ხშირად, როცა სახლიდან გავდივარ და მუდმივი პარკინგი არ მაქვს - სულ მავიწყდება ხოლმე, სად გავაჩერე მანქანა.
ავუყვები ქუჩას ჯერ ზემოთ, მერე ქვემოთ ჩავისეირნებ და შიგადაშიგ სხვა მანქანებსაც ვათვალიერებ, საკუთარის ძებნის დროს...
- გამრეცხე
- გასარეცხია
- უპატრონო
და მსგავსი, უკბილო-გაცვეთილი ხუმრობები იპყრობენ ხოლმე ჩემს ყურადღებას.
მერე საკუთარ მანქანას ვუყურებ და ცოტა მეც მეუხერხულება, ეს დაბანილ-დავარცხნილ-მოწესრიგებული ბიჭი - მტვერით დაფარულ მანქანაში რომ ჩავჯდები.
ან კიდევ: კოკა კოლას, მარილს, შაქარს, მაიონეს, სწრაფ კვებას და ა.შ. რომ აღარ ვიღებ, სიგარეტსაც კი აღარ ვეწევი, „წიპა“ ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვაწვები და ამ დროს რამხელა ნაგავს ვისუნთქავ ბინძურ მანქანაში.
- კარგი, ეს სულ სხვაა - ჩამძახის ზარმაცი მეორე მე.
- ნახე, როგორი ღრუბელია, ხვალ იწვიმებს და ნერვები უნდა დამაწყდეს
- ან რა იპოვის ახლა სამრეცხაოს, მერე რიგში უნდა ვიდგე
- რეცხვას ნახევარი საათი უნდა, აი რა ვაკეთო ამდენ ხანს
მოკლედ, მიზეზები არ ილევა, არა და ნაჭრის სავარძლები ორმაგი ბუდეა მტვრის. წარმოიდგინეთ, ხალიჩა რომ აღარ გარეცხოთ დიდ ხანს, სახესთან ახლოს გქონდეთ და იყნოსავდეთ.
ქიმწმენდა მნიშვნელოვანია, დეტალურად, სპეციალური აპარატით და ხსნარებით ავტომობილის გასუფთავება
შეგრძნებაც ფანტასტიკური: რომ იგუდები მანქანაში, მერე გარეცხავ და აი ამ განახლებული, „ფრეშ“ სურნელით ტკბები.
ზედა არგუმენტებიც ბათილია, თბილისში უკვე არსებობს 24 საათიანი სამრეცხაოები, სადაც ქიმწმენდასაც ჩაგვიტარებენ, ორთქლით რეცხვასაც და კიდევ რაც გინდათ
ყავასაც მოგართმევენ, მადლობასაც გადაგიხდიან გაგიღიმებენ კიდეც და რა ვიცი კიდევ ...
ხანდახან დაზღვევაც გვაძლევს ხოლმე ბონუსად მანქანის რეცხვის ვაუჩერებს, ჰოდა მეტი რაღა გვინდა, ნუ დავამძიმებთ ფილტვებს ზედმეტი ტვირთით.
ჯანმრთელი სუნთქვა, სასიამოვნო გარემო და სისუფთავე - უპირველეს ყოვლისა, მაშასადამე, დავგეგმოთ თვეში რეცხვის მინიმალური რაოდენობები და აღარ გადავდოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!