პატრულის ჯარიმის გადახდა, დღევანდელი პატრული და პრიორიტეტები

ამასწინათ, მივდივარ ჩემთვის ტრასაზე, ვუსმენ მუსიკას და გართული ვარ ფიქრებით, როცა მოულოდნელად პატრული მომადგა.

რა დავაშავე მეთქი - გამიკვირდა.

თურმე ფარების ანთება დამავიწყდა.

პატიოსნად ვიღებ ქვითარს, როცა ვიცი, რომ კანონი დავარღვიე, არც ვიხვეწები, რომ მაპატიონ, არც ვჩხუბობ და ვითხოვ იმას, რაც არ მეკუთვნის.

თუმცა მაინც სტრესულია.

წარმოიდგინე:

  • ცხოვრობ სინათლის ქალაქში
  • ვერც კი ხვდები, რომ ფარები არ აგინთია
  • უფრო მეტიც, ამით არაფერს აშავებ, არც არავის რისკს ზრდი და მაინც, ასე უგულოდ გაჯარიმებენ
  • მერე ჩემსავით, წახვალ სამოგზაუროდ, დაგავიწყდება გადახდა...
  • გავა რამდენიმე თვე და ჰოპ: მართვის მოწმობა ჩამოგერთვა
  • 200 ლარამდე უნდა გადაიხადო, რომ დაიბრუნო, ან არა და 6 თვე აი ასე იქნები, ამ უაზრო მიზეზის გამო
  • ნერვები გეშლება, შენს თავზეც და პატრულის პრიორიტეტებსაც უღრმავდები...

თუმცა ბოლოს მაინც აცნობიერებ, რომ ძალიან ცუდი იქნებოდა, რომ არ დაეჯარიმებინე.

სხვებიც გაატარებდნენ.

ყველა შეეჩვეოდა დარღვევას.

და ბოლოს ისევ ჩვენვე დავზარალდებოდით.

მოკლედ, საუბარი მიმყავს იმ მიმართულებით, რომ პატრულის ჯარიმა, როგორც „პროდუქტი“ საჭიროა და პლუს - სადაზღვევო შემთხვევისას, მისი გამოყენება - ორმაგად აუცილებელი.

  • იქნებ მე მგონია, რომ ისაა დამნაშავე, მაგრამ წესი მე დავარღვიე?
  • ან პირიქით, უდანაშაულო ვარ და ამას ვერ ვამტკიცებ? (ვისაც გამოგიცდიათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან ცუდი შეგრძნებაა)~
  • მრავალი სხვა მიზეზი

ადრე არსებობდა დაზღვევები, რომლებიც პატრულის ჯარიმას ანაზღაურებდნენ, მალევე შეწყდა და სრულიად ლოგიკურადაც: თუ აშავებ - იხდი. თუ ის აშავებს, იმანაც უნდა გადაიხადოს, ხოლო სადაზღვევო კომპანიას უტყუარი მტკიცებულება სჭირდება, „მტყუან-მართლის“ გამოსავლენად.

ჰოდა, რაღა დროს ქუჩური გარჩევებია

ან სიტყვაზე ენდო „ძმას“, რომელიც ხვალ შეიძლება ვერც იპოვო.

დავემორჩილოთ კანონს, მეც ბედნიერი ვიქნები, შენც, ისიც და მანქანაც.

2018-12-13
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?