ქონების დაზღვევა, ანუ ძირითადად სახლის - ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანია.
წარმოიდგინეთ, მოდიხართ სახლში, მეგობრები სადღაც მიდიან, მაგრამ თქვენ მაინც სახლში მოგეჩქარებათ, თქვენს მყუდრო და ლამაზ სახლში.
ცოტა შორიდან მოვუაროთ: რემონტი გააკეთეთ, სულ თქვენი გემოვნებით, არც თანხა დაზოგეთ, არც დრო და ენერგია და ახლა სწორედ ისეთი სახლი გაქვთ, როგორზეც ოცნებობდით.
ახლაც ამიტომ მოირბინეთ, არსად წასვლა აღარ გინდათ ხოლმე და სულ სახლში ეპატიჟებით ყველას, თქვენი ბედნიერება რომ გაიზიარონ.
შემოდიხართ სახლში...
და ჰოპ! მეზობელს წყალი ჩამოუშვია და თქვენი რემონტისგან რა არის დარჩენილი - ყურებაც კი გზარავთ.
ორი ვერსიაა:
- არბიხართ მეზობელთან და კლავთ
- რეკავთ სადაზღვევო კომპანიაში, მაგ: ჯიპიაი ჰოლდინგში, გაძლევენ თანხას, ანახლებ „შენს გემოზე“ და ახლა სახლი ძველზე უფრო უკეთესადაც კი გამოიყურება.
ჰოდა, გავცეთ რამდენიმე კითხვას პასუხი:
- რა არის ქონების დაზღვევა?
ეს თქვენი, როგორც მესაკუთრის ქონებრივი ინტერესების დაცვაა, ქონების განადგურების, დაზიანების ან დაკარგვის რისკისაგან.
- რა ტიპის ქონების დაზღვევა შეიძლება?
უძრავი ქონების დაზღვევისას თქვენ აზღვევთ სახლს, აგარაკს, მათში განთავსებულ შიგთავსს (ავეჯი და ინვენტარი, საყოფაცხოვრებო, საინჟინრო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები). ასევე შეგიძლიათ, რემონტის და მესამე პირის ქონების დაზღვევაც.
- რა იზღვევა?
პოლისით დაზღვეულია:
- მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა
- გათბობის სისტემების დაზიანება
- კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა
- წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი
- ხანძარი, კვამლი, აფეთქება
- ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
- მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება
და მთავარი: ქონების დაზღვევა უიაფესია, წამოიდგინეთ რაღაც ნული მთელი რაღაც პროცენტს იხდი და რეალურად ამხელა თავის ტკივილი გეხსნება. ნამდვილად ღირს!
და ნუ, დანარჩენი მოლაპარაკებადია, ან სადაზღვევო კომპანიების მიერ განსხვავდება, მე ჯიპიაის საიტი ავიღე შესადარებლად, ყველაზე გარკვევით ეწერა.
იმედია დაგარწმუნეთ, რომ სახლის დაზღვევა საჭიროა...