2019 წლის ივნისის ჰოროსკოპი

ვერძი - ამ თვეში ძირითადად სამსახურეობრივი საქმეებით იქნებით დაკავებული, რის გამოც პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

რეკომენდირებულია, მიენდოთ საკუთარ ინტუიციას და შინაგან ხმას.

ასევე, ერიდეთ ორაზროვან სიტუაციებსა და ფიქრებს, ეს თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით საკუთარ თავში კარგად გარკვეული და ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები.

კურო - კარგი თვე გელით და ეს განსაკუთრებით თქვენს ფინანსებს ეხება.

მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ახალ საქმიან პარტნიორებთან ამ თვეში წამოწყებული წარმატებული ნაცნობობა.

რეკომენდირებულია, თავი აარიდოთ კონფლიქტებს, რადგან ეს ამ თვეში განსაკუთრებით დაგაზიანებთ და შესაძლოა სერიოზულ პრობლემებთანაც კი მიგიყვანოთ.

ტყუპები - ამ თვეში, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების უმეტესობა, როგორც იქნა დაწყნარდებიან და თავს დაანებებენ ყველა წვრილმანზე ნერვიულობას.

სხვათაშორის იმ ტყუპებს, რომლებიც ამ სიაში ვერ მოახვდებიან, შეუძლიათ სიმშვიდე დაზღვევის საშუალებით შეიძინონ.

ასევე, მიმდინარე თვე საინტერესო და დატვირთული იქნება პირადი ურთიერთობების კუთხით. ამ სფეროში გელით ბევრი სასიამოვნო მოვლენა, რომლებიც ბედნიერებასა და სიხარულს მოგანიჭებთ.

კირჩხიბი - ამ თვეში ცოტათი გასცდებით ქცევის ნორმებს და ადამიანებით მანიპულირებას დაიწყებთ.

გასაოცარი ისაა, რომ ეს არაჩვეულებრივად გამოგივათ, რადგან სხვების საკუთარ ჭკუაზე ტარების იდეალურ ხერხებს მიაგნებთ.

თუ ყველაფერს კარგად გათვლით, შესაძლოა კარიერულ და მატერიალურ სფეროში საკმაოდ წინ წაიწიოთ, თუმცა არც სიფრთხილე გაწყენდათ, კარგი იქნება თუ ზღვარს ზედმეტად არ გასცდებით.

ლომი - ამ თვეში უახლოესი წარსულის გახსენება და მისი გაანალიზება მოგინდებათ.

ასტროლოგები გირჩევენ არ შეეწინააღმდეგოთ ამ სურვილს, რადგან წარსულში დაშვებული შეცდომებისა და მიღწეული წარმატებების ზუსტი მიზეზების აღმოჩენით, თქვენ მომავლის სწორად დაგეგმვას მოახერხებთ.

საკუთარ ფიქრებთან მარტო დასარჩენად, რეკომენდირებულია ბუნებაში გასვლა და დასვენება.

იმ შემთხვევაში თუ დასასვენებელ ადგილს საზღვარგარეთ შეარჩევთ, არ დაგავიწყდეთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც თქვენი სიმშვიდის გარანტი იქნება.

ქალწული - 2019 წლის ივნისში თქვენი საქმეები კარგად წავა როგორც მატერიალური კუთხით, ასევე პირად ცხოვრებასა და სიყვარულშიც.

მოსალოდნელია ფინანსური მოგების მიღება და იმ ბარიერების გადალახვა, რომლებიც თქვენს ბიზნესს ხელს უშლის.

აღნიშნული სიახლეების ტემპი განსაკუთრებით შესამჩნევი და თვალშისაცემი იქნება თვის ბოლოს, რადგან სწორედ ამ პერიოდში დაიწყებთ აღმასვლას.

სასწორი - 2019 წლის ივნისის წინა პერიოდში ზედმეტად იყავით გადართული საკუთარ წარმატებებზე, რის გამოც ახლა, მოსალოდნელია პრობლემები პირად ცხოვრებაში.

ახლობელი ადამიანი ან ადამიანები, მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენი ყურადღების დეფიციტს განიცდიდნენ და ამის გამო პასუხისგება თქვენ ახლა მოგიწევთ.

ყველაფერმა ამან, შესაძლოა, მიგიყვანოთ ცხოვრებისეული გარდატეხების აუცილებლობამდე და ეს გარდატეხები პირველ რიგში, თქვენს პირად ცხოვრებას შეეხება.

მორიელი - ამ თვეში, თქვენი მთავარი ფიქრი და სადარდებელი იქნება შეიცვალოთ სამსახური, რომელიც არასაკმარისად მაღალანაზღაურებადია თქვენთვის.

ყველაფერი ეს გამოწვეული იქნება იმ ფინანსური პრობლემებით, რომლებიც 2019 წლის ივნისში გელით.

ასტროლოგები გირჩევენ, არ მოახდინოთ კონცენტრირება მხოლოდ ფულზე და შეეცადოთ, საკუთარი მიზნები პოზიტივისკენ მიმართოთ, რადგან ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო მეტ ბედნიერებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი - ამ თვეში მოახერხებთ კონკურენტების დასუსტებას და წამყვანი პოზიციების დაკავებას.

კარგი პერიოდია მტრების თავიდან მოსაშორებლადაც.

მიმდინარე თვის უარყოფითი მხარე გახლავთ ის ფაქტი, რომ 2019 წლის ივნისში გელით პრობლემები პირად ცხოვრებაში. სასიყვარულო სირთულეების გადალახვის საუკეთესო გზაა საყვარელი ადამიანისთვის იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის კარიერა და როგორი მადლიერი იქნებით თუ ის დროებით აიტანს მეორე ადგილს თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა - 2019 წლის ივნისი გახლავთ ძალზედ მნიშვნელოვანი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში.

თუ მოახერხებთ და გამოიჩენთ საკმარის სიბრძნეს სწორი ნაბიჯების გადასადგმელად, მაშინ ეს ნაბიჯები, მომავალში ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.

საკუთარი გონებისთვის კარგად მუშაობის უზრუნველსაყოფად, თქვენთვის რეკომენდირებულია ორგანიზმის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება, ჯანსაღი კვება და ძილი.

მერწყული - მოვლენებით დატვირთული თვე გელით.

მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში, თუმცა ისინი მალევე მოგვარდება.

კარიერული პრობლემების მოგვარებამდე კი რეკომენდირებულია, სამსახურეობრივი საკითხების გამო მოშლილი ნერვების მსხვერპლნი არ გახდნენ თქვენი ახლობლები და ოჯახის წევრები, რადგან ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით და მოგვიანებით, თავს დამნაშავედაც გაგრძნობინებთ.

მარტოხელა მერწყულებს ელით სასიამოვნო და საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ სასიყვარულო ურთიერთობაში.

თევზები - საოცარი თვეა, რადგან მთელი ივნისის განმავლობაში გელით სულიერი სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია.

განსაკუთრებულ და მკვეთრ მომენტებს ცხოვრება მომავალში გიმზადებთ, ახლა კი თქვენთვის დასვენებისა და სიმშვიდით ტკბობის დროა.

თვის ბოლოს კი დასვენების შედეგი იქნება ახალი იდეები, რომლებიც თქვენს გონებაში წვიმასავით წამოვა.

 

 

2019-06-12
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?