10 ფილმი დაზღვევის შესახებ

დაზღვევა მხოლოდ ციფრები და ქაღალდები არ არის და ხანდახან  ბევრად საინტერესო ამპლუაში გვევლინება. შეიძლება აქამდე არ დაკვირვებიხართ, მაგრამ ძალიან ბევრ ფილმში დაზღვევა საკვანძო როლს ასრულებს და მოვლენების მოულოდნელი განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დღევანდელ პოსტში გვინდა სწორედ დაზღვევის კინო როლებზე გესაუბროთ. ცხადია, ყველა ფილმს, სადაც სადაზღვევო თემაა გაჟღერებული, ვერ მოვიცავთ, თუმცა, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, ფილმების ყურებისას ალბათ თავადვე გაამახვილებთ ყურადღებას და შეიძლება გაგაოცოთ კიდეც, რამდენად ხშირად არის კინოში სადაზღვევო კომპანია თუ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები ნახსენები.

დღეისათვის სასაუბროდ ათი ფილმი შევარჩიეთ:

 

1) Lloyd's of London (1936)

 

რეჟისორი: ჰენრი კინგი

როლებში: ტაირონ პაუერი, მედელინ კეროლი და გაი სტენდინგი

მოკლე  შინაარსი: ორი მეგობარი, ჯონათან ბლეიკი და ჰორაციო ნელსონი შემთხვევით მეზღვაურების საუბარს მოკრავენ ყურს, რომლებიც მომავალი სადაზღვევო თაღლითობის შესახებ საუბრობენ. ჯონათანი გადაწყვეტს, რომ ლოიდსის თანამშრომლებს ამ თაღლითობის შესახებ აცნობოს. საბოლოოდ, ჯონათანი ლოიდსის სადაზღვევო ბიზნესში ერთვება და წარმატებასაც აღწევს.

 

2) Double Indemnity (1944)


რეჟისორი: ბილი ვაილდერი
როლებში: ფრედ მაკმიურეი, ბარბარა სტენვიკი
მოკლე შინაარსი: ფილმის სადაზღვევო აგენტის შესახებაა, რომელიც ხვდება ცოლს, რომელსაც ქმრის მკვლელობა აქვს გადაწყვეტილი და სურს, მკვლელობა უბედური შემთხვევის იერი მისცეს, რათა სადაზღვევო კომპანიისგან ანაზღაურება მიიღოს.


3) To Catch a Thief (1955)


რეჟისორი:  ალფრედ ჰიჩკოკი
როლებში: კერი გრანტი, გრეის კელი
დიახ, დაზღვევა ჰიჩკოკის კლასიკაშიც ფიგურირებს. ამერიკელი ემიგრანტი რივიერაზე მშვიდად ცხოვრობს, თუმცა სიმშვიდე მას შემდეგ მთავრდება, რაც მას ლოიდსის მშვენიერი სადაზღვევო აგენტი ქურდის დასაჭერად ქირაობს.


4) The Wrong Man (1956)


რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი
როლებში: ჰენრი ფონდა, ვერა მაილსი
როგორც ჩანს, ჰიჩკოკს დაზღვევა ძალიან უყვარდა და ფილმებისთვის საინტერესო თემატიკად მიაჩნდა. მის მორიგ ფილმში, ახალგაზრდა მუსიკოსი სადაზღვევო კომპანიაში შედის, სადაც სხვა ადამიანში, კერძოდ კი ქურდში, ეშლებათ და აპატიმრებენ. მან როგორმე თავისი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს.


5) Alias Jesse James  (1959)


რეჟისორი: ნორმან მაკლეოდი
როლებში: ბობ ჰოუპი, რონდა ფლემინგი, უენდელ კორეი

მოკლე შინაარსი:  ვესტერნი კომედია სადაზღვევო აგენტის შესახებ, რომელიც სიცოცხლის დაზღვევას შემთხვევით ცნობილ ამერიკელ კრიმინალს, ჯესი ჯეიმსს მიჰყიდის. აგენტს დასავლეთში ჯესი ჯეიმსის დასაცავად გზავნიან. თუმცა, ჯეიმსი ფერნსვორთის მოკვლას გეგმავს, რათა ანაზღაურება თავად მიიღოს.


6) The Thomas Crown Affair (1968)


რეჟისორი: ნორმან ჯიუისონი

როლებში: სტივ მაქქვინი, ფეი დანავეი

მოკლე შინაარსი:  კიდევ ერთი პოპულარული და კლასიკური ფილმი, რომელშიც სადაზღვევო გამომძიებელი, ბანკის ძარცვას იძიებს.


7) Entrapment (1999)


რეჟისორი: ჯონ ამიელი

როლებში: კეტრინ ზეტა-ჯონსი, შონ კონერი

მოკლე შინაარსი:  კეტრინ ზეტა ჯონსის გმირი სადაზღვევო გამომძიებელს ვეივერლის დაზღვევის თანამშრომელია. ის ხელოვნების ნიმუშების ქურდს ეძებს, მაგრამ ამისათვის თავადაც ქურდად უნდა შეინიღბოს.


8) Memento (2000)

 

რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

როლებში: გაი პირსი, კერი-ენ მოსი

მოკლე შინაარსი:  ლეონარდი, ყოფილი სადაზღვევო გამომძიებელია, რომელიც ცოლის მკვლელობის გამოძიებას ცდილობს. ის ანტეროგრადული ამნეზიით იტანჯება, ამიტომ მცირე ჩანაწერებით და სხეულზე უამრავი ტატუთი, ცდილობს ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტები აღნიშნოს და ასე გაიხსენოს წარსული.

 

9)  Cedar Rapids (2011)

 

რეჟისორი: მიგელ არტეტა

როლებში: ედ ჰელმსი

მოკლე შინაარსი:  კომედია ადამიანზე, რომელსაც სამსახური ყოველწლიურ სადაზღვევო კონვენციაზე. აიოვაში, სიდარ რეპიდში გზავნის თავის წარმომადგენლად. შემდგომი მოვლენები კი რა თქმა უნდა, კომედიურად ვითარდება.

 

10) Automata (2014)


რეჟისორი: გაბე იბანიესი

როლებში: ანტონიო ბანდერასი

მოკლე შინაარსი:  ანტონიო ბანდერასი რობოტების კორპორაციის სადაზღვევო აგენტია, რომელიც რობოტების მიერ პროტოკოლის დარღვევის შემთხვევებს იძიებს და გამოძიების პროცესში საინტერესო ფაქტებამდე მიდის.

 

2018-04-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
6 რჩევა, როგორ არ უნდა დაიღალო სამსახურის მჯდომარე რეჟიმით
2019 წლის ივნისის ჰოროსკოპი
ზაფხული მოვიდა და ბევრი სითხეა აუცილებელი
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა