ყველაზე გამაოგნებელი სადაზღვევო ისტორიები

გაუთვალისწინებელი არასასიამოვნო შემთხვევები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაატყდეს თავს სრულიად მოულოდნელად. სწორედ ამგვარი შემთხვევებისგან თავის დაცვას ცდილობდნენ ის ადამიანები, რომელბზეც ქვევით მოგითხრობთ. წარმოგიდგენთ გამაოგნებელი და სახალისო სადაზღვევო ისტორიების ხუთეულს:

  1. ბრიტანელმა ფერმერმა აივორ ბანეტმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვდა კომპენსაციის თავისი ტელეფონის გამო, რომელიც, მისი თქმით სრულიად მოულოდნელად გაფუჭდა. თითქოს ტელეფონის გაფუჭებაში უცნაური არაფერია, თუმცა მიზეზი მართლაც საყურადღებოა. მისი IPhone დაზიანდა მას შემდეგ, რაც ძროხაში „იმოგზაურა“. როგორც გაირკვა მესაქონლე იყენებდა ტელეფონის ფანარს, როდესაც ძროხას ამშობიარებდა. მშობიარობა გვიან ღამით მიმდინარეობდა. უცნობია როგორ, მაგრამ აივორმა ტელეფონი ძროხის სწორ ნაწლავში მოათავსა, რის შემდეგაც ტელეფონი დაკარგა. მოგვიანებით, ტელეფონი დღის სინათლეს ბუნებრივი გზით დაუბრუნდა, თუმცა უკვე დაზიანებული. შედეგად აივორს სადაზღვევო კომპანიამ ზარალი სრულად აუნაზღაურა.

 

  1. ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებმა მახვილგონიერმა ადვოკატმა შეიძინა ერთი ყუთი ძვირადღირებული სიგარა, რომელიც დააზღვია წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და ხანძრისგან. ერთი თვის განმავლობაში ადვოკატი ტკბებოდა თამბაქოს არომატული კვამლით, საბოლოოდ კი მთელი ყუთი მოწია. როდესაც სიგარა დაუმთავრდა, სადაზღვევო კომპანიას მიმართა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამეთუ დაზღვევის ობიექტი დაზიანებული იყო მთელი რიგი „მცირე ხანძრებისგან“. მზღვეველმა უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე, საბოლოოდ კი საქმე სასამართლომდე მივიდა. იმის საფუძველზე, რომ ხელშეკრულებაში არ იყო აღნშნული რა ტიპის ხანძარი უნდა აენაზღაურებინა კომპანიას და რა ტიპის არა, სასამართლომ დაადგინა: სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო კლიენტისთვის გადაეხადა 15 000 $. ამასთანავე, ადვოკატი დაადანაშაულა დაზღვეული ნივთის განზრახ დაზიანებაში, რის გამოც მას სასამართლომ 24 თვიანი პატიმრობა და 24 000 $ ჯარიმა შეუფარდა.

 

  1. ეს საკმაოდ უცნაური სადაზღვევო შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, ესექსში მოხდა. შოტლანდიის ჩრდილოეთში მცხოვრებმა სამმა დამ, რომლებიც ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის წევრები იყვნენ, გადაწვიტეს თავიანთი ქალწულობა დაეზღვიათ, რათა შემთხვევით არ დაორსულებილიყვნენ უბიწო გზით ისესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.

 

დები 2000 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იხდიდნენ 100 ფუნტს, ხოლო „ზარალის“ შემთხვევაში ერთ მილიონ ფუნტს მიიღებდნენ. სადაზღვევო კომპანია, რასაკვირველია, თანახმა იყო, რადგან საკმაოდ რთული იქნებოდა იმის დამტკიცება რომ „ზიანი“ მართლაც უბიწო გზით მიადგათ დაზღვეულებს. რამდენიმე წლის შემდეგ ამგვარი ტიპის სადაზღვევო ხელშეკრულებები შეწყდა, როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ მწვავე პროტესტი გამოთქვა აღნიშნულის მიმართ.

 

  1. საახალწლო სამზადისში ჩართული ბატონი ფეირკლოუ სანოვაგით და საჩუქრებით დატვირთული შინ ბრუნდებოდა. თუმცა, საღამო უიღბლო გამოდგა. მისი თქმით: წინ მიმავალი მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, რომელსაც სახურავზე ნაძვის ხე ჰქონდა მიმაგრებული. მკვეთრ მოსახვევში ნაძვის ხელ მოწყდა და მის მანქანას შეეჯახა.

 

ნაძვის ღერო ჩაერჭო მისი მანქანის კაპოტში, რის შემდეგაც მძღოლმა მართვა დაკარგა და გზიდან გადავიზა. ბატონი ფეირლოუ, ასევე დასძენს, რომ წინ მიმავლმა მანქანამ გადაადგილება არ შეწყვიტა და გაუჩინარდა.

 

შედეგად, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზარალი სადაზღვევო კომპანია. პოლიციის განცხადებით, მათ შეეძლოთ საქმის აღძვრა დამნაშავის წინააღმდეგ, თუმცა დაზარალებულმა უარი განაცხადა.

 

  1. ქორწილი ბრწყინვალე დღეა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ახალშეუღლებულების ცხოვრებაში. თუმცა, მოულოდნოლებები ასეთ დღეებშიც ხდება. საკმაოდ უსიამოვნო ქორწილი გამოუვიდა იტალიელ პაულინა კატელის. იმ დღეს პატარძალი საოცრად ლამაზი იყო, ეცვა ხელით შეკერილი ძვირადღირებული საქორწინო კაბა... იქამდე, სანამ ის აგიზგიზებულ მაყალს არ მიუახლოვდა. ალი მყისიერად მოედო მთელ ქსოვილს. ნეფე არ დაიბნა, ის ხელში აიტაცა და ცეცხლოვან პატარძალთან ერთად ზღვაში გადახტა. საბედნიეროდ, ორივე მათგანი კარგად ცურავდა.

 

მართალია ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული ამგვარი ზარალის კომპენსაცია, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ ზარალის 50% მაინც დაფარა, შესაძლოა მხოლოდ თაბაგრძნობის გამო.

2018-04-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?