ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა

მოვიდა ზამთარიც, პერიოდი, როცა გაციებების, ვირუსების და სხვადასხვა დაავადების „აკიდებისთვის“ „საუკეთესო“ პერიოდია...

ყველას გვინდა წავიდეთ თოვლიან გარემოში, ბედნიერად რომ შევიგრძნოთ საშობაო, თუ ზამთრის განწყობა, მერე შეიძლება საზღვაო კურორტზეც შევირბინოთ, რომელიმე თბილ ქვეყანაში, ჰოდა ჯანმრთელობა ამ ყველაფრისთვის - აუცილებელია.

მეორე მხრივ, მაინც ავად გახდომის შემთხვევაში - ეს ყველაფერი საკმაოდ ხარჯიანია. ჯანმრთელობა, ეს ის საკითხია, სადაც თანხის დაზოგვა ძალზედ არაპრაგმატული გადაწყვეტილებაა და მაინც: თუ დაზოგვა ისე შეგიძლია, რომ თავის მოვლის ხარისხი არ დააგდო - რატომაც არა.

დიახ, სწორად მიხვდით, საით მიმყავს საუბარი...

ჰო, დაზღვევა, ინდივიდუალური დაზღვევა - ჩვენი ძვირფასი და შეუფასებელი, თუ ფასდაუდებელი ჯანმრთელობის.

სხვა თუ არაფერი - კონსულტაციით ვიწყებთ, პირად ექიმთან.

ბავშვობაში ფსიქოლოგთან იგივდებოდა, მაგ:

როცა მეგონა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და ვკვდებოდი,  მოვიდოდა ექიმი, ამიხსნიდა, რომ ეს სრულიად ნორმალურია, რომ უბრალო გაციების სიმპტომია, მეც ვიჯერებდი და ძალზედ ბედნიერი, უცებ „გამოვჯანმრთელდებოდი“ ხოლმე.

ახლაც საინტერესო და სასარგებლოა ეს ყველაფერი, მით უფრო, როცა უფასოა და პროფილაქტიკის მიზნით ვიზიტებიც - ფრიად სასურველი.

ამავე დაზღვევის შეთავაზებას თუ კარგად გავეცნობით, ვნახავთ, რომ სხვა, პროფილაქტიკური ანალიზებიც გვეკუთვნის, რომელიც სულ რომ არასდროს არაფერი გაწუხებდეს - მაინც უნდა ჩაიტარო.

 

განვაგრძეთ:

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება
  • ჰოსპიტალური მომსახურება
  • მედიკამენტები
  • სტომატოლოგია - ჩვენი ლამაზი ღიმილი
  • ამბულატორიული მომსახურება
  • ორსულობა და ყველა დაკავშირებული ხარჯი, რომელიც სხვათა შორის ამასწინათ ვიწვნიე და მეორე ბავშვი მინიმუმ იმიტომ მინდა, რომ უკვე ზუსტად ვიცი, სად, რამდენი და როგორ იზოგება, ხარისხის შემცირების გარეშე :)
  • ორთოპედია
  • სასკრინინგო კვლევები და ათასი რამ

„ფლექსიბილითიც“ გვაქვს, ანუ, როცა ვიცით, რომ რაღაც უფრო მეტად მჭირდება - ვირჩევ შესაბამის პოლისს, ან ეკონომიას ვაკეთებ ყოველთვიურ გადასახადზე, ან პირიქით, არ ვზოგავ და საბოლოოდ მეტი მეზოგება და ა.შ.

წარმოიდგინეთ, რომ დადიხართ დაუზღვეველი მანქანით, ისეთ ადგილას, სადაც ყველა მძღოლი გიჟია და ზუსტად იცით, რომ ვიღაც დაგარტყამთ.

მსგავსია, უამრავი დაავადებაა, ზოგი გადამდები, ზოგი არა, თუმცა პროფილაქტიკა მინიმუმ ყოველთვის საჭიროა, ჰოდა რა უდგას წინ რამდენიმე ათეული ლარის გადახდას?

არც არაფერი...

განსაკუთრებით, როცა სასწორის მეორე მხარეს მშვიდი ცხოვრება და ძალიან კარგი დანაზოგი დევს.

2018-12-21
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?