ვერძი - ეს თვე კარგი პერიოდია გასული წლების ანალიზისა და შეჯამებისთვის. იმ შემთხვევაში თუ სწორი დასკვნების გამოტანას მოახერხებთ, წარმატება ძალიან მარტივი გახდება თქვენთვის. უფრო მეტიც, იმ ყველაფრის ანაზღაურებას შეძლებთ საკუთარი თავისთვის, რაც გეგონათ, რომ ხელიდან გაუშვით.ასევე, არ მოგერიდოთ დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება და ბოლომდე იბრძოლეთ საკუთარი იდეებისთვის.
კურო - იყავით აქტიური, გაერთეთ, შეხვდით მეგობრებსა და ნათესავებს.მთელი იანვარი გაატარეთ ახალი წლის აღნიშვნასა და ზეიმში. ასტროლოგების აზრით, სწორედ ადამიანური ურთიერთობებია ის რაც იანვარში გჭირდებათ, იმისათვის, რომ მთელი წლის განმავლობაში ენერგიული და პროდუქტიულ იყოთ.
ტყუპები - გაუფრთხილდით და შეინარჩუნეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ბრუნდებიან.საუბარია ძველ მეგობარზე ან ნაცნობზე, რომელიც ამ თვეში შემთხვევით, ისევ დაბრუნდება.როგორც ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, თქვენ და ის ან ისინი, უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ ერთმანეთის ცხოვრებაში.
კირჩხიბი - მოემზადეთ იღბლიანი თვისთვის, რადგან სწორედ 2020-ის იანვარში მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოებს ცხოვრებისგან.მხოლოდ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი, ღვთიური საჩუქრები თავისით არ დაგეცემათ თავზე, საჭიროა მათ ასაღებად ხელი გაიწვდინოთ.მაგალითად, თუ სიყვარული გსურთ, ხშირად გადით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და თუ ახალ სამსახურს ეძებთ, ჩაუჯექით ვაკანსიებს და არ მოერიდოთ დამქირავებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელებას.
ლომი - მოერიდეთ საკუთარ ცხოვრებაში უცხო ადამიანების ჩარევას, რადგან თქვენი მიმნდობი ხასიათის გამო, შესაძლოა ზიანი მოგადგეთ.ნუ გაიყიდებით ყალბ კომპლიმენტებზე და მათი ავტორის მიმართ დადებითად ნუ განეწყობით, რადგან ქათინაურების მიღმა, შესაძლოა თქვენი გამოყენების სურვილი იდგეს.
ქალწული - მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან, გაწევრიანდით თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციებში, დაესწარით კონფერენციებს იმ თემებზე, რომლებიც გაინტერესებთ და ხშირად იყავით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.ეს ყველაფერი ახალი იდეებისა და ფიქრების ფორმირებაში დაგეხმარებათ, რომლებიც შესაძლოა გენიალური პროექტების განხორციელების დასაწყისად იქცეს თქვენს ცხოვრებაში.
სასწორი - იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ამ თვეში ყველაფერი გამოგივათ.2020-ის იანვარი იმდენად იღბლიანია თქვენთვის, რომ თვის ბოლოს საკუთარი თავით იამაყებთ. უფრო მეტიც, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, გარშემომყოფებსაც კარგად დაანახებთ იმას თუ რა მაგარი ვინმე ხართ რეალურად.
მორიელი - ნუ შეგაშინებთ ჩარჩოების მიღმა გასვლა, რადგან ამ თვეში ყველანაირ სიგიჟეს გაპატიებენ ვარსკვლავები.
ექსპერიმენტები, საკუთარი თავის ძიება, დიდი ხნის სასურველი ქმედებების განხორციელება, მოგზაურობა და ახალი ადამიანები. სწორედ ამ ყველაფრისთვის არის 2020-ის იანვარი თქვენთვის და არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
მშვილდოსანი - სიახლეები გელით და შესაძლოა ისეთი მასშტაბურიც კი, რომ 2020-ის იანვარი თქვენი ხელახლა დაბადების თვედ იქცეს.ამ ყველაფრის სწორად განხორციელებისა და წარმატებული რეფრეშისთვის კი დაგჭირდებათ, შეხედოთ საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, მეტი პატივისცემით მოეპყროთ საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს.
თხის რქა - ამ თვეში საკუთარ თავზე ბევრს ნუ აიღებთ, გახსოვდეთ, რომ საბრძოლო ველზე მარტო გასვლა გონივრული ქმედება არ არის.არ მოგერიდოთ რჩევებისა და დახმარების თხოვნა სხვებისთვის. გაითვალისწინეთ იმ ადამიანების რჩევები, რომელთა აზრსაც პატივს სცემთ და აფასებთ.
მერწყული - გათავისუფლდით ყველაფერი ზედმეტისგან. გადაყარეთ ზედმეტი ნივთები, წაშალეთ ზედმეტი ფაილები ტელეფონიდან და კომპიუტერიდან. გენერალური დასუფთავება ჩაატარეთ სახლსა და სამუშაო კაბინეტში. ამ გზით, თქვენს გარშემო სივრცე გათავისუფლდება და ბევრად უფრო უკეთესად დაიწყებთ ფიქრს, შრომასა და შემოქმედებას.
თევზები - სარისკო საქმეების ნუ შეგეშინდებათ, რადგან მათი წარმატებით დასრულების შანსი ამ თვეში თითქმის 100%-ს უტოლდება.იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ, მიეცით თქვენს ოცნებებს ამბიციების უფლება და დაისახეთ დიდი მიზნები.რაც შეეხება შინაგან ძალასა და ენერგიას, მათი არაჩვეულებრივი წყარო ამ თვეში იქნება შემოქმედებითი საქმიანობა.