ორი წლის წინ, ჯერ კიდევ ახალი ნაყიდი ერქვა ჩემს მანქანას, როცა ერთ წლიანი მძღოლობა ახალ მანქანაზე ცოტა არ იყოს და თავში ამივარდა...
- ნეტა რაში ვუხდი თანხას სადაზღვევოს? - გავუზიარე გულის ტკივილი მეგობარს
- ჰო, ბიჭო, ორი წელი მყავდა ტყუილად დაზღვეული და მერე გავაუქმე ორი თვეა - გამიზიარა მანაც თავისი გამოცდილება
- მე კი კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ ათასი გიჟი დადის - ვიყოყმანე მაინც. არა და რაის კარგი მძღოლი, „ზადნი“ ჩემი სუსტი წერტილი იყო და გაუხახუნებლად ვიწრო ადგილებიდან რთულად თუ გამოვდიოდი
- ეგეც მართალია, მაგრამ დაზღვეული ეყოლებათ და აგინაზღაურებენ, არ ჰკიდიათ?
ანუ მივედით დასკვნამდე, რომ მაინც საჭიროა დაზღვევა, ოღონდ ჩვენ რა, სხვებმა დააზღვიონ, რომ მერე ზარალი აგვინაზღაურონ.
საღამო ხანი იყო, წოდორეთში ვიყავით გადაღებებზე...
7-ზე იწყებოდა, 9-ზე გათავისუფლდებიო „დაიგინა“ რეჟისორმა, მეც მშვიდად ვუთხარი ჩემს ლონდონიდან ახლად ჩამოსულ და ჩემთან ჩასახლებულ მეგობარს და წინა დღით ჩამოსულ პოლონელ სტუმარს, რომ ათამდე გაერთეთ და აი ათზე სახლში წითელი ღვინის დეგუსტაცია მოვაწყოთ მეთქი.
გადაღება როგორც ყოველთვის გაიწელა.
- ხან რეჟისორს იუმორი აუტყდებოდა
- ხან მსახიობებს მოაწვებოდათ სიცანცარე და ათ დუბლად წერდნენ ერთ სცენას
- ხან „პერეკურის“ დრო იყო
- ხან სმის
ცოტა თმა ყალყზე დამიდგა, უკვე ათი საათი იყო!
თორმეტ საათზეც იქ ვისხედით და ჩემი სცენა ჯერაც ადრე იყო, უკვე მეოთხე სმს-ით ვამშვიდებდი, შუა თებერვალში ქუჩაში მდგომ მეგობარს და უცხოელ სტუმარს.
ღამის პირველი საათი იყო, როცა გაგვათავისუფლეს. გიჟივით მივვარდი მანქანას და ჰოპ, დათოვლილ თუ დაფიფქულ შუშებიდან, რომელიც თან მიყინული იყო არც არაფერი ჩანდა!
პასუხისმგებლობის ზედმეტად მოჭარბებული გრძნობა მაქვს, დავქოქე და გავვარდი, ისე, რომ მათი მხოლოდ ორი პატარა გამოჭრილი რგოლიდან ჩანდა გზა, წინა მანქანის შუქს გავყევი, თოვლის გზაში გალღობის იმედით.
და ვერც კი გავიაზრე, ისე გადავვარდი გზიდან და მანქანა პატარა ჩასავარდნთან, მარჯვენა მხარით ჰაერში, ნახევრად გადაჩეხილ მდგომარეობაში დაეკიდა!
იმ ღამეს როგორ დავბრუნდი აღარ მახსოვს. მანქანაში ჩაყინული ბიჭები აქეთ მამშვიდებდნენ.
თუმცა კარგად მახსოვს მეორე დღე და ქოქოლა ხალხის: ვინ აგინაზღაურებს, შენ იდიოტი იყო რა სადაზღვევოს ბრალია, ა.შ.
მეც აჯაგრულმა დავრეკე, მაგრამ ჰოი საოცრებავ!
იმავე დილით, მანქანა ერთად მოგვყავდა მე და ევაკუატორს და ძალიან მწყინდა, რომ ჩემი დაუდევრობით, ჩემი საყვარელი „მეგობარი“ ასე დავაზიანე.
დაზიანებებიც შემიკეთდა, მერე რა, რომ ჩემი ბრალი იყო
და როცა დავთვალე - მთელი წლის სადაზღვევო პრემიაზე მეტი იყო ის ანაზღაურება, რაც მივიღე.
რა თქმა უნდა, არც მიფიქრია შეწყვეტა.
უფრო მეტიც, ჩემი აი ის მეგობარი, ბლოგის დასაწყისში - ტყუილად იხდი ფულსო რომ მარწმუნებდა, მანაც განაახლა დაზღვევა სასწრაფოდ!
შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე, რომ უფრო დიდი შეცდომებისგან დავიზღვიოთ თავი!