან დაზღვევა გაქვთ, აუცილებლად ყველაფერი აგინაზღაურდებათ. თუ დაზღვევამდე გაწუხებთ პროსტატიტი და მისი მკურნალობის ან ოპერაციისთვის გადაწყვიტეთ დაზღვევა, წინასწარ გეტყვით, რომ არ აგინაზღაურდებათ, რადგან პროსტატიტი იგივე სიმსივნეა. სიმსივნის მკურნალობა კი, თუ ის დაზღვევამდეა დაფიქსირებული, არ ექვემდებარება ანაზღაურებას. (დაზღვევამდე დაფიქსირებულ სიმსივნურ დაავადებებს თუ რატომ არ იფარება, ამაზე ცალკე ვისაუბრებ).

2. რა დაიფარება დაზღვევით?

  • უროლოგთან კონსულტაცია, (კარგ სპეციალისტთან ვიზიტი კი მინიმუმ 70 ლარი ღირს)
  • გეგმიური გამოკვლევა
  • მედიკამენტები

3. უროლოგთან ვიზიტამდე, მიაკითხეთ პირად ექიმს, რათა სწორად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და მიმართვა გაგიკეთოთ კომპეტენტურ სპეციალისტთან

4. დაბოლოს, ჩემი, როგორც საკითხში ახლა უკვე კარგად გარკვეული ადამიანის, უმთავრესი რჩევა ყველა მამაკაცს - წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები, ეს ნამდვილად იფარება დაზღვევით J, თავიდან აირიდებთ სერიოზულ გართულებებს, განსაკუთრებით ასაკში.

2018-11-09
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?