ნოემბრის ჰოროსკოპი

ვერძი - არ მოაქციოთ საკუთარი ოცნებები ჩარჩოებში. მიეცით მათ ამბიციისა და მაღლა ფრენის უფლება.

ნოემბრის თვეში, თქვენთვის ნათელი გახდება, რომ საკუთარ შესაძლებლობებს არასათანადოდ აფასებთ. იმაზე მეტის მიღწევა შეგიძლიათ ვიდრე ახლა გგონიათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ასტროლოგები ფრთების გაშლასა და ფრენის სწავლას გირჩევენ, რადგან ეს თქვენთვის შეუძლებელი სულაც არაა.

კურო - თქვენთვის ნოემბერი 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა.

სწორედ ახლა დგება საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და მაღალი საფეხურებისკენ სვლის დრო.

ერთადერთი საფრთხე გახლავთ თქვენში არსებული შიში, რომელმაც შესაძლოა მოქმედების დაწყების უფლება არ მოგცეთ. შეეცადეთ ამ გრძნობის დამარცხებას და წარმატება გარანტირებულია.

ტყუპები - დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ. სულს სიმშვიდე და სიჩუმე სწყურია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან თ ბოლო დასვენებიდან საკმაო დრო გავიდა.

შეეცადეთ საკუთარი გრაფიკი ისე შეიმუშაოთ, რომ დასვენებისა და განტვირთვისთვისაც დაგრჩეთ დრო.

კარგი იქნება შემოდგომის მოგზაურობა და თუ ამას გადაწყვეტთ, არ გამოგრჩეთ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი, რადგან მის გარეშე 21-ე საუკუნეში აღარავინ გადის საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

კირჩხიბი - ამ თვეში მაქსიმალისტობა მოგეთხოვებათ, რადგან ვარსკვლავთა წყობა თქვენი გეგმების 100%-იან შესრულებას გპირდებათ.

იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და მტკიცე ნაბიჯებით იმოძრავეთ საკუთარი მიზნებისკენ.

რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ისეთებიც ვინც თქვენს კრიტიკას არ დაიზარებენ. ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, რადგან ისინი თქვენდამი შურის გამო გააკეთებენ ნეგატიურ კომენტარებს.

ლომი - ეს თვე ძალიან გავს პერიოდს, რომელზეც არაერთხელ გიოცნებიათ.

ადამიანები თქვენზე ისაუბრებენ, თქვენით აღფრთოვანდებიან და ბევრი შურითაც კი განიმსჭვალება.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის არაერთ წარმომადგენელს აქვს შანსი, რომ მიმდინარე პერიოდში „სელებრითად“ იქცეს.

და სანამ საკუთარი დიდებით ტკბობას დაიწყებთ, გირჩევთ, არ დაივიწყოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით ამ დიდების მოსვლამდე იყვნენ.

ქალწული - დიდი დრო დაუთმეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების ანალიზს და შეეცადეთ გაკვეთილად მიიღოთ ყველა სიტუაცია, რომელშიც ამ თვეში აღმოჩნდებით.

აღნიშნული რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში, თვის ბოლოს თქვენ უკეთესად შეძლებთ ადამიანების ამოცნობას და სამომავლოდ გეცოდინებათ ვის უნდა ენდოთ და ვის არა.

სასწორი - დროა, ყველა დარდი და სევდა წარსულს ჩააბაროთ და ზედმეტი ტვირთის გარეშე შეეგებოთ პერიოდს, რომელიც 2019 წლის ნოემბრის თვეში დაიწყება.

ასტროლოგების აზრით, ცარიელი მხრებით ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნებით და უფრო მარტივად შექმნით აწმყოს, რომელიც ძალიან ჰგავს თქვენი ოცნების ცხოვრებას.

მორიელი - 2019 წლის ნოემბერში აკეთეთ ის რაც სიამოვნებას განიჭებთ და თანაც ყოველდღიურად.

მოუსმინეთ თქვენს შინაგან მეს და დაუჯერეთ მას.

არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ კონტაქტი საკუთარ თავთან, რადგან მიმდინარე თვეში ეს თქვენი წარმატების საწინდარი იქნება.

მშვილდოსანი - თუ ცხოვრება ცვლილებების საშუალებას მოგცემთ, არ თქვათ უარი, გადადგით ნაბიჯი წინ და თანაც ისე, რომ უკან მოხედვაზე არც კი იფიქროთ.

ასევე, შეეცადეთ იყოთ დამოუკიდებელი და თვითმყოფადი. ამ თვეში სხვების ჭკუაზე სიარული კარგს არაფერს მოგიტანთ.

თხის რქა - 2019 წლის ნოემბრის თვეში, თქვენთვის ასტროლოგების მთავარი რეკომენდაცია გახლავთ, საკუთარი თავის განებივრება.

შეეცადეთ უფრო მარტივად შეხედოთ ცხოვრებას, ყოველ დილას ღიმილით შეხვდეთ და ზედმეტად არ გაართულოთ ის ყველაფერი, რაც რეალურად სირთულეს სულაც არ წარმოადგენს.

ასევე, გაუღიმეთ გამოწვევებს და მიიღეთ ისინი, რადგან ახლა თქვენთვის საშიში არაფერია.

მერწყული - ხშირად ეწვიეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ესტუმრეთ მეგობრებს და იქონიეთ მათთან ხშირი კონტაქტი.

განსაკუთრებით რეკომენდირებულია კომუნიკაცია თანამოაზრეებთან და ნათესავებთან.

ეს ყველაფერი საკუთარი გონების გადატვირთვისა და მნიშვნელოვანი საკითხების ახლებურად დანახვის საშუალებას მოგცემთ.

თევზები - ნოსტალგია შემოგაწვებათ. თქვენი გულისთვის ძვირფასი ადამიანებისა და ადგილების ხშირად გახსენებას დაიწყებთ.

ასტროლოგები გირჩევენ, ეს ნოსტალგია საკუთარი ენერგიის წყაროდ აქციოთ და ლამაზი მოგონებებისგან პოზიტიური ენერგია მიიღოთ.

ასევე, არ იქნება ცუდი თუ დაემორჩილებით საკუთარ სურვილს და მოინახულებთ ადგილებს, რომლებიც გახსენებენ ბავშვობას. ეს წარსულში არაჩვეულებრივი მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ და თქვენდაუნებურად აივსებით დადებითი ენერგიით.

2019-11-11
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?