2019 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი

 

ვერძი - არ შეგეშინდეთ სიმაღლის, რადგან ამ თვეში თქვენ ფრენასაც კი მოახერხებთ.

ვარსკვლავების განლაგება თქვენდამი ისეთი კეთილგანწყობილია, კარგი შედეგების მიღება და წარსული პრობლემების მოგვარება გარანტირებული გაქვთ. უფრო მეტიც, ამ თვეში თქვენ გარშემომყოფთა დიდ პატივისცემასა და კეთილგანწყობასაც მარტივად მოიპოვებთ.

ასტროლოგები მხოლოდ იმას გირჩევენ, რომ მიმდინარე პერიოდში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ნურავის ნუ მოუყვებით, რადგან სჯობს ყველამ შედეგი ნახოს, შედეგი, რომელსაც აუცილებლად დადებთ.

კურო - მაქსიმალურად აარიდეთ თავი ჭორებსა და ინტრიგებს. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ საკუთარ თავს ტყუილის უფლება, რადგან ადრე თუ გვიან სიმართლე აუცილებლად გამჟღავნდება და ისეთ პრობლემებს შეგიქმნით, რომელთა მოგვარებაც შეუძლებლამდე რთული იქნება.

ტყუპები - გახსოვდეთ, ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებთ, ამიტომ სჯობს სანამ რაიმეს იტყვით ჯერ კარგად დაფიქრდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენმა არასწორმა ნათქვამმა პრობლემები თქვენვე შეგიქმნათ.

ასევე, აკონტროლეთ ემოციები და ყველა გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღეთ.

კირჩხიბი - ამ თვეში თქვენი ინტუიცია გასაოცარ მასშტაბებს შეიძენს, მეექვსე გრძნობა იმდენად განგივითარდებათ, თქვენგან ვერავინ ვერ მოახერხებს რაიმის დამალვას.

საერთო ენის გამონახვას იმ ადამიანებთანაც კი შეძლებთ, რომლებთან ურთიერთობასაც წლების განმავლობაში გაურბოდით, რადგან ვერ ხედავდით მათ რეალურ სახეს.

ლომი - ამ თვეში თქვენი ცხოვრების მთავარი თემა იქნება თვითგანვითარება. კარგი იქნება თუ საკუთარ თავში მაქსიმალურ ინვესტირებას მოახდენთ, რადგან მომავალში ეს ყველაფერი დიდ სარგებელს მოგიტანთ.

არ დაიზაროთ აღნიშნული რჩევის გათვალისწინება და გახსოვდეთ, რომ ცოდნა საუკეთესო სიმდიდრეა.

ქალწული - საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენეთ, ეს გახლავთ ასტროლოგების პირველი რჩევა მიმდინარე პერიოდისთვის.

ამ თვეში ბევრ ისეთ კითხვას უპოვნით პასუხს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებდათ. ეს პასუხები საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ და გარკვეულ საკითხებს უფრო მარტივად შეხედავთ.

სასწორი - მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან, ამ თვეში ეს გახლავთ თქვენი წარმატებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტი.

ასევე, თუ წარმატების მიღწევა გსურთ, იმოქმედეთ დაფიქრებით, წინასწარ გათვალეთ ყოველი ნაბიჯი და არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება.

მორიელი - თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაკრიტიკებენ, რადგან ამ თვეში სტრესის დრო არ გექნებათ, უფრო პირიქით, რისთვისაც განტვირთვისა და სტრესის მოხსნის საშუალების მოძიება არ გაწყენდათ.

ასევე, რეკომენდირებულია, რომ მთელი თვის განმავლობაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა, რადგან რთული სიტუაციებიდან სწორედ მათი საშუალებით მოახერხებთ გამოსვლას.

მშვილდოსანი - ნუ მიეცემით აუხდენელ ოცნებებს, რადგან ეს დროის ფუჭი კარგვაა და სხვა არაფერი. გახსოვდეთ, მომავალზე ფიქრი ცუდი არაა, მაგრამ სჯობს თუ დღევანდელი დღით იცხოვრებთ და არ დაკარგავთ მომენტს.

ეცადეთ დაკავდეთ პრაქტიკული, სასარგებლო საქმეებითა და საკუთარი თავის განვითარებით.

თხის რქა - თამამად მოეკიდეთ დიდ საქმეებს, რადგან ამ თვეში მათი წარმატებით დასრულების დიდი შანსია.

გელით საინტერესო შეხვედრები და მოულოდნელი, სასიამოვნო ახალი ნაცნობები.

სწორედ ახალი ადამიანები დაგეხმარებიან საქმეების სწორად წარმართვასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში. განსაკუთრებით სანდო იქნება ადამიანი, რომელსაც ოქტომბრის მეორე კვირის დასაწყისში გაიცნობთ.

მერწყული - მოემზადეთ ძლიერი გაოცებისთვის, რადგან ეს თვე სწორედ ამას გპირდებათ.

შეეცადეთ იყოთ ძიების პროცესში, იკითხეთ საინტერესო წიგნები, იქონიეთ ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან, იფიქრეთ და შექმენით.

14 ოქტომბრის მერე კი ელოდეთ შთაგონების მდიდარ წყაროს.

თევზები - დაკავდით სახლში სიმყუდროვის შექმნით, რადგან ეს თვე ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია. (არ დაგავიწყდეთ, რომ სიმყუდროვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი სახლის დაზღვევა გახლავთ.)

ასევე, ეცადეთ შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებას და მეტი დრო გაატარეთ სახლში, რადგან მიმდინარე პერიოდში თქვენი შინაგანი ენერგიის წყარო სწორედ თქვენი კერაა.

2019-10-04
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?