2019 წლის მარტის ჰოროსკოპი - რისგან უნდა დავიზღვიოთ თავი?

ვერძი - მიმდინარე თვე, ძირითადად პირადი ურთიერთობებით იქნება დასამახსოვრებელი. გელით სასიყვარულო ქარ-ცეცხლი, თუმცა ეს არ ეხებათ დაოჯახებულ ვერძებს, რადგან მათ, 2019 წლის მარტი ოჯახურ სიმყუდროვეს ჰპირდება.

ამ თვის პრობლემა გახლავთ ფინანსები, რადგან შესაძლოა, თქვენი შემოსავალი ვერ გაწვდეს ხარჯებს, რის გამოც მოგიწევთ დამატებითი შემოსავლის ძებნა ან სამსახურში მოვალეობების დამატება.

მეტი ფულის შოვნის მოტივით, მოსალოდნელია საქმიანი მოგზაურობა, რაც გამართლებული აღმოჩნდება. გამგზავდებამდე კი, არ უნდა დაგავიწყდეთ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტის შეძენა, რადგან ის მოგანიჭებთ სიმშვიდეს და საჭიროების შემთხვევაში, თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯებს.

კურო - ამ თვეში ძალიან დაძაბული იქნებით, რაც აგრესიულ ადამიანად გაქცევთ. ასტროლოგები გირჩევენ, გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ გაანაწყენოთ გარშემომყოფები.

თქვენი დაძაბულობის მიზეზი იქნება სამსახურში არსებული სიტუაცია და ის ფაქტი, რომ პირადი ცხოვრებისა და საქმის ერთმანეთისგან სათანადოდ განცალკევებას ვერ მოახერხებთ.

სტუაციის შემსუბუქებისთვის, კარგი იქნება დასვენება და განტვირთვა.

იმ შემთხვევაში თუ დასვენებისა და განტვირთვის გზად, მოგზაურობას აირჩევთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელი პროდუქტია და მისი შეძენა არ უნდა დაგავიწყდეთ.

ტყუპები - 2019 წლის მარტი, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებისთვის ოჯახურ სიმყუდროვეზე ზრუნვის პერიოდია.

ასტროლოგები მათ ურჩევენ ოჯახის წევრებზე, სახლსა და საოჯახო ტექნიკაზე ზრუნვას. ეს ყველაფერი კი საცხოვრებელი ფართისა და ძვირადღირებული ტექნიკის დაზღვევასაც მოიცავს.

კირჩხიბი - საოცარი თვე გელით, იგრძნობთ ძალების მომატებასა და ენთუზიამს, რაც თქვენი ჯანმრთელობის იდეალური მდგომარეობით იქნება გამოწვეული.

პრობლემები წარსულში დარჩა, გელით ახალი პროექტები და ახალი გამარჯვებები.

ფეირვერკებით იქნება სავსე პირადი ცხოვრებაც, რადგან საყვარელ ადამიანთან იდეალური პერიოდი გელით.

დაზღვევას რაც შეეხება, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და კარგი იქნება თუ თქვენს მფლობელობაში არსებულ ავტომობილს დააზღვევთ.

ლომი - ამ თვეში აქტიურად იქნებით დაკავებული გართობით, საჯარო ადგილების მონახულებით და ხალხში ტრიალით.

ეს ერთის მხრივ არაჩვეულებრივია, რადგან კარგად გაერთობით და ახალ ნაცნობებსაც ბლომად შეიძენთ, თუმცა შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ დაღლილობის, ვირუსული დაავადებების ან არაჯანსაღი საკვების გამო, ამიტომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე წინასწარ ზრუნვა არ გაწყენდათ.

ქალწული - კარდინალური ცვლილებები გელით ცხოვრების ყველა სფეროში.

გელით ახალი პროექტები, რომლებიც პერსპექტიული და მომგებიანი აღმოჩნდება, თქვენი ენთუზიაზმისა და ინიციატივების წყალობით.

ასტროლოგები გირჩევენ ბიზნეს აქტივების დაზღვევას, რათა თქვენს საქმიანობას მატერიალური ზიანი ვერ მიაყენოს ვერაფერმა.

სასწორი - ამ თვეში დაკავებული და დაინტერესებული იქნებით საყოფაცხოვრებო საკითხებით, უფრო კონკრეტულად კი მათი გაუმჯობესებით.

გახსოვდეთ, ახლადშეძენილი ქონება, იქნება ეს სახლი, აგარაკი თუ ავტომობილი, განსაკუთრებით საჭიროებს დაზღვევას, რადგან ცვეთის ღირებულება ჯერ კიდევ არ არის გახარჯული.

მორიელი - ყოველდღიურობისგან დაღლილი ხართ და მარტის თვეში, ისე როგორც არასდროს, ყველაფრის მიტოვება და სრულყოფილად დასვენება მოგინდებათ.

კარგი იქნება თუ ამ სურვილის ასრულებას მოახერხებთ, რადგან თუნდაც ხანმოკლე შვებულების შემდეგ, განახლებული ძალებითა და ენთუზიაზმით დაუბრუნდებით საკუთარ საქმეებს.

დასვენების დროის მოგზაურობისთვის დათმობის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი აუცილებლად გაითვალისწინეთ, სამოგაზურო დაზღვევის აუცილებლობა.

მშვილდოსანი - არაჩვეულებრივი თვე გელით, რადგან სწორედ ახლა მოახერხებთ იმ გეგმებისა და იდეების რეალიზებას, რომლებიც თავში დიდი ხანია გიტრიალებთ.

რაც შეეხება დაზღვევას, ეს სწორედ თქვენს გეგმებზეა დამოკიდებული და თავად უნდა გადაწყვიტოთ ჯანმრთელობის დაზღვევა გსურთ, უძრავი ქონების თუ ავტომობილის.

თანაც, ამ თვეში მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასაც გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები და ზედმეტი ფულის გონივრულად ხარჯვა, სწორი გადაწყვეტილება იქნება.

თხის რქა - ამ თვეში ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული უნდა იყოთ, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები.

რეკომენდირებულია საცხოვრებელი ფართის დაზღვევა და ზოგადად, სახლსა და მის შიგთავსზე კარგად ზრუნვა.

მერწყული - ამ თვეში მთლიანად ოჯახზე იქნებით გადართული და სანაცვლოდ დიდ სითბოსა და სიყვარულს მიიღებთ.

მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, უბრალოდ მოერიდეთ ფლანგვას და დაელოდეთ კრიზისის გადავლას.

იმ შემთხვევაში თუ სწორად კვების, ძილისა და დასვენების ორგანიზებას ვერ მოახერხებთ საკუთარი თავისთვის, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ აღიჭურვეთ შესაბამისი სადაზღვევო პაკეტით.

თევზები - სამსახურში კრიზისული პერიოდი გელით, რაც თქვენს მიერ წარსულში დაშვებული შეცდომებით იქნება განპირობებული.

დაფიქრდით როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება და თუ გონივრულ გზებს ვერ ხედავთ, სჯობს ტაიმ-აუტი აიღოთ და დაისვენოთ.

კარგი იქნება მოგზაურობა ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც რამდენიმე დღით, რაც ქართული ტურისტული კომპანიების დახმარებით არც-ისე ძვირი არ დაგიჯდებათ და სამაგიეროდ განახლებულ აზრებსა და იდეებს მოგიტანთ.

სამოგაზუროდ წასვლამდე, შეიძინეთ სამოგაზურო დაზღვევის თქვენთვის შესაფერისი პაკეტი.

2019-03-15
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?