ამასწინათ, გერმანელ მეგობრებს ვმასპინძლობდი...
ოდნავ გავცივდი და მედიკამენტებზე აფთიაქში გადავწყვიტე წასვლა, გზად ყავაზეც გვინდოდა შეგვევლო, ჰოდა ისინიც გამომყვნენ.
აფთიაქში როცა შევედით და პირდაპირ შევიძინეთ, ცოტა გაოცდნენ და გარეთ გასვლისას მკითხეს, პირდაპირ რატომ შევიძინე, ჩვენთან სულ დაზღვევითაა ყველაფერიო.
მერე დავფიქრდი და სასწრაფოდ მოვქექე ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები...
ჯანმრთელობის დაზღვევის ფასები 11 ლარიდან იწყება და 60 ლარამდე და მეტ თანხამდეც გრძელდება, ისევე, როგორც მედიკამენტების ანაზღაურება, 25%-დან, 60%-მდე.
აბა, გამოთვალეთ თქვენს მიერ თვის განმავლობაში შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა.
მერე სადაზღვევო პრემია გაიხსენეთ რამდენი გაქვთ, ვთქვათ საშუალოდ 31 ლარი, რომელიც 40%-მდე ანაზღაურებს მედიკამენტებს.
როგორც ვხედავთ, სულ რომ სხვა არაფერი, მაინც საკმაოდ მომგებიანია, თუმცა ამას ხომ დამატებით უამრავი რამ ემატება:
- ოჯახის ექიმი, რომელიც 50 ლარამდე ღირს და მისი საჭიროება ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო იზრდება
- პროფილაქტიკური ანალიზები, გინდა-არ გინდა მაინც ვერ აუვლი გვერდს და თუ აუვლი, ისევ შენთვისვეა ცუდი
- ჰოსპიტალური მომსახურება, ანუ საჭიროების შემთხვევაში პაციენტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება
- სტომატოლოგია - ეს ჩემი სუსტი წერტილია, იმდენს ვიღიმი, რომ ხარისხიანად თუ ვერ გავიღიმე, ცხოვრებას აზრი დაეკარგება :)
- ამბულატორიული მომსახურება - ექიმებთან ვიზიტი და დანიშნული კვლევების ჩატარება
ჰოდა, დავუბრუნდეთ ისევ მედიკამენტების თემას, რომელიც, როგორც დავინახეთ - ევროპელებისთვის მეტისმეტად უცნაური აღმოჩნდა, აი ასე, უარაფეროდ, როგორ შეიძლება შებოდიალდე აფთიაქში და იყიდო წამლები, როცა დაზღვევით ეს ყველაფერი ასე იაფია.
მეც გამიკვირდა ჩემი თავის :)
უბრალოდ, ერთი სამსახურიდან მეორეში გარდამავალ პერიოდზე, ორიოდე თვით გვერდზე დამრჩა ჯანმრთელობის დაზღვევა, თუმცა ამ ფაქტმა - მკვეთრი ბიძგით გამომაღვიძა.
დიახ მეგობრებო, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შემთხვევაში, მედიკამენტების შეძენისას 30-40% ვზოგავთ, ჰოდა რატომაც არა?
არის პოლისები, სადაც 60%-საც კი.
ჰოდა, მინიმუმ დავგუგლოთ „ჯანმრთელობის დაზღვევა“, გადავხედოთ პირობებს, მერე ჩვენი ხარჯები გამოვთვალოთ, მერე გავიაზროთ, რამდენის დაზოგვა შეგვიძლია თურმე და არ ვზოგავთ...!
და დანარჩენი უკვე თქვენ იცით...