2019 წლის მაისის ჰოროსკოპი

2019 წლის მაისის ჰოროსკოპი

 

ვერძი - თვის პირველი ნახევარი გახლავთ კარგი პერიოდი ახალი წამოწყებებისვის.

შესაძლოა, თავიდან საქმეები ისე არ წავიდეს, როგორც ეს თქვენ გსურთ, მაგრამ პირველი სირთულეების გადალახვის შემდეგ, თვალსაჩინო გახდება, რომ სწორ გზაზე დგახართ.

სასიყვარულო ფრონტზე, საკუთარ გრძნობებსა და დრამებში გარკვევას გიქადით 2019 წლის მაისის თვე.

რაც შეეხება ფინანსებს, მიმდინარე თვე საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება.

კურო - კარგი პერიოდია იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებსაც დიდი ხანია სამომავლოდ დებდით.

თვის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზები გელით, თავს ბედის ნებიერად იგრძნობთ.

რეკომენდირებულია, ამ თვეში მხოლოდ სამსახურზე არ იყოთ ორიენტირებული და პირადი ცხოვრებისთვისაც გამონახოთ დრო, რადგან ფორტუნა ჰარმონიასა და რომანტიკას გპირდებათ.

ასტროლოგების კიდევ ერთი რჩევაა, რომ მოერიდოთ ფულის ფლანგვას და მის დაგროვებაზე მოახდინოთ ორიენტირება.

ტყუპები - ამ თვეში დიდი მრავალფეროვნება გელით.

თვის შუა პერიოდი კარგია საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებებისთვის. გამგზავრებამდე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ სამოგზაურო დაზღვევა.

რაც შეეხება სასიყვარულო სფეროსა და ფინანსებს, ასტროლოგები ორივე შემთხვევაში თავშეკავებასა და რისკისთვის თავის არიდებას გირჩევენ.

კირჩხიბი - ნუ მიიტანთ პრობლემებს გულთან ახლოს, ყველა უსიამოვნება თავისთავად გაივლის.

კარგი იქნება თუ კონცენტრირდებით იმ გეგმებზე, რომელთა რეალიზებასაც დიდი ხანია აპირებთ.

სასიყვარულო ფრონტზე, ასტროლოგები გირჩევენ საკუთარ გრძნობებში გარკვევას.

რაც შეეხება ფინანსებსა და კარიერას, დიდი და სერიოზული საქმეები ჯერ კიდევ წინ გაქვთ.

ლომი - ამ თვეში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ინიციატივებზე, თუ გამბედაობას მოიკრებთ, ძალიან საინტერესო ნაბიჯების გადადგმას შეძლებთ.

კარგი პერიოდია საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებისთვის, მოგზაურობისთვის და იმ ურთიერთობებით ტკბობისთვის, რომლებიც გაქვთ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ ამ თვეში არ უნდა დათმოთ საკუთარი პოზიციები სამსახურში და ხელიდან არ უნდა გაუშვათ თქვენი ფინანსური შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა.

ქალწული - ასტროლოგები გირჩევენ, არ მიაქციოთ ყურადღება სირთულეებსა და პრობლემებს, სჯობს დაწყებული საქმეების კეთება იგივე ენთუზიაზმით განაგრძოთ, რომლითაც აქამდე აკეთებდით.

გაუგებრობებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაში, თუმცა სჯობს ცვლილებები სამომავლოდ გადადოთ.

ფინანსურ სფეროში გელით სტაბილურობა.

სასწორი - ეს არის აქტიური მოქმედებისა და ცვლილებების დრო.

ეცადეთ, მიუდგეთ საქმეებს შემოქმედებითად და წარმატება გარანტირებული გაქვთ.

წინსვლაში დაგეხმარებიან მეგობრებიც.

მართალია, ამ ეტაპზე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება არ გელით, მაგრამ ნუ ინერვიულებთ ამ საკითხზე, რადგან არის საქმეები, რომლებსაც მატერიალური შედეგები სწრაფად არ მოაქვთ.

მორიელი - სამსახურში, თქვენი ხელმძღვანელი პირები კრიტიკულად იქნებიან განწყობილნი თქვენს მიერ გაკეთებული საქმეების მიმართ, ამიტომ სჯობს უფრო გულმოდგინედ იშრომოთ.

უსიამოვნებების თავიდან არიდების მეორე მეთოდია შვებულების აღება და საზღვარგარეთ წასვლა, რათა სატელეფონო ზარებითაც კი ვერ მოგწვდეთ ვერავინ.

მოგზაურობისას უსიამოვნებებისგან თავის დაცვისთვის აუცილებელი საშუალება კი გახლავთ სამოგზაურო დაზღვევა.

მშვილდოსანი - დროა, თქვენი ყველაზე უფრო გრანდიოზული გეგმების განხორციელება დაიწყოთ, რადგან ეს თვე სწორედ მათი წარმატებისთვის არის ხელსაყრელი.

თვის პირველ ნახევარში დრო დაუთმეთ ფიქრს, მეორე ნახევარში კი მოქმედებას.

თქვენთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი კი გახლავთ ის, რომ 2019 წლის მაისში, სასიამოვნო ფაქტები გელით ფინანსურ სფეროსა და სასიყვარულო ფრონტზეც.

თხის რქა - თვის დასაწყისი დაძაბული იქნება, მაგრამ თქვენ სირთულეების გადალახვას მოახერხებთ.

არ არის რეკომენდირებული შვებულების აღება, რადგან ახლა თქვენი კარიერა თავდაუზოგავ შრომას საჭიროებს, თუმცა თვის შუა პერიოდში, უქმეებზე განტვირთვა არ გაწყენდათ.

ამ თვის პოზიტიური მახასიათებელი კი იქნება მოულოდნელად გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობა.

მერწყული - დამარცხებას წარმატება მოყვება და თქვენ თქვენი საქმეების დალაგებას მარტივად მოახერხებთ.

კარგი პერიოდია შორეული მოგზაურობისთვის, რომელიც აუცილებლად სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად უნდა დაგეგმოთ.

სასიყვარულო სფეროში ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ეს თქვენ თავად გსურთ. პოზიტივი გელით მატერიალურ საკითხებშიც, რადგან ამ თვეში, თქვენი ჯიბე კარგად შეივსება.

თევზები - დიდი დრო დაუთმეთ სამსახურს და თვის ბოლოს თქვენ ახალი შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდებით.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რეკომენდირებულია რჩევების მიღება გამოცდილი ადამიანებისგან, რადგან სწორედ ეს ინფორმაცია შეგიმსუბუქებთ სვლას.

პირად ურთიერთობებში გელით ჰარმონია. კარგი იქნება, უქმე დღეების საყვარელ ადამიანთან ერთად გატარება.

 

2019-05-08
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?