2019 წლის სექტემბრის ჰოროსკოპი

ვერძი - 2019 წლის სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური თვეა თქვენთვის.

პირველი სექტემბრიდანვე იგრძნობთ საოცარ შვებას, რადგან გაიაზრებთ, რომ სტრესისა და პრობლემების პერიოდი დასრულდა.

ასტროლოგები გირჩევენ, იყუროთ მომავალში და დაგეგმოთ ის მაქსიმალურად ნათელ ფერებში.

ვარსკვლავების წყობა თქვენი გეგმებისა და იდეების განხორციელებისთვის ოპტიმალურია.

კურო - იყავით ღია ახალი აღმოჩენებისა და გამოცდილებებისათვის. არავითარ შემთხვევაში არ მოეჭიდოთ წარსულს.

ეს თვე გახლავთ დიდი სიახლეების დასაწყისი თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში.

კარგი პერიოდია დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და თვითგამოხატვისკენ სწრაფვისათვის.

თუ ზემოაღნიშნულ რჩევებსა და ინფორმაციას სწორად გამოიყენებთ, ახალი დასაწყისი სექტემბრის პირველ რიცხვებშივე აიღებს სტარტს.

ტყუპები - ასტროლოგები გირჩევენ, მოუსმინოთ თქვენს ჭეშმარიტ სურვილებს, რადგან 2019 წლის სექტემბერი თქვენთვის კლიშეებისა და ჩარჩოების მსხვრევისთვის საუკეთესო პერიოდია.

გაბედეთ და შეებრძოლეთ ყველაფერ იმას, რაც ხელს გიშლით ბედნიერებასა და სრულფასოვან ცხოვრებაში.

დაივიწყეთ სხვების აზრი და მიეცით საკუთარ თავს იმის კეთების უფლება რაც თავად გსურთ.

კირჩხიბი - სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თვეა თქვენთვის.

ასტროლოგები ახალი, საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ყოფნას და ამ ადამიანებთან ერთად ისეთი იდეების განხორციელებას გიწინასწარმეტყველებენ, რომლებიც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს სამყაროს.

აღნიშნული პერიოდისთვის, ვარსკვლავთმრიცხველები გირჩევენ, არ დაკარგოთ საკუთარი თავი და არავითარ შემთხვევაში არ მისდიოთ ბრბოს.

ლომი - ამ თვეში ვარსკვლავები სერიოზულ კარიერულ ცვლილებებს გპირდებიან.

ცვლილებები იმდენად მასშტაბური იქნება, რომ შესაძლოა საქმიანობის სფეროც კი შეიცვალოთ.

ნუ შეუშინდებით სიახლეებს, პირიქით, მაქსიმალურად აუწყეთ მათ ფეხი და მიეცით წარსულს დასრულების უფლება.

ქალწული - სავსე იქნებით ახალი იდეებით და ამ იდეების განხორციელების სურვილი გახდება თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების სტიმული.

დაგჭირდებათ საქმიანი კავშირების გაფართოება და მოგზაურობა ახალი პარტნიორების მოძიების მიზნით, რაშიც წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ მოგზაურობა უფრო სასიამოვნოა თუ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტს ფლობთ.

 

სასწორი - თამამად გააფართოვეთ სანაცნობო წრე, რადგან ეს მომავალში კარგად გამოგადგებათ.

სწორედ ახალ ნაცნობებში იპოვით იმ თანამოაზრეებს, რომელთა დახმარებითაც მომავალში დიდი წარმატებების მიღწევას შეძლებთ.

მორიელი - გაუშვით ყველა ვისი ადგილიც თქვენს ცხოვრებაში აღარ არის.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების უმეტესობას დიდი ცვლილებები ელით ქორწინებასა და სასიყვარულო ურთიერთობებში.

აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზი გახლავთ ის, რომ მორიელები უფრო მეტად დაიწყებენ საკუთარი თავისუფლების დაფასებას.

მშვილდოსანი - მოემზადეთ სიურპრიზისთვის, რომელსაც ცხოვრება გიმზადებთ.

დიდი შანსია, რომ ბედისწერის მიერ მომზადებული სიახლე ან სიახლეები თქვენს სამსახურს შეეხოს.

გელით ახალი გზები და ახალი შესაძლებლობები, რომელთა გონივრულად გავლისა და გამოყენების შემთხვევაშიც დიდი წარმატება გეწვევათ.

თხის რქა - კარგი იქნება თუ ცხოვრებას ისე შეხედავთ როგორც თამაშს.

სექტემბერი გარდამტეხი პერიოდი იქნება თქვენთვის და საბედნიეროდ, აღნიშნული გარდატეხა მომგებიან პოზიციაში ჩაგაყენებთ.

გელით სიახლეები და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უცხო იქნება თქვენთვის, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეთ.

მერწყული - მოემზადეთ საკუთარ რეალურ მესთან შესახვედრად, რადგან სექტემბერი სწორედ ამ ფაქტის წინაშე დაგაყენებთ.

პლანეტების განლაგება წარსულის მავნე აჩრდილებთან დამშვიდობებას გაიძულებთ.

ახლა დგება თქვენს ცხოვრებაში თქვენი ჭეშმარიტი გზის პოვნის დრო.

თევზები - დააფასეთ ისინი ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებენ, რადგან მათი მხარდაჭერა ისე ძლიერ დაგჭირდებათ როგორც არასდროს.

სწორედ ამ ადამიანების წყალობით მოახერხებთ იმ ცხოვრებისეული ცვლილებების გააზრებას, რომლებიც გელით სექტემბერში.

ეს ცვლილებებია: ახალი ნაცნობები, მოგზაურობა და ახალი ინფორმაციები.

 

2019-09-05
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?