რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?
რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ აალებული, ვშფოთავდი ორ თემაზე:
- როგორ გაბედა და ერთ-ერთმა რესტორანმა, ოკუპაციის დამგმობი პოსტერები აგვიკრძალა, აქაოდა, რუსი სტუმრები არ გავანაწყენოთო
- როგორ ჩაგვცა გულში ლახვარი ერთ-ერთმა, ჩემთვის საყვარელმა და თავისუფლებასთან ასოცირებულმა კლუბმა და მოსკოვის მერიის მიერ დაფინანსებულ ივენთზე გადაწყვიტა დაეკრა...
პატრიოტად ჩემი თავი არასდროს ჩამითვლია, თუმცა ომის და ტერიტორიების დაკარგვის თემები - ყოველთვის მტკიოდა, მით უმეტეს, როცა თავად ვიყავი აგვისტოს ომის მონაწილე, რეზერვისტის ამპლუაში და სიკვდილმაც ცხვირწინ ჩამირბინა.
თან, როცა ეს ყველაფერი, ომიდან ზუსტად ათი წლის თავზე ხდება!
ახლა ცოტათი კარგზეც ვისაუბროთ...
რამდენიმე დღეში, ჩემი საოცნებო მოგზაურობის ჟამი დადგება, ჩემთვის ყოველთვის მიუწვდომელ და აწ უკვე ახდენილ სეიშელებზე.
დაზღევა რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს. საზღვარზე არ ითხოვენ, მაგრამ საკმარისად პრაგმატულად ვაზროვნებ, რომ 10 ლარის დაზოგვის გამო თავი საფრთხეში არ ჩავიგდო და სამოგზაურო დაზღვევით აღჭურვილი გავფრინდე.
შევედი ჯიპიაის საიტზე.
მიყვარს, როცა ონლაინ ვაკეთებ ყველაფერს, თან ხუთ წუთში და სხვა ჩემნაირებიც მიყვარს, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია :)
- ვავსებ და უცებ მთხოვს „პწიჩკას“: ვადასტურებ, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
- ვადასტურებ რა თქმა უნდა.
- იქვე ვხედავ, რომ უნდა დაველოდო საჩუქარს, რომელსაც ჯიპიაისგან ორ დღეში მივიღებ...
- გამოიცანით რას ვიღებ?
- დიახ, იმ პასპორტის ჩასადებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ვნახე, ძალიან მომეწონა, ვარკვიე სად მეყიდა, ვეღარ გავარკვიე და მერე მივივიწყე.
- ახლა კი ჯიპიაი ჰოლდინგი მაჩუქებს ამ ჩასადებს და ყველა ქვეყანაში შესვლისას, სადაც მესაზღვრეს პასპორტს მივაწვდი, გავაგებინებ, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია. (ჩასადებს აწერია წითლად და თვალშისაცემად, ეგ ამბავი)
- რომ რუსეთი ოკუპანტია!
და არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის დასალიერში მდებარე სეიშელებით ვიწყებ.
და თან:
- დაზღვევაც მაქვს ხუთ წუთში
- თეთრებიც დამიჯდა ლამის
- არც ბარგის მეშინია, არც იქ უცებ ავად გახდომის
- და საზღვარსაც უფრო მშვიდად გადავკვეთ
და რაც მთავარია, ამაყად!
მადლობა!