სოფო ბედიას ქმარი - ცოლს. არავინ იცის პირველმა რომელმა ჟურნალისტმა გამოიყენა ამგვარი წოდება სოფო ბედიას ქმრის მიმართ, თუმცა ფაქტია, ასეთი ორიგინალური ტიტული საკმაოდ დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.
„ხარისხის არხის“ ორი გამოჩენილი წამყვანი, რომელთა სახელებიც ჩვენთვის უცნობია ერთმანეთს დააზღვევდნენ, რადგანაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენს მათ ცალ-ცალკე. ისინი, ისეთივე განუყრელები არიან როგორც ბონი და კლაიდი, დონ კიხოტი და სანჩო პანსა ან Wall-e და ევა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რაგბის ეროვნულ ნაკრებს დააზღვევდა. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები არც თუ სახარბიელო მატჩებს ატარებს წლების განმავლობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც რაგბის ნაკრებმა წარმატებებს მიაღწია, სპორტის ქომაგების ყურადღება ძირითადად ამ მიმართულებით გადავიდა. მორაგბეების წარუმატებლობის შემთხვევაში კი მაყურებელი მზერას ისევ ფეხბურთელებისკენ მიაპყრობს, რაც საკმაოდ შეუშლის ხელს ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს მშვიდად ცხოვრებასა და დასვენებაში.
გუგული მაღრაძე იდეებს დააზღვევდა, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან რომ ამ გამორჩეულ პოლიტიკოსს ყველაზე შთამბეჭდავი იდეები მოსდის, რომელიც შემდგომ კანონის სახეს იძენს. აღნიშნული პოლიტიკოსის, საკმაოდ თამამი იდეები უკვე არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ხოლო ქალბატონი გუგული კი ახალ-ახალ მოსაზრებებს გვთავაზობს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით.
ზალიკო ბერგერი სელფის ჯოხს დააზღვევდა. მისი სელფ ვიდეოები არნახული პოპულარობით სარგებლობს ქართველ ინტერნეტ მომხმარებელთა შორის, და რაც მთავარია, სორი, მაგრამ დის იზ თრუ.
დემნა გვასალია 90-იან წლებს და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს დააზღვევდა. ამ „საგანძურის“ არ არსებობის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რა გახდებოდა დიზიანერის შთაგონების უშრეტი წყარო.
ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორები და სავარჯიშო დარბაზების მფლობელები მომხმარებელთა სმარტფონებს, ან უფრო ზუსტად სმარტფონის კამერებს დააზღვდნენ. სელფის გადაღების და სავარჯიშო დარბაზში დაჩექინების საშუალების გარეშე, მათ ნამდვილად მოაკლდებოდათ საკმაოდ ბევრი მომხმარებელი.
გრიშა ონიანისთვის საუკეთესო გამოსავალი ბადრი შუბლაძის დაზღვევაა. ყველა ჩვენგან სჭირდება ღირსეული მეტოქე, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს აზრს აძლევს.
ქართული პრეზერვატივების ბრენდი „აიისა“ მწვანე, შავ, თეთრ, ნარინჯისფერ და სხვა დარჩენილ ფერებს დააზღვევდა, რადგანაც ყვითელი როგორც გაირკვა, ზეციური ფერია. ხოლო, წითელი და ცისფერი კი სამეფო მოსასხამის ფერი.
ქართველი მამიდები, დეიდები და ბიცოლები იმ იდუმალ აპლიკაციას დააზღვევდნენ, სადაც შესაძლებელია ნათესავებისთვის დასაპოსტი სტიკერების დამზადება. რომლებზეც ხშირ შემთხვევაში გამოსახულია ვარდები, გულები, შამპანურის ჭიქები, გედები, ასევე მატერიალური კეთილდღეობის აღმნიშვნელი სიმბოლოები და თან ახლავს ფრაზები: ეს ჩემგან, ხმერთმა დიდი გაგიზარდოს, გიხდება მუტსელი, ჩემი დიდი გოგო და სხვა.