2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით 2020 გახლავთ ვირთხის წელიწადი.

ასტროლოგიური პროგნოზების თანახმად, ვირთხა გვპორდება ცხოვრებისეულ ცვლილებებსა და იღბლიან პერიოდს.

განსაკუთრებით იღბლიანები იქნებიან ხარის, დრაკონის, მაიმუნისა და ღორის წელიწადში დაბადებული ადამიანები.

იღბლის გარდა, ვირთხის წელი მოიტანს მომგებიან სიტუაციებსა და შესაძლებლობებს. ასევე, გვაიძულებს კომფორტის ზონიდან გასვლასა და ცვლილებების განხორციელებას.

2020 იქნება დაფუძნებებისა და განვითარების წელი. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, ფულის დასაბანდებლად და გრძელვადიანი პროექტების წამოსაწყებად.

ამ წელს, წარმატების გარანტი იქნება ფრთხილად და გონივრულად დაგეგმილი მომავალი.

რაც შეეხება კონკრეტულ ასტროლოგიურ პროგნოზს ჩინური ზოდიაქოს თითოეული წარმომადგენლისთვის, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ვირთხა - ამ წელს წინა პლანზე თქვენი კარიერა წამოვა და პირადი ცხოვრება ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. ამიტომ, ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებს მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ და საკუთარ ამბიციებს არ შესწიროთ სიყვარული.

კარიერაში გელით საინტერესო მოვლენები. გაფართოვდება თქვენი შთამბეჭდავი უნარების არეალი და მათი ბრძნულად დემონსტრირების შემთხვევაში, გელით წარმატებები და წინსვლა.

ხარი - ამ წელს ნამდვილი აყვავება გელით, რაც თქვენი სანდოობისა და გულწრფელობის დამსახურებით მოხდება.

ასტროლოგები გირჩევენ, არ დაზოგოთ საქმეში საკუთარი თავი, ახლის წამოწყებამდე დაასრულეთ მიმდინარე პროექტები და ეს თქვენი ფინანსური კეთილდღეობის გარანტი გახდება.

ვეფხვი - სიფრთხილე გმართებთ, რადგან ვირთხის წელი სხვადასხვა შესაძლებლობებით აგავსებთ და თუ საკუთარ თავზე იმაზე მეტს აიღებთ ვიდრე შეგიძლიათ, ეს წარუმატებლობამდე მიგიყვანთ.

პირად ურთიერთობებში რეკომენდირებულია იმაზე მეტის გაცემა ვიდრე აქამდე გასცემდით. შეეცადეთ იყოთ საუკეთესო პარტნიორი და თუ ამას მოახერხებთ, სანაცვლოდაც იგივეს მიიღებთ.

კურდღელი - წარმატების მისაღწევად, საკუთარი უნარების დახვეწა და გაუმჯობესება დაგჭირდებათ.

ასევე, რეკომენდირებულია კარგი სამსახურეობრივი კავშირების ჩამოყალიბება და მეტი სოციალიზაცია.

პირად ურთიერთობებში ეს წელი ბევრ რომანტიკასა და ბედნიერებას გპირდებათ.

მარტოხელა კურდღლები შესაძლოა სერიოზულ ეტაპზეც კი გადავიდნენ საკუთარ რჩეულებთან.

ურთიერთობაში მყოფ კურდღლებს კი საკუთარი თავის გაკონტროლება მართებთ, რადგან უბრალო ფლირტმაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს მათ კავშირს საყვარელ ადამიანთან.

დრაკონი - ეს წელი თქვენს ცხოვრებას აყვავებას პირდება.

გელით დაწინაურება, ახალ სფეროში გადასვლა ან ბიზნესის წამოწყება.

თქვენი წარმატების საიდუმლო იქნება გუნდური მუშაობის უნარი, რაც თქვენი დამოუკიდებელი ბუნებისთვის ცოტა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე აუცილებელი.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2020-ში ეს მთავარი თემა არ იქნება თქვენთვის, რადგან საკუთარი თავის აღმოჩენით იქნებით დაკავებული.

გველი - ასტროლოგები გირჩევენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობასა და შინაგან სიმშვიდეზე ორიენტირებას.

მეტი დრო დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილს, ვარჯიშს, იოგას, დასვენებასა და სწორად კვებას.

თუ საშუალება გექნებათ იმოგზაურეთ და ეძიეთ საკუთარი თავი. მოგზაურობისას, რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ სამოგზაურო დაზღვევის აუცილებლობა.

მარტოხელა გველებს ამ წელს იმ ერთადერთთან შეხვედრის შანსი აქვთ, რომელიც მათი ცხოვრების უდიდესი სიყვარული გახდება.

ცხენი - ეს წელი თქვენს ცხოვრებას ფართომასშტაბიან ცვლილებებს მოუტანს.

მოგიწევთ წარსულის შეცდომების კარგად გააზრება და მათი გათვალისწინებით მომავლის აწყობა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რომანტიკა, ვნება და ბევრი სასიამოვნო მომენტი გელით.

ცხვარი - მოემზადეთ ცვლილებებისთვის. სიახლეები გელით კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.

ფინანსური კუთხით სტაბილური წელი იქნება, თუმცა დიდი შემოსავლები არ გელით, რის გამოც რეკომენდირებულია უარი თქვათ იმ ხარჯებზე, რომლებიც არ წარმოადგენს აუცილებლობას.

პირად ცხოვრებაში იდილია და ჰარმონია გაქვთ გარანტირებული.

მაიმუნი - ეს წელი რადიკალურად შეგიცვლით ცხოვრებას. გახდებით უფრო ენერგიული და დინამიური.

ფინანსურად მომგებიანი წელი იქნება, რადგან კარიერაში პროგრესს განახორციელებთ.

შეიძენთ ახალ ნაცნობებს, გახდებით მათ შორის საკმაოდ პოპულარული და მეგობრებისგან არც ყურადღება მოგაკლდებათ და არც სიყვარული.

მამალი - წარმატებული წელი გელით თუ მოერიდებით კონფლიქტებს და გადაწყვეტილებების მიღებისას პრობლემის ყველა ასპექტს გაითვალისწინებთ.

გელით ფინანსური შემოსავლები და კარგი იქნება თუ ფულს სამომავლოდაც გადადებთ.

ასევე, რეკომენდირებულია პირადი ურთიერთობების მოფრთხილება და საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე ზრუნვა.

ძაღლი - გადასარევი წელი გელით. თქვენი ცხოვრება გამარტივდება, რადგან 2020-ში არანაირ სერიოზულ პრობლემას არ გადააწყდებით.

კარიერაში ზენიტს მიაღწევთ, პირად ურთიერთობებში კი ჰარმონია დაისადგურებს.

გექნებათ ზრდისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა, რასაც აუცილებლად გამოიყენებთ.

ღორი - ამ წელს მთავარი კარიერა იქნება თქვენთვის. 2020 იქნება პროდუქტიული წელი. გელით პერსპექტივები ბიზნესში.

გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდენით პირად გამოცდილებას და არა სხვათა მოსაზრებებს.

2019-12-10
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?